x
image
natia.a
ომის საოცარი კულინარია ანუ რითი იკვებებოდნენ მებრძოლები

მეორე მსოფლიო ომის თემა დღეს უკვე აღარ არის აქტუალური, თუმცა იმასაც ვერ უარვყოფთ, რომ ეს ნაწილობრივ ჩვენი ისტორიაცაა. ფაშიზმზე გამარჯვება კი არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ მთელი მსოფლიოს მიღწევა იყო. თუმცა, რა ფასად იქნა მიღწეული ეს გამარჯვება, ამის გაგება არა მხოლოდ დოკუმენტური ფილმებიდან, ვეტერანების ნაამბობიდან თუ მხატვრული ნაწარმოებებიდან შეიძლება, არამედ იმდროინდელი კულინარიული სტატისტიკიდანაც. გთავაზობთ ფაქტებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საკვების შესახებ, რაც კარგად დაგვანახებს ომის მთელ საშინელებას.
image
მებრძოლი წითელარმიელის დღიური რაციონი შეიცავდა 800 გრამ შავ პურს (სიცივეში, ოქტომბრიდან მარტამდე - 900 გ.), 500 გ. კარტოფილს, 320 გრამ სხვა ბოსტნეულს (ცოცხალი ან დამწნილებული კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ხახვი, მწვანილი), 170 გ. მაკარონს ან ბურღულეულს, 150 გ. ხორცს, 100 გ. თევზს, 50 გ. ცხიმს (30 გ. სალა და 20 გ. ზეთი), 35 გ. შაქარს. მებრძოლები დღეში არანაკლებ ორჯერ იღებდნენ ცხელ კერძს - დილით და საღამოს. საბრძოლო სამზარეულოს ყველაზე პოპულარული კერძები იყო წიწიბურა ხორცით, კულეში (თხელი ფაფა ხორცით), ბორში, შჩი, ფლავი და მოშუშული კარტოფილი.


image
თუმცა, რა თქმა უნდა ქაღალდზე გაწერილი ნორმები ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა რეალობას, განსაკუთრებით 1941—1942 ე.წ. „შიმშილის“ წლებში.
312-ე სასროლი რაზმის მებრძოლი, ფიოდორ სლეპჩენკო იხსენებს: "კვება შემდეგნაირი
იყო: 600 გ. პური, ბარდის წვნიანი და 3-4 კოვზი ხორბლის ფაფა კაცზე. არც თეფშები
იყო, არც ჯამები. აბანოში რომ დააქვთ იმდაგვარი ტაშტები იყო და ოთხ-ოთხ კაცზე
გვისხამდნენ ჯერ წვნიანს, შემდეგ ცოტა ფაფას. ვინც იმარჯვებდა და სწრაფად შეჭამდა,
იმას მეტი შეხვდებოდა...“ სამაგიეროდ მშრალი საკვები შედარებით კარგი იყო. თუ შეტევის წინ მებრძოლებს „ხელშეუხებელ მარაგს“ (კონსერვები, ორცხობილა, სალა)
დაურიგებდნენ, „გამოუცდელი მშიერი ჯარისკაცის სიბრძნე გვასწავლიდა: შეჭამე ყველაფერი ბრძოლის დაწყებამდე - თორემ შეიძლება მოგკლან და ვეღარაფერს გასინჯავ!“ მაგრამ გამოცდილმა ფრონტელებმა იცოდნენ, რომ მუცელში დაჭრისას უზმოდ მყოფს ცოცხლად გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ამიტომ ბრძოლის წინ ბევრს არ ჭამდნენ.
image
1942 წლის აგვისტოში გამოვიდა ბრძანება, რომლის მიხედვით არამწეველ ქალებს თამბაქოს ნაცლად შოკოლადს ან კანფეტს ურიგებდნენ (მწეველებისთვის განკუთვნილი იყო დღეში 20 გ. თუთუნი). ამის მაგივრად ქალი მებრძოლებისთვის ყოველთვიურად განკუთვნილი იყო 200 გ. შოკოლადი ან 300 გ. კანფეტი. მოგვიანებით არამწეველი მამაკაცებიც გაიხსენეს და მათაც ურიგებდნენ შოკოლადს, კანფეტს ან შაქარს.
imageმეომრებისთვის გამოყოფილი იყო ასევე ფულადი წახალისება. მაგალითად, უმცროს ლეიტენანტს თვეში 500 რუბლამდე გამოუდიოდა. ქალაქში (ზურგში) 100 რუბლად შეიძლებოდა მხოლოდ 1 ჩაის ჭიქა ხორბლის ყიდვა. თუმცა, რადგანაც ფული
ყველას არ ჰქონდა, მებრძოლები გაცვლას აწარმოებდნენ. ძირითად კერძზე შეიძლებოდა გაეცვალათ პური და შაქარი, თუთუნზე - ორცხობილა ან კონსერვი, გამხმარ თევზზე - კარტოფილი ან ბურღული, 100 გრამი არაყი კი ორ პორცია შაქარს უდრიდა.
image
ლენინგრადის ბლოკადის დროს ქალაქის მაცხოვრებლებს პურის ტალონები დაურიგეს. 1941 წლის ივლისის ნორმა მოსამსახურე ადამიანზე 800 გრამ პურს შეადგენდა. სექტემბერში ნორმამ შემცირება დაიწყო და საბოლოოდ მაქსიმალური ნორმა მოსამსახურეზე 200 გრამზე, უბრალო ადამიანზე კი - 125 გრამზე დავიდა.
image
ბლოკადის დროს პურის არა მხოლოდ რაოდენობა შემცირდა, არამედ ხარისხიც დაეცა. თუ 1941 წლის სექტემბერში პურს ქერის, შვრიის, ჭვავის, სოიოსა და ალაოსგან ამზადებდნენ, მოგვიანებით ამ ნარევში მზესუმზირის, სელის, ბამბის მტვრის დამატება დაიწყეს. 1942 წლის დასაწყისში კი პურში დაუმატეს ჰიდროცელულოზა, რომელსაც არავითარი საკვები ღირებულება არ ჰქონდა, მაგრამ პურის მოცულობას ზრდიდა. პურის რაოდენობის გასაზრდელად ცომს ძალიან თხელს აკეთებდნენ: 100 კგ. ფქვილისგან იღებდნენ არა 150 კგ. პურს, რაც ნორმით იყო გათვალისწინებული, არამედ 170 კგ-ს. ხოლო საცხობ ფორმებს ტურბინულ და საავიაციო ზეთს უსვამდნენ, რადგან საკვები ზეთი უბრალოდ არ იყო.
image
ბლოკირებულ ქალაქში შავ ბაზარზე ბრილიანტის ბეჭედში ერთი კილო პურის გავლა შეიძლებოდა. პური და სხვა საკვები პროდუქტები მთავარი სავაჭრო ერთეული იყო, დაახლოებით ახლანდელი ვალუტა. პურზე ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა: საგვარეულო ოქროსა თუ ვერცხლის სამშვენისების, ბროლის ნაკეთობების, ძველებური ხატების, ცნობილი მხატვრების ნამმუშევრების, ტანსაცმლის... ადამიანები მზად იყვნენ ყველაფერი მიეცათ საკვების გამო...


ომის დროს ნამდვილი ჩაიც დეფიციტი იყო, ამიტომ მებრძოლები ხშირად სტაფილოს ჩაის სვამდნენ. ამისათვის სტაფილოს გარეცხავდნენ, გათლიდნენ, გახეხავდნენ, გამოაშრობდნენ ქურაში მუქი ფერის მიღებამდე და ასე ინახავდნენ ტომრებში. შემდეგ კი მისგან ჩვეულებრივად აყენებდნენ ჩაის, რომელიც ცოტა მოტკბო გემოსი გამოდიოდა და მწვანე ჩაის არომატს წააგავდა. ამ სასმელით ადვილად ამარცხებდნენ შიმშილის გრძნობას.
image
წარმატებული შეტევების შემდეგ, როცა მოწინააღმდეგის საკვები მარაგის ხელში ჩაგდებას ახერხებდნენ, წითელარმიელთა რაციონი უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. ზოგიერთი ვეტერანი სიამოვნებით იხსენებს, მაგალითად მშრალ ბარდის სუპს პაკეტებში, რომელსაც გერმანელების მიტოვებულ საწყობებში პოულობდნენ.
ასევე სასიამოვნო ნადავლად ითვლებოდა ბრიკეტებად შენახული კარაქისა და
თაფლის ნაზავი, რომელიც ბუტერბროდებისთვის იყო განკუთვნილი. ომის დასასრულისკენ ამგვარი ნადავლები განსაკუთრებით მომრავლდა და წითელარმიელების რაციონი განსაკუთრებით გემრიელი გახდა. ზოგი მებრძოლი სახლშიც კი ახერხებდა ტკბილეულის გაგზავნას.

image


3
2548
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2548
  
2015, 18 ივლისი, 10:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 30 ივნისი, 19:07
საინტერესოა სტატიაა
2015, 25 ივნისი, 20:00
გავაზიარე
0 1 3