x
image
შაკ_ო
ეჭვიანობა!

imageეჭვიანობა არის მეორადი ემოცია რომელიც წარმოადგენს წინასწარ ნეგატიურ ფიქრებს, შიშს, აფორიაქებას რაიმეს დაკარგვის გამო, რაც ინდივიდისთვის ფასეულობას წარმოადგენს. ეჭვიანობა ხშირად წარმოდგენილია ემოციათა კომპლექსით: ბრაზი, მწუხარება, აღშფოთება და ზიზღი. ეჭვიანობა კაცობრიობისთვის ბუნებრივი მოვლენაა და ხშირად გვხვდება ადამიანურ ურთიერთობებში. ჯერ კიდევ 5 თვის ახალშობილს გააჩნია ეს გრძნობა. მეციერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეჭვიანობა არსებობს ნებისმიერ კულტურაში, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს კულტურა სპეციფიკურია, ანუ დამახასიათებელია მხოლოდ გარკვეული კულტურებისთვის. სოცილოგების აზრით ეჭვიანობის ტრიგერი ხდება ის კულტურული ფასეულობები, რომელიც დამკვიდრებულია ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფში. ეჭვიანობა შეიძლება მიმართული იყოს საგნის ან ადამიანის მიმართ. არსებობს ეჭვიანობის განსხვავებული ფორმები: დედმამიშვილებს შორის მეტოქეობა- ოჯახის წევრებს შორის ეჭვიანობა, შეიძლება გამოწვეული იყოს ყურადღების დეფიციტით, წარუმატებლობით და ა.შ. ეჭვიანობა კოლეგებს შორის-ეს მდგომარეობა საკმაოდ იშვიათია, თუმცა გვხვდება გარკვეულ დაწესებულებებში, ძირითადად ერთ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებს შორის, როდესაც ერთი თაამშრომელი იღებს დაწინაურებას ბოსისგან, ანდა ქათინაურს, მეორე კი არა. რომანტიული ეჭვიანობა-აღმოცენდება რომანტიულ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს შორის. რომანტიული ეჭვიანობა განპირობებულია 5 ძირითადი ფაქტორებით: 1) სოციობიოლოგიური ფაქტორი; 2) კულტურული და ისტორიული ფაქტორები; 3) პიროვნული ფაქტორები; 4) ურთიერთობების ფაქტორები; 5) სიტუაციური და სტრატეგიული ფაქტორები. სოციობიოლოგიურ ფაქტორებში მოიაზრება, მამაკაცებისთვის რეპროდუქციული სტრატეგიები. მამაკაცს უნდა, რომ გახდეს მამა, ამიტომ იგი უზრუნველყოფს საკუთარი პარტნიორის "დაცვას" სხვა მამაკაცებისგან ეს ფაქტორი გამოხატულია უფრო მამაკაცებში ვიდრე ქალებში. მამაკაცები მიმართავენ სხვადსხვა სტრატეგიას ამ მიზნის მისაღწევისთვის: ა) საკუთარი უპირადესობის დამტკიცება; ბ) ურთიერთობის საშუალების შეზღუდვა; გ) დამორჩილება, შეურაცხყოფა; დ) ძალადობა. კულტურული და ისტორიული ფაქტორები მამაკაცების და ქალებისთვისაც მზგავსია. პერსონალური ფაქტორები მკვეთრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სიყვარულის სტილზე. ემოციური ფაქტორები განსხვავებულია ადამიანების და ინდივიდუალურ მდგომარეობას წარმოადგენს. სიტუაციური ფაქტორები ძალზედ ხშირია და ძალიან ადვილია მათი სტიმულირება. პლატონური ეჭვიანობა- ეჭვიანობის სახეა, რომელიც გვევლინება მეგობრებს შორის. ამ დროს ეჭვიანობა ინდუცირებულია მეგობრის დაკარგვის, დაშორებით ან სხვისით ჩანაცვლების შიშით. მორბილური (ავადმყოფური) ეჭვიანობა-ავადმყოფური ეჭვიანობა (აგრეთვე მოიხსენიება, როგორც ოტელოს სინდრომი, დელუზიური ეჭვიანობა) არის ფსიქიატრიული აშლილობა, როდესაც ადამიანებს სჯერათ, რომ მათი სექსუალური პარტნიორი ან შეყვარებული ღალატობს. ადამიანები ასეთი ეჭვიანური ავადმყოფობით, ხშირად არიან პარტნიორის დამდანაშაულებლები, უწყობენ საბოტაჟს, ხშირ შემთხვევაში ძალადობენ კიდეც მათზე. ამ მდგომარეობას ოტელოს სინდრომსაც უწოდებენ, რომელიც მომდინარეობს შექსპირის ცნობილი პიესის "ოტელო"ს გმირიდან, რომელმაც ცრუ ეჭვიანობის გამო მოკლა საკუთარი ცოლი დეზდემონა. თუმცა ოტელოს სინდრომის არსებობა საკამათო საკითხია, რადგან შექსპირის პერსონაჟის საქციელი დელუზიური ხასიათის ნაკლებად იყო. ეჭვიანობა განსხვავდება შურისაგან და აუცილებელია ამ ორის ერთმანეთისგან დეფირენცირება! ეჭვიანობის დროს ძირითადი ემოციური შეგრძნებებია: 1) დაკარგვის შიში; 2) ღალატის განცდა; 3) დაბალი თვითშეფასება; 4) საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და ეულობის განცდა; 5) მნიშვნელოვანი პიროვნების სხვასთან დაკარგვის შიში; 6) უნდობლობა. შურის დროს გვხვდება შემდეგი ძირითადი განცდები: 1) ქვემდგომის განცდა; 2) შეუსრულებელი სურვილები; 3) აღშფოთების განცდა; 4) ბოროტ სურვილებს სხვა ადამიანის მიმართ ხშირად თან ახლავს დანაშაულის გრძნობა; 5) მეტოქის მიღწევებით მოხიბვლა; 6) იმედ გაცრუების გრძნობა. იმედი მაქვს, რომ ავადმყოფურად ეჭვიანი არავის გვყავს ოჯახში. image

2
233
9-ს მოსწონს
ავტორი:შაკ_ო
შაკ_ო
233
  
2015, 22 ივნისი, 11:00
საშინელებაა, გარკვეული დოზით ყველაშია ცემი აზრით, მაგრამ, ზოგს მეტისმეტი მოსდის ))) მადლობა
2015, 22 ივნისი, 10:58
განუკურნებელი დაავადებაა, სტატია საინტერესოა.
0 1 2