x
image
ციცი
Mediator image
ირაკლი კაკაბაძე-"თბილისში ლომები ცხოვრობენ... რა კარგად ჟღერს და რა საზარელია ამის წარმოდგენა."

image
სკანდალური ირაკლი კაკაბაძე სოციალური ქსელის "ფეისბუქის" გვერდზე ასეთ სტატუსს აქვეყნებს:


"თბილისში ლომები ცხოვრობენ...
რა კარგად ჟღერს და რა საზარელია ამის წარმოდგენა.
ჩვენ მუდმივად ამას გვასწავლიდნენ - თბილისში ლომები ცხოვრობენ.
ჩვენ ლომები ვართ.
დიახ, ლომი არის ჩვენსავით არსება - რომელსაც შია და რომელიც თავს იცავს, როცა საფრთხე ემუქრება.
ლომს ჩვენსავით შეიძლება შიშები ჰქონდეს.
ლომს ჩვენსავით შეიძლება ნევროზი ჰქონდეს.
ლომს ჩვენსავით შვილი უყვარს.
და ჩვენსავით თავს გაწირავს შვილისთვის.
ლომმა ჩვენსავით შეიძლება ადამიანიც გადაარჩინოს.
ლომმა ჩვენსავით შეიძლება ადამიანი შეჭამოს.
ოღონდ გაცილებით ნაკლები ვიდრე აუშვიცში ან ჰიროშიმაში.
ოღონდ ლომი შორი მანძილიდან არ კლავს სხვა არსებებს.
ლომი ინტრიგებს არ ხლართავს.
ლომი ზურგში დანას არ გიტყამს.
დანის ხმარება საერთოდ არ იცის.
ლომი ომებს არ იწყებს. ლომების ომები მხოლოდ ფიზიკურია.
ლომს უყვარს თავისიანი.
ლომები ქალებისთვისაც ჩხუბობენ - კი ბატონო.
მაგრამ ლომებს არ უყვართ ერთმანეთის ტვინის რეცხვა.
ლომებს არ უყვართ სპინიანი ტელეგადაცემები.
ლომებს არ უყვართ საპნის ოპერები.
ლომებს არ უყვართ ტოქ-შოუები.
ლომები ბუნების შვილები არიან.
მაგრამ მათ არ უყვართ თომას ჰობსის ერთი ფრაზის ციტირება მუდმივად:
"ადამიანი ადამიანისთვის ლომია".
დიახ.
ადამიანი ლომია.
ნეტავ იყოს.
დიახ, თბილისი ლომების ქალაქია.
ნეტავ იყოს...."


image

0
403
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0