x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ცნობილი ადამიანები,რომლებიც სიმსივნისგან გარდაიცვალნენ
კიბო -უსაშინლესი დაავადება, რომელთანაც ბრძოლა ძალიან ძნელია.მას ვერაფერი შეაჩერებს, ვერც სოციალური სტატუსი და ვერც მატერიალური მდგომარეობა.


ახლახან გარდაცვლილი ჟანა ფრისკეს მაგალითზე გავიხსენოთ ის ზოგიერთი ცნობილი ადამიანი, რომლებიც ამ საშინელი სენისგან გარდაიცვალნენ.


1-ჟანა ფრისკე-რუსი პოპ -მომღერალი, გარდაიცვალა 40 წლის ასაკში 2015 წლის 15 ივნისს.2014 წელს მომღერალს თავში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

image







2-ნიკო გომელაური-გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს 39 წლის ასაკში.ქართველი პოეტი და მსახიობი.დიაგნოზი ფილტვის კიბო.


image




3-სტივ ჯობსი-კაცი-გენია, რომელმაც დროს გაუსწრო, IT ტექნოლოგიის პიონერი, კომპიუტერული ტექნოლოგიის წამყვანი ფიგურა.


2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.


image



4-მარჩელო მასტროიანი-გენიალური იტალიელი მსახიობი- სახელი გაითქვა ფედერიკო ფელინისა და ვიტორიო დე სიკა ფილმებში მონაწილეობით. გარდაიცვალა 1996 წლის 19 დეკემბერს, 72 წლის ასაკში პანკრეასის კიბოთი.

image


5-ედიტ პიაფი-ლეგენდად ქცეული ფრანგი მომღერალი, გარდაიცვალა 48 წლის ასაკში ღვიძლზე გაჩენილი სიმსივნით 1963 წლის 10 ოქტომბერს.

image


6-ჯო კოკერი-ბრიტანელი ბლუზ და როკ-მომღერალი, ლეგენდარული "ვუდსტოკის" ერთ-ერთი ვარსკვლავი, გარდაიცვალა 70 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი 2014 წლის 22 დეკემბერს.

image

7-ლინდა მაკარტნი-პოლ მაკარტნის ცოლი, მომღერალი მწერალი და ფოტოგრაფი. 56 წლის ასაკში გარდაიცვალა მკერდის კიბოთი 1998 წლის 17 აპრილს.

image


8-ჯონ ლორდი-ლეგენდარულ Deep Purple-ს კლავიშებზე შემსრულებელი.თავის ვირტუოზული ოსტატობის გამო მეტსახელიც შეარქვეს- "ჰემონდის ლორდი" (Lord of the Hammond).გარდაიცვალა 2012 წლის 16 ივლისს 71 წლის ასაკში პანკრეასის კიბოთი.

image


9-პატრიკ სუეიზი-ჰოლივუდის ვარსკვლავი, პატრიკი 1991 წელს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს.თითქოს დაამარცხა კიდეც პანკრეასის კიბო მაგრამ...საბოლოოდ 2009 წლის 14 სექტემბერს მსახიობი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image
10-ლუჩანო პავაროტი-თანამედოვეობის უდიდესი იტალიელი ტენორი.ასევე სახელი გაითქვა საქველმოქმედო საქმიანობით მრავალი ქვეყნის ლტოლვილთა დახმარებისთვის და წითელი ჯვრისთვის ფონდების მოზიდვით.გარდაიცვალა პანკრეასის კიბოთი 71 წლის ასაკში 2007 წლის 6 სექტემბერს.

image
11-ჟაკლინ კენედი-აშშ-ს პირველი ლედი 1961-1963 წლებში, ჯონ ფიცჯერალდ კენედის მეუღლე. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიული არქიტექტორული ნაგებობების შენარჩუნებაში. მუშაობდა რედაქტორად რამდენიმე გამომცემლობაში.

შემდგომ ბერძენი მილარდელის, ონასისის მეუღლე.გარდაიცვალა ლიმფური კვანძების სიმსივნით 1994 წლის 19 მაისს 94 წლის ასაკში.

image


12-ბობ მარლი-მერიტის ორდენის მფლობელი იამაიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი.გარდაიცვალა ავთვისებიანი სიმსივნის, მელანომის ერთ-ერთი ფორმით 1981 წლის 11 მაისს 36 წლის ასაკში.

image


13-ქაზიმ ქოიუნჯუ- ლაზი მომღერალი, მუსიკოსი და პოლიტოლოგი, რომლის მოღვაწეობამაც დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენა და შენარჩუნებაზე.

2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მომღერალს განსაკუთრებულ შეხვედრას უწყობენ, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მომღერლის გულში. ის ხშირად იხსენებს საქართველოში მოგზაურობას და გამართულ კონცერტებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მისი ემოციები და მიღებული სიამოვნება ყველასთვის ნათელი ხდება.

"ლაზი ბულბული" 2005 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 33 წლის ასაკში.

image


14-უენ მაკ ლორენი-Marlboro-ს რეკლამის ლეგენდარული სახე, კასკადიორი, მსახიობი და მოდელი...ბედის ირონიით ფიტვების კიბო როცა დაუდგინეს, მას შემდეგ დაიწყო მოწევის საწინააღმდეგო აქტიური პროპაგანდა.გარდაიცვალა 1992 წლის 22 ივლისს 51 წლის ასაკში.

image


15-ოდრი ჰეპბერნი- ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი.გარდაიცვალა 1993 წლის 20 იანვარს სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზით.მსახიობი 63 წლის იყო.

image



10
5170
12-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
5170
  
2016, 28 ივლისი, 21:21
გივია მამა ყავდა ინგლისელი და დედა ჰოლანდიელი, ომის მერე გადავიდა ინგლისში და მერე შტატებში
2015, 25 ივნისი, 12:38
კი ეგ ამაბავი ჩემმა გოგონამ მითხრა...სამწუხაროდ გამომრჩა
2015, 25 ივნისი, 12:36
დიახ რა თქმა უნდა... უბრალოდ მე ბოლო ხანს მომხადრზე გავამახვილე ყურადღება! :)
2015, 20 ივნისი, 8:52
კი მართალი ხართ....აქ ნაწილია წარმოდგენილი..კიდევ დენის ჰოპერი,ჟერარ ფილიპი,უოლტ დისნეი,უგო ჩავესი,რაისა გორბაჩოვა,ოლეგ იანკოვსკი,სოფიკო ჭიაურელი და სხვა
2015, 19 ივნისი, 4:34
Da aseve sul axla xans, latino amerikuli serislebis varskvlavi, lorena roxasic simsivnis diagnozit gardaicvala... :(
2015, 18 ივნისი, 21:16
ასეთი ტკვილისათვის ყველა ცოდვაა
2015, 18 ივნისი, 18:54
ძაან ცუდია რომ ესეთი რაღაც ადამიანებს ემართებათ
2015, 18 ივნისი, 15:32
არა უშავს, გაპატიებთ :)
2015, 18 ივნისი, 15:31
შენიშვნა: ჟაკლინ კენედის ასაკზე გაიპარა შეცდომა-გარდაიცვალა 64 წლის ასაკში და არა 94,რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.
2015, 18 ივნისი, 15:23
სვეიზი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10