x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ათი საუკეთესო კოცნის სცენა მსოფლიო კინოინდუსტრიაში

კოცნა არის სიყვარულის ფიზიკური გამოხატულება ორ ადამიანს შორის. ფილმებში კოცნის სცენებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. წარმოგიდგენთ 10 ამგვარ სცენას, რომელნიც საუკეთესოდ არიან მიჩნეულნი.
უბის წიგნაკი (the notebook) - რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსიimageრომანტიკული ფილმი, რომლის რეჟისორია ნიკ კასავეტესი. იგი დაფუძნებულია ნიკოლას სპარქსის ამავე სახელწოდების მქონე რომანზე. ფილმში მონაწილეობენ რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი, როგორც ნოა და ელი – ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც ერთმანეთი უყვარდებათ ადრეულ 1940–იან წლებში. მათი ისტორია მოთხრობილია თანამედროვე დროს მოხუცი კაცის მიერ, რომლის როლსაც ჯეიმზ გარნერი ასრულებს. ის ამ ამბავს თავის თანაპაციენტ ქალს უამბობს, რომელსაც ჯენა როულენდსი თამაშობს. imageმოჩვენება (ghost) - დემი მური და პატრიკ სუეიზიimage1990 წლის დრამა. IMDB-ის რეიტინგია 7. რეჟისორი ჯერი ზუკერი. ფილმის შინაარსი ასეთია: ახალგაზრდა ბანკის თანამშრომელი მოკლულია, და როდესაც ის გაიგებს(უკვე მოჩვენებად გადაქცეული), რომ შემთხვევით არაა მოკლული, ეცდება თავისი საყვარელ გოგონას შეატყობინოს საფრთხის შესახებ. ამაში მას დაეხმარება ექსტრასენსი ქალი. imageტიტანიკი (titanic) - ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ უინსლეტიფილმი გადაღებულია 1997 წელს. Imdb-ს რეიტინგია 7, 7. რეჟისორია ჯეიმზ კამერონი. ფილმში წარმოდგენილია გამოგონილი ისტორია გემ ტიტანიკის მგზავრების, ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის შესახებ, რომელთა როლებს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ უინსლეტი. 2012 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმის 3-D ვერსიაც.imageრომეო და ჯულიეტა (Romeo and Juliet) - ლეონარდ უაიტინგი და ოლივია ჰასი
რეჟისორ ფრანკო ძეფირელის ერთერთი ყველაზე ცნობილი სიყვარულის ისტორიის, ყველასათვის საყვარელი ეკრანიზაცია ინგლისურ ენაზე. მოქიშპე ოჯახების ნების წინააღმდეგ რომეო მონტეკისა(ლეონარდ უაიტინგი) და ჯულიეტა კაპულეტის (ოლივია ჰასი)ერთმანეთი შეუყვარდებათ. ვნებას მინდობილი ახალგაზრდა წყვილი ბედისწერის გაურბის და იპარება, რაც მხოლოდ ტრაგედიით სრულდება. ფილმმა ორი ოსკარი მიიღო -ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისა და საუკეთესო კოსტიუმებისათვის.imageმისტერ და მისის სმიტები (Mr. and Mrs. Smith) - ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი2005 წელს გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ტრილერი. რეჟისორი დაგ ლიმანი. IMDB-ის რეიტინგია 6, 5. ფილმის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო შემოსავალმა 478 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ფილმში მთავარ როლს ასრულებენ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი. ფილმის სიუჟეტი კი ასეთია: ჯონი და ჯეინი ცოლ ქმარი არიან და არცერთმა არ იცის ერთმანეთის საქმიანობის შესახებ. ისინი დაქირავებული მკვლელები არიან. ყველაფერს მას შემდეგ აეხდება ფარდა რაც ჯეინი მიიღებს დავალებას, რომ ჯონი უნდა მოკლას, ხოლო ჯონი მიიღებს დავალებას, რომ ჯეინი უნდა მოკლას...imageადამიანი ობობა (spider-man) - ტობი მაგუაიერი და კრისტენ დანსტიimage2002–2007 წლებში გამოვიდა რეჟისორ სემ რეიმის ტრილოგია ადამიანი ობობას შესახებ, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ტობი მაგუაიერმა ითამაშა, რომელსაც პარტნიორობა გაუწიეს კირსტენ დანსტმა და ჯეიმს ფრანკომ. ფილმის რეიტინგია IMDB-ზე 7.3-ია. სიუჟეტი ასეთია: ჯერ კიდევ გუშინ პიტერ პარკერი ჩვეულებივი სკოლის მოსწავლე იყო, რომელსაც ყველა წარუმატებელ და მოსაწყენ ადამიანად თვლიდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს მას ობობა კბენს, რის შედეგადაც პიტერს საოცარი მეტემარფოზა ემართება! დაუჯერებლად უმძაფრდება ყველა გრძნობა და რაც მთავარია, შესაძლებლობა - კედლებზე სიარულის და რკინასავით მაგარი ობობის ქსელის ამოფრქვევის... imageლამაზმანი (pretty woman) - რიჩარდ გირი და ჯულია რობერთსი
1990 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი, მელოდრამა. „ლამაზმანი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი რომანტიკული კომედიაა. 463 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლით „ლამაზმანი“ ყველაზე შემოსავლიანი რომანტიკული კომედიაა კინოისტორიაში. ფილმის სიუჟეტი ასეთია: ფინანსურ მაგნატს ედვარდ ლუისს ღამის ქალაქში გზა აებნევა. იგი შემთხვევით ხვდება ლამაზ ქალთან. ვივიანი მეძავია, რომელიც მხოლოდ ნაღდი ფულის გადახდის შემთხვევაში თანხმდება დახმარებაზე. ერთი ღამის შემდეგ ედვარდი ხვდება, რომ ვივიანთან განშორება არ სურს. imageშემოდგომის ლეგენდები (Legends of the Fall) - ბრედ პიტი და ჯულია ორმონდი
ფილმი გადაღებულია 1994 წელს. მისი რეიტინგი IMDB-ზე არის 7, 5. მელოდრამამ დაახლოებით 130 მილიონის მოგება მოიტანა. ფილმში მთავარ როლს ასრულებენ ბრედ პიტი, ენტონი ჰოპკინსი, ჰენრი თომას უმი, ჯულია ორმონდი და სხვები. ფილმში მოთხრობილია ისტორია ძმებზე, მათ მამაზე და ახალგაზრდა ქალზე. ძმები ვერც კი ხვდებიან თუ რა დაბრკოლებები ელით ცხოვრების გზაზე...imageბინდი (twilight) - კრისტენ სტიუარტი და რობერტ პეტინსონიimage2008 წლის ამერიკული რომანტიკული ფილმი. მისი რეჟისორია კეტრინ ჰარდვიკი. ფილმი ეფუძნება რომანს „ბინდი“, რომლის ავტორია სტეფანი მეიერი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კრისტენ სტიუარტი და რობერტ პეტინსონი. ფილმის სიუჟეტი ასეთია: 17 წლის ბელა მამამისთან (ჩარლი) პატარა ქალაქ ფორქსში ჩამოდის, იმიტომ რომ დედის (რენე) ახალი ქმარი (ფილი) ბეისბოლისტია და ხშირი მოგზაურობა უწევს. ფორკსში ის გაიცნობს საიდუმლოებებით აღსავსე ოჯახს - კალენებს. ბელა შეიტყობს რომ კალენები ვამპირები არიან. მათ ადამიანის სისხლზე უარი თქვეს და ცხოველების სისხლით იკვებებიან. ბელას და ედვარდს ერთმანეთი შეუყვარდებათ... imageამელი (amelie) - ოდრი ტატუ და მეთიუ კასოვიციimageფილმი გადაღებულია 2001 წელს, რეჟისორი ჟან-პიერ ჟანე. მისი რეიტინგი IMDB-ზე არის 8, 4. მთავარ როლშია ოდრი ტატუ. ფილმის ბიუჯეტი 10 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო შემოსავალმა 173 მილიონს გადააჭარბა. სიუჟეტი შემდეგნაირია: პატარა გოგონა ამელს შეუძლია ადამიანის ცხოვრების შეცვლა.მას შეუძლია ადამიანებს მოუტანოს ბედნიერება და ყველაფერს ნათელი ფერები მოფინოს. image

4
398
12-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
398
  
2015, 25 ივნისი, 12:28
გადავეშვი ფიქრებსა და ოცნებებში :))) ემილის გარდა ყველა ფილმი მაქვს ნანახი და ყველა მომწონს
2015, 24 ივნისი, 21:08
გაიხარე ნათიიი
2015, 24 ივნისი, 21:02
რა კარგი სტატიაა, გვანცაააა... თავი ვერ შევიკავე და გავაზიარე.
2015, 24 ივნისი, 20:43
საინტერესოა, გამოადგება კაცს. :)
0 1 4