x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134474
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ჟანა ფრისკეს ცხოვრების ხუთი მთავარი რომანი…
ჟანა ფრისკეს ცხოვრების ხუთი მთავარი რომანი… ერთ-ერთი ისტორია კახი კალაძეს უკავშირდება.


image



რუსული პორტალი Lifenews ჟანა ფრისკეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცების სიას აქვეყნებს. მომღერალი, თავისი კარიერის დასაწყისშივე გათამამებული იყო მამაკაცების ყურადღებით. თუმცა, თავად ფრისკე, ინტერვიუებში ბევრ მასზე მიწერილ რომანს უარყოფდა.


image


მომღერლის პირველი გახმაურებული რომანი ბიზნსემენსა და ჩელიაბინსკის დეპუტატს, ილია მიტელმანს უკავშირდება. მათი ურთიეთობა 2000-იან წლებში დაიწყო და რამდენიმე წელს გაგრძელდა. ისინი შორდებოდნენ და რიგდებოდნენ, საქმე ქორწილამდეც მივიდა, მაგრამ წყვილის ურთიერთობა მაინც არ შედგა.


image


2006 წელს სატელევიზიო შოუს "დიდი რბოლის" გადაღებებზე ჟანამ ხოკეისტი ალექსანდრე ოვიჩკინი გაიცნო. მომღერალმა თავგზა დაკარგა ახალგაზრდა სპორტსმენისგან. თუმცა ოვიჩკოვთან რომანიც არ ღამოჩნდა დიდხნიანი – ჟანამ მალე გაიგო, რომ ხოკეისტმა ფრისკეს ჯგუფის, "ბლესტიაშიეს" ექს-წევრთან, ქსენია ნოვიკოვასთან გააბა რომანი.


image


2007 წლის აგვისტოში, ჟანა ფრისკე დიდი სპორტის კიდევ ერთ წარმომადგენელს შეხვდა, "მილანის" ფეხბურთელს კახა კალაძეს. როგორც პრესა წერდა, მომღერალი და ფეხბურთელი ერთმანეთს სასტუმრო "რიცში" შეხვდა. ჟანა უმაღლესი თასისადმი მიძღვნილ კონცერტზე მღეროდა, კახი კი მას კულისებში ელოდებოდა. მოგვიანებით ფრისკემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კალაძეს დიდი ხანია იცნობდა, თუმცა იმ დღეს "მათი ინტიმური შეხვედრა მოხდა". მეორე დღეს ჟანა "მილანი-ლოკომოტივის" მატჩს დაესწრო, თუმცა იტალიურ გუნდს გულშემატკივრობდა. კალაძე და ფრისკე მალე დაშორდა ერთმანეთს და ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ.


image


შემდეგ მომღერლის ცხოვრებში ფიგურისტი ვიტალი ნოვიკოვი გამოჩნდა. მათ ერთმანეთი სატელევიზიო შოუს "დიდი გამყინვარების" დროს გაიცნეს. 4 თვე თვალყურს ადევნებდა რუსული ბომონდი ვიტალისა და ჟანას ურთიერთობის განვითარებას. რამდენად სწრაფადაც განვითარდა მოვლენები, მით სწრაფად დამვთარდა ჟანას ეს რომანიც.


image


და ბოლოს ჟანა ფრისკე გარდაცვალებამდე დიმიტრი შეპელვთან ერთად

ცხოვრობდა.


image



0
2604
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2604
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0