x
image
worldsport.ge
ტევესის საგა დასრულდა: დაბრუნება 11 წლის შემდეგ

imageტურინის "იუვენტუსისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კარლოს ტევესი 11 წლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ "ბოკა ხუნიროსს" ოფიციალურად დაუბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას "ბოკას" გენერალური მდივანი სეზარ მარტუჩი ადასტურებს.
"ძალიან გახარებულები ვართ. დიდხნიანი მუშაობის შედეგად კარლოს ტევესი ჩვენთან ბრუნდება. იმედია, რომ მისი დაბრუნებით "ბოკა" აჩვენებს იმ შედეგებს, რასაც გუნდის გულშემატკივრები მოელიან", - განაცხადა მარტუჩიმ.
ტევესის ტრანსფერზე კომენტარი "ბოკას" მთავარმა მწვრთნელმა როდოლფო არუაბარენამაც გააკეთა:
"ტევესის დაბრუნება ბოლო წლებში ყველაზე სასიამოვნო ფაქტია. ეს არგენტინული ფეხბურთისთვის კარგი მოვლენაა", - თქვა არუაბარენამ.
"იუვენტუსი" ტევესის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ანაც 18 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის გვიდო ვადალას სატრანსფერო უფლებებს მიიღებს.
კარლოს ტევესი "იუვენტუსში" 2 წლის წინ გადავიდა და ყველა ტურნირზე გუნდში ჩატარებულ 98 მატჩში 48 გოლი გოლი გაიტანა.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
961
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
961
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0