x
image
worldsport.ge
საღამოს 4 მედლისთვის ვიბრძოლებთ

imageსაქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ბექა ლომთაძე (61 კგ) ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშებზე ფინალში გავიდა. დავით ტლაშაძე (70 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) კი რეპეშაჟში გადაერთნენ და ბრინჯაოს მედალს სამივეს თითო გამარჯვება აშორებს.
ლომთაძემ დილის პროგრამაში უკრაინელი ვასილი შუპტარი (12:1), რუმინელი ივან გუიდეა (6:3 4:5) და ბულგარელი რადოსლავ ველიკოვი (1:0 9:0) დაამარცხა და ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ალექსანდრ ბოგომოევს დაეჭიდება.
ტლაშაძემ, ამინაშვილმა და პეტრიაშვილმა უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგეს. "ბრინჯაოს ფინალში” ტლაშაძე აზერბაიჯანის ნაკრების წევრ რუსლან დიბირგაჯიევსა და უნგრელ შომბორ გულიაშის შორის მოგებულს შეხვდება. ამინაშვილი – უნგრელ იშტვან ვერებს დაუპირისპირდება, ხოლო პეტრიაშვილი – სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძეს.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18 საათიდან დაიწყება.



ვასილ მშვილდაძე

www.worldsport.ge

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0