x
image
ვიზა კოხაძე
მსოფლიოს ყველაზე დიდი ყვავილების ბაღი ( + ფოტოები და ვიდეო )

imageარასოდეს მომბეზრდება ბუნების ამ სილამაზისა და სასწაული ფოტოების დათვალიერება და დარწმუნებული ვარ, თქვენც ასეთივე გრძნობა გიჩნდებათ, როცა ამ ფოტოებს ათვალიერებთ.მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილების ბაღი, სადაც 45 მილიონი ყვავილია დაახლოებით და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 450სახეობის მცენარეა ჩამოტანილი, მსოფლიოს ყველაზე მაღალ სათხილამური დახურულ ფერდობზეა უდაბნოში - დუბაის "Miracle Garden".imageimageimageimageცოტა რამ ამ უნიკალური ბაღის დაარსების შესახებ: - ის სულ ცოტა ხნის წინ 2013 წელს ვალენტინობის დღეს გაიხსნა და მისი დაარსება მიზნად ისახავდა ერთადერთს, რომ მოეზიდათ ტურისტები სამყაროს სხვადასხვა ქვეყნებიდან და წარმატებული ყოფილიყო ამ მხრივ. ტურისტების მოზიდვა კი განსაკუთრებით შთამბეჭდავი გახდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წყლის სარწყავი სისტემა ექნებოდათ კეთილმოწყობილი, რომელიც უზრუნველყოფდა აუარებელი ყვავილები მუდმივი მორწყვის პროცესში ყოფილიყო, რაც უმთავრესი პირობაა მცენარეთა გამრავლებისა და გახარებისთვის და კომპანია "company Akar" შეძლო ბოლომდე ეზრუნა ამ საკითხზე.

imageimageimageimageimageბაღში იშვიათი სახეობის ყვავილებს ნახავთ, რომელთა ნაწილი გადაშენების პირასაა. მათ შორის აღსანიშნავია ახლო აღმოსავლეთიდან შემოტანილი იშვიათი ჯიშის "petunias and geraniums" - წერს წყარო.ამ ეგრეთ წოდებულ " სამოთხის ბაღში" მნახველი შეხვდება ყვავილების დროშას, ისევე როგორც ყვავილების საათს, ყვავილების ვაშლის სტრუქტურებს, ხელოვნურ ფრინველებს და ხელოვნურ ცხოველებსაც, ავტომანქანა " ფერარს" ყვავილებით მორთულს, ყვავილების კატარღას. ძირითადად მათი სახეობების უმეტესობა ეგვიპტიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა შემოზიდული. შიდა კომუნიკაციები მაღალ დონეზეა მოწყობილი, როგორიცაა პირველადი დახმარების ოთახი, ტუალეტის ბლოკები, ლოცვის ოთახი, სამედიცინო პუნქტი, საცალო და კომერციული ჯიხურები, უნარშეღზუდულთათვის "ურიკები" - მოკლედ ყველანაირი მომსახურეობაა ხელმისაწვდომი.imageimageimageimageimage






0
606
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
606
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0