x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მოხარული ვიქნები თუ მსოფლიო განადგურდება

image"მოხარული ვიქნები თუ მსოფლიო განადგურდება" ასეთი "წერილი" დაგვიტოვა ადამიანმა, რომელმაც მოკლა საკუთარი დედა და შემდეგ 20 პატარა ბავშვი... 15 დეკემბერს ქალაქ ნიუთაუნში მკვლელობები მოხდა, ქალაქის დაწყებით სკოლაში, 20 წლის ახალგაზრდამ ჯერ საკუთარი დედა მოკლა და შემდეგ სკოლაში შევიდა და ცეცხლი გახსნა. ამ ფაქტს 27 ადამიანი შეეწირა, 20 პატარა ბავშვი, 6 უფროსი და ერთიც თვითონ დამნაშავე, რომელმაც თავი მოიკლა... ადამ ლანცა ( მკვლელი ) ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული.სკოლაში სროლის დროს 600 ბავშვი იმყოფებოდა. უსაფრთხოების მიზნით ქალაქის სხვა სკოლებში სწავლა შეწყვეტილია.
ბარაქ ობამამ მომხდარის გამო ამერიკელ ერს მიმართა. მან ქვეყანაში ოთხ დღიანი გლოვა გამოაცხადა. ბარაქ ობამამ ასევე განაცხადა, რომ ძალიან წუხს ამ ფაქტთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ახლობლებს, ასევე მისი თქმით, ბარაქ ობამას ამერიკაში არ ეგულება მშობელი დედა, რომელიც იგივე ტკივილს არ გრძნობდეს, როგორც თვითონ. ამ ფაქტს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა, სოციალური ქსელის "facebook.com"-ის დახმარებით. ასევე ამ ფაქტს მრავალი პრემიერ-მინისტრი და ცნობილი პირი გამოეხმაურა, მათ ამერიკელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადეს.

0
1322
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0