x
image
ციცი
Mediator image
"რუსთავი 2-ს ვეკითხები, გაბუნია რომ შეეჭამა, იგივენაირად "გეყვარებოდათ" ცაკალელი ზურა გურიელიძე"-მანჩო გიორგობიანი

image
"ორი აფერისტის, ზურა გურიელიძის და პიარი მზიას კისერზეა ამ ადამიანის - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ნაბრძოლი ოთარ ცუხიშვილის ცოდვა!!!
თბილისელებო, დამიდექით გვერდში, სირცხვილია, რაიონიდან ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოსულ კაცს ნუ მივუდგებით გულგრილად! გელოდებით ზოოპარკთან დღეს, 19.00 ვიწყებთ შეკრებას!!!!
მოვითხოვოთ, რომ აფერისტმა გურიელიძემ და მისმა გუნდმა დატოვოს ზოოპარკი, იმ ტყულებისთვის, რაც გვაკადრეს ამ დღეების განმავლობაში, რამაც ეს ნაწვალები ადამიანი შეიწირა...
თუნდაც "ვინმეს დათანხმებოდნენ, ტყუილის თქმაში", ორჯერ უარესი ნაძირალები და გათახსირებულები ყოფილან მაშინ!!!
ყოველ დღე გვატყუებდნენ მტაცებლებთან დაკავშირებით, ალბათ "ლევი" მხეცების გამოჩენა არ უნდოდათ, რადგან, როგორც ყური მოვკარი, დათვის ბელები არსად არ არიან აღრიცხულები...
ეს ის დირექტორი გურიელიძე არ არის? ბიძინა რომ ეუბნებოდა ერთი წლის მარაგს ვიყიდი, ცხოველების საჭმელს და უარი რომ უთხრა, ფული უნდოდა ანგარიშზე... ვიძიწე ლი... და განაწყენებული დარჩა.. (თუ სწორად მახსოვს, ბაბლუანთან ვუსმინე, პირველ გადაცემაში).
პროკურატურისგან ვითხოვ, ყურადღებით გამოიძიოს მათი საქმიანობა არა მარტო გულგრილობასთან დაკავშირებით, არამედ მტაცებელი ცხოველების "შავი ბაზარიც" მოჰკითხოს!
დაიჭერენ, თუ არ დაიჭერენ, ნაკლებად მაღელვებს! დატოვოს თბილისის ზოოპარკის დირექტორობა და ასე ძაან თუ უყვარს ცხოველები, მომვლელად იმუშაოს, არავინ უშლის!
p.s. რუსთავი 2-ს ვეკითხები, გაბუნია რომ შეეჭამა, იგივენაირად "გეყვარებოდათ" ცაკალელი ზურა გურიელიძე?!
სრულიად საქართველოსაც იგივეს ვკითხავ, შენი შვილი, ან შენი ძმა რომ შეეჭამა, რა ჭკუაზე დადგებოოდით? მაინტერესებს!
---------------
თამაზ ცუხიშვილი:
- რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ძმა, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში იბრძოდა და იქ ტყვიას გადაურჩა, ვეფხვის მსხვერპლად იქცეოდა... ამას ვინ წარმოიდგენდა, რომ სამუშაოდ შესულს, ოთახში ვეფხვი დახვდებოდა. გაოგნებული ვარ.
- რას საქმიანობდა თქვენი ძმა?
- ყოფილი სპეცრაზმელი იყო, აფხაზეთის ომის მერე, როცა ცხოვრება აირია, თბილისში წამოვიდა და აქ მუშაობდა, ხან-სად, ხან-სად... წვალობდა ძალიან. ჰყავს მეუღლე, შვილები არ ჰყავდათ."image

ამ სტატუსით მანჩო გიორგობიანი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ვეფხვისგან დაგლეჯილი მამაკაცის, ოთარ ცუხიშვილის ძმის ინტერვიუს, სადაც მას ლოგიკური კითხვა გაუჩნდა, როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი:

"ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მინდა ვიცოდე, რატომ და როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი?!"

1
4192
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
4192
  
2015, 19 ივნისი, 10:31
ვეფხვზე სამი დღე იცოდნენ სადაც იწვა და არავის რეაგირება არ მოუხდენია შესაბამისი სამსახურებიდან, გურიელიძეს რაც შეეხება ცოტა ტვინი დაატანეთ რას ლაპარაკობთ, თავის შვილებივით ჰყავს ცხოველები და შვილებივით უვლის. ალბათ ამ ვიღაცას ხოვრებაში არ უნახავს ზოოპარკი "შიგნიდან", როგო წვალობენ, როგორ აკლავენ მართლა თავს ამ ცხოველების მოვლა-პატრონობას, 150% ით რომ იხარჯებიან ... და მოდი იდი ნახ... ქნას საერთოდაც რა ... კი საშინელებაა რომ ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა და ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ინფრომაცია მიწოდებული იყო ვეფხვის ადგილსამყოფელზე მარა არავინ მივიდა, შესაბამისი სამსახურების მოქმედებაა უპასუხისმგებლობა და არაა ზურასი
0 1 1