x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
დიდპირა ზვიგენი

imageდიდპირა ზვიგენი (ლათ.Megachamsa palegion)_მიეკუთვნება ხრტილიანი თევზების კლასს, ლამნისებრთა რიგს (ლათ. Lamniformes), დიდპირა ზვიგენების ოჯახს (ლათ.Megachasmidae), რომელშიც ერთადერთი გვარი (დიდპირა ზვიგენებისა) და ერთადერთი სახეობაა.
დიდპირა ზვიგენი ერთ-ერთია დღეისთვის ცნობილ 3 ზვიგენს შორის (ვეშაპისებრი და გიგანტური), რომელიც პლანქტონით იკვებება. ის 1976 წელს აღმოაჩინეს პირველად. 2004 წლამდე კი მხოლოდ 25-მდე ეგზემპლიარზე დაკვირვება გახდა შესაძლებელი. ამ ზვიგენების ანატომიაზე, ქცევისა და გავრცელების არეალზე ძალიან ცოტა რამაა ცნობილი.
მეცნიერებისსათვის ცნობილი ყველაზე დიდი ზვიგენი, იყო მდემრი, რომელიც მკვდარი გამოირიყა 2004 წლის 19 აპრილს იაპონიის ყურეში ქალაქ იტიჰარასთან. მისი სიგრძე 5, 63 მეტრს შეადგენდა. ყველაზე პატარა ეგზემპლიარი კი მამრი იყო, რომელიც სუმატრასთან ახლოს დაიჭირეს 2004 წლის 13 მარტს. მისი სიგრძე 1, 77 მეტრი იყო. გარეგნული ნიშნებიდან ყველაზე თვალშისაცემია საკმაოდ მოზრდილი, მომრგვალებული თავი მოკლე ცხვირითა და უზარმაზარი ხახით.ზურგის მხარის შეფერილობა მუქი ნაცრისფერი და მუქი ყავისფერია, მუცლის მხარეს კი უფრო ღია ფერისაა. დიდპირა ზვიგენს ზურგის ორი ფარფლი, ერთი ასიმეტრიული კუდის ფარფლი, ორი მოზრდილი მკერდის ფარფლი და მუცლის ორი ფარფლი აქვს. მისი ჩონჩხი როგორც ყველა ზვიგენის, ხრტილოვანია. მისი ქსოვილები კი წყლითაა გაჯერებული, ამიტომ სწრაფად ცურვა არ შეუძლიათ. მისი სიჩქარე 2კმ/სთ.-ს შეადგენს მხოლოდ.
დიდპირა ზვიგენები გავრცელებულები არიან წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში. ყველაზე ხშირად კი კალიფორნიისა და იაპონიის ნაპირებთან. აქედან ბიოლოგები აკეთებენ დასკვნას, რომ ეს სახეობა მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და უპირატესობას თბილ წყლებს ანიჭებს. დიდპირა ზვიგენი პელაგიური თევზია.
დაწყვილება ხდება შემოდგომით, კალიფორნიის ნაპირებთან. ასე ფიქრობენ იმიტომ, რომ სწორედ აქ ხვდებიან ხოლმე სქესობრივად მომწიფებული მამრების დიდ რაოდენობას. ისინი ცოცხლადმშობიარეები არიან.
მკვდარი დიდპირა ზვიგენების კუჭის შიგთავსის გამოკვლევით დადგინდა, რომ ის იკვებება უმეტესად მცირე ზომის ორგანიზმებით, როგორიცაა, მაგ. კრილი. გიგანტური ზვიგენებისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ პასიურად ფილტრავს წყალს, დიდპირა ზვიგენს შეუძლია აქტიურად შეიწოვოს წყალი ფილტრაციისთვის. მის საკვებს მცირე ზომის თევზებიც შედგენენ თუ არა, ცნობილი არაა.
1990 წლის 21 ოქტომბერს მეცნიერებმა პირველად მოახერხეს დაეჭირათ 5 მეტრიანი მამრი ზვიგენი და მასზე რადიგადამცემი მიემაგრებინათ. ასე მოხერხდა მიეღოთ პირველი მონაცემები ზვიგენის მიგრაციისა და ვერტიკალურ გადაადგილებაზე. ცნობილი გახდა რომ ღამეს დიდპირა ზვიგენი დაახლოებით 15 მეტრის სიღრმეზე ატარებს, ხოლო დღსით 150 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ფიქრობენ, რომ ზვიგენი კრილებს (Kriel) დაყვება, რომლებიც, ასეთივე რითმით იცვლიან ადგილმებარეობას.
რთულია იმის თქმა შეხვედრიათ თუ არა ადამიანებს გასულ ასწლეულებში ამ სახეობის ზვიგენები. იქნებ სწორედ ის წარმოადგენს ლეგენდის მიზეზს ზვიგენისა და ვეშაპის ჰიბრად ურჩხულზე. პირველად ის 1976 წლის 15 ნოემბერს ჰავაის კუნძულ ოაჰუსთან (O'ahu) და ამის შემდეგ იქნა აღწერილი.ეს იყო მამრი, რომლის სიგრძე 4, 46მ.-ს შეადგენდა. ის ამერიკულმა ჰიდროგრაფიულმა საკვლევმა ხომალდმა. იმ დღეს ხომალდი 4600მ.-ის სიღრმეზე იყო და ვერ შეძლო ჩვეულებრივი ღუზის ჩაშვება. გადაწყვიტეს 2 პარაშუტი-ღუზა ჩაეშვათ. გამოკვლევის დასრულების შემდეგ როცა ღუზები ამოწიეს, აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ მათგანში უჩვეულო თევზი იყო გახლართული. ცხოველი გულმოდგინედ შეისწავლეს და დღეისათვის მისი ფიტული ჰონოლულუს (Honolulu ქალაქია კუნძულ ოაჰუზე) მუზეუმში ინხენა

1
345
3-ს მოსწონს
ავტორი:ანგელოზი
ანგელოზი
345
  
0 1 1