x
image
მანჩო 777
"ვინც ეთერ კაკულიაზე წერს და ავრცელებს ტყუილს, არის ყოვლად ზნედაცემული, არარაობა"-ირმა ინაშვილი.
ბევრი ქართველისათვის საყვარელ მომღერალ ეთერ კაკულიას ლამის მთელი საქართველო გულშემატკივრობს. რამოდენიმე თვის წინ მას სიმსივნე აღმოაჩნდა, თუმცა ოპტიმიზმით აღსავსე ქალბატონი ინტერვიუებში ამბობდა, რომ დანებებას სულაც არ აპირებს და სასტიკ ბრძოლას უცხადებს ამ დაუნდობელ სენს. კაკულიამ ცოტაოდენი ხნის წინ თურქეთში ჩაიტარა მკურნალობის კურსი და საქართველოში იმედებით აღვსილი დაბრუნდა.

გულაჩუყებული მომღერალი მთელ საქართველოს მადლობას უხდიდა თანაგრძნობისა და გვერდში დგომისათვის.


image


თუმცა ამქვეყნად რა დალევს ბოროტ ადამიანებს....ორიოდე დღის წინ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია ეთერ კაკულიას გარდაცვალების შესახებ. ამ ამბავმა ძალიან დაწყვიტა გული მომღერლის თაყვანისმცემლებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მორიგი დეზინფორმაცია და რეიტინგისათვის მოგონილი ჭორი იყო.



„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი მედიაში ეთერ კაკულიასთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანის გარდაცვალების თემით, მაშინ, როდესაც ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რეიტინგის აწევა არაეთიკურია.


image


„ზოგიერთი ადამიანი უკიდეგანოა ბოროტებაში. ის, ვინც ეთერ კაკულიაზე წერს და ავრცელებს ტყუილს, არის ყოვლადზნედაცემული, არარაობა. კვდები და შენი სიკვდილით ხარობენ, ასეთი არაფერი გამიგია. გვაცადეთ სიკვდილი, მოითმინეთ, რომ გაიხაროთ... იმისი არ იყოს, - ინაშვილს მანქანა რატომ არ დააჯახესო... ანუ რატომ არ ჰკლავენო... აფხაზეთის ომიდან დავბრუნდით მე და საშკა იოსელიანი. თათბირზე ვსხედვართ. ჩვენს კოლეგებს აჯილდოვებენ, რომლებიც აფხაზეთის ომის ფრაგმენტებს აშუქებდნენ. ჩვენც დილით ჩამოვედით სოხუმიდან. ბოლოს ჩვენამდე მოვიდნენ. გვეუბნებიან, - თქვენ სიგელი-ვერა, მაგრამ 5000 კუპონი დაიმსახურეთო. საშკა მიხვდა, რომ გული მეტკინებოდა, პატარა ვიყავი, დარბაზში ფეხზე ამაყენა, ხელი ჩამკიდა და ეუბნება ტელევიზიის მაშინდელ ხელმძღვანელობას: დიდი მადლობა, ამ 5000 კუპონისათვის. ჩვენ ამას ვერ ავიღებთ. ფული საკმარისი გვაქვსო, მაგრამ ერთ რამეს კი გეტყვითო: დიდი ბოდიში, რომ სამშობლოსათვის არ მოვკვდით და ჯერ ცოცხალი ვართ... იმედი გვაქვს, რომ მალე სამშობლოს ღირსეულად შევეწირებით და სიგელებსაც დავიმსახურებთო... ან ვერ დავიმსახურებთო, - დაამატა... ადამიანებო, ადამიანებად წოდებულო არსებებო, დამშვიდდით, მართლა... ყველა ისედაც სიკვდილის შვილები ვართ... მოყვასის, თუ მტრის სიკვდილით ასე როგორ უნდა ხარობდეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე... ეს რა უბედურებაა. მომკალით, მართლა და ვერ გამიგია."- წერს ირმა ინაშვილი.

0
2090
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2090
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0