x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ბედის შტრიხ-კოდი: რას აღნიშნავს ორნამენტები შენი თითის ბალიშებზე? ძალიან საინტერესოა!
თუ ყურადღებით დააკვირდებით თითის ბალიშებს, დაინახავთ, რომ მასზე მოცემული ხაზები რთულ ორნამენტებს ქმნის.
ეს შეიძლება იყოს განივი ზოლები, ნახევარწრეები (რკალები) და წრეები. დააკვირდით თქვენი თითის ბალიშებს – როგორი ორნამენტები გაქვთ?


image


1. ზოლები


ზოლიანი ორნამენტები თითის ბალიშებზე ყველაზე ხშირია, მაგრამ ასეთი ნახატი, როგორც წესი, ხელის მხოლოდ ორ-სამ თითზე ჩნდება (ყველა თითზე დიდი იშვიათობაა).
ასეთი ადამიანებისთვის ფიზიკური პოტენციალი მთავარი არ არის, მათში ფსიქოლოგიური და პიროვნური თვისებები ჭარბობს. “ზოლების” მქონეთ არამდგრადი ხასიათი აქვთ.



ისინი არასოდეს ითვალისწინებენ სხვების აზრს, რადგან ყოველთვის თავად იციან, რა არის თეთრი, რა შავი. თუკი რაიმეში კრახს განიცდიან, თითქოს ერთიანად ამოიგდებენ თავიდან ყველაფერს და მაშინვე იწყებენ ახლის კეთებას. ლიდერობისკენ მიისწრაფვიან და მკაცრ და ჯიუტ უფროსებად ყალიბდებიან.


image


2. რკალები


“რკალები” ტემპერამენტით ქოლერიკები არიან. ათივე თითზე რკალის მქონენი, ჩვეულებრივ, სამუშაო პროცესში საოცრად ენერგიულები არიან, თუმცა ექსტრემალურ სიტუაციებში – პასიურები ხდებიან, რადგან მათ შეზღუდული ფიზიკური პოტენციალი აქვთ. ყველაზე ხშირად ისინი მოსაწყენ, მონოტონურ სამუშაოს ირჩევენ.


“რკალები” მარტივად ეგუებიან ყველანაირ საზოგადოებას, ნაყოფიერად ურთიერთობენ ადამიანებთან: ისინი მეგობრულები, დამთმობები, ზომიერად გულახდილები და კომუნიკაბელურები არიან. ადვილად მიდიან კომპრომისებზე და მზად არიან, დაეხმარონ უანგაროდ. ისინი სავსებით კმაყოფილები არიან თავიანთი მოკრძალებული ადგილით მზის ქვეშ და მათგან იდეალური ხელმძღვანელები გამოდიან.


image


3. წრეები


“წრეები” – ღრუბლებში მფრინავი ადამიანი-ბოჰემები არიან. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულნი, ყველაფერს უცებ ითვისებენ, შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, თუმცა ხშირად ბოლომდე არცერთი მიჰყავთ, რადგან მალევე კარგავენ ინტერესს. მხოლოდ თავად შესწევთ უნარი, აიძულონ საკუთარ თავს რაიმეს კეთება, სხვას ვერავის. თავიანთი კოლოსალური გამძლეობის მიუხედავად, “წრეების” მფლობელები ვერ იტანენ თავიანთთვის არასასიამოვნო გარემოს.
ისინი გამუდმებით უკმაყოფილოები არიან საკუთარი თავით, მიდრეკილები არიან თვითძიებისკენ და მტანჯველი ეჭვიანობისკენ. “წრეების” უმეტესობას ფაქიზი, მგრძნობიარე ფსიქიკა აქვს.


image


თუმცა სუფთა ორნამენტი, ისევე, როგორც ტემპერამენტის სუფთა ტიპი, პრაქტიკულად, არ არსებობს, ხშირად რთული კომბინაციები გვხვდება. ასე მაგალითად, ადამიანებს, ვისაც თითის ბალიშებზე ზოლებიც აქვთ და რკალებიც, პატარა დატვირთვაზეც სააკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს იყენებენ.


image


თუკი რკალთან და ზოლებთან ერთად ადამიანს წრეებიც აქვს, ეს მიუთითებს, რომ მას არ შეუძლია სწორად გათვალოს საკუთარი ძალები.
ხოლო რკალებისა და წრეების კომბინაცია იმას ნიშნავს, რომ ადამიანს უდიდესი პოოტენციალი აქვს და შეუძლია ყველაზე რთულ პირობებსაც შეეგუოს.


2
429
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
429
  
2015, 23 ივნისი, 15:58
მადლობთ
2015, 23 ივნისი, 15:56
საინტერესოა :)) ზოლიანი მაქვს, თუმცა არც ისეთი მკაცრი არ ვარ და არც არასდროს მივისწრაფი მიზნისკენ, ყოველთვის ვყრი ფარ-ხმალს. :)) (გავაზიარე)
0 1 2