x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
გიჟური ქიმიური ექსპერიმენტები, რომელთა გამეორებას სახლში არ გირჩევდით!

ქიმია - ეს რთული და საკმაოდ საინტერესო საგანია, რომელიც უფროს კლასებში ყველა თქვენგანს უსწავლია, თუმცა თქვენს შორის ალბათ ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვისაც ეს საგანი უყვარდა. წარმოიდგინეთ, რომ ქიმიას ასეთი მხიარული და ექსტრემის მოყვარული პედაგოგები ასწავლიდნენ, მაშინ ის ალბათ ყველა ბავშვის საყვარელი საგანი გახდებოდა.

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ მოძრავი ანიმაციებით (გიფებით) გადმოცემული შოკისმომგვრელი ქიმიური ექსპერიმენტები, თუმცა სასტიკად გაფრთხილებთ: არავითარ შემთხვევაში არ გაიმეოროთ ეს ცდები სახლში!!!

მაშ ასე, მოიმარაგეთ დამცავი მუზარადი და სათვალეები და ერთად გადავეშვათ გასაოცარი ქიმიური ექსპერიმენტების სამყაროში.


image


ასეთი მასწავლებელი რომ მყოლოდა, ქიმია კიდევ უფრო მეტად მეყვარებოდა


image


კვანტური ბლოკირება ზეგამტარების ურთიერთქმედების დროს


image


ეს კუბია, რომელიც თხევადი აზოტით დაფარულ ზედაპირზე უცნაურად მოძრაობს


image


ამ "გენიოსმა" ექსპერიმენტატორმა ცივი წყალი ადუღებულ ნავთობში ჩაასხა, შედეგი სახეზეა


image


რუბიდიუმის და ცეზიუმის ჩაგდება რეაქტივებით სავსე ჭურჭელში


image


ასე იწვის ვერცხლისწყლის თიოციანიტი


image


ასე ურთიერთქმედებს ვერცხლის კრისტალები სპილენძთან


image


აი რა მოხდება, თუ მარმელადის დათუნიას კალიუმის ქლორატში ჩააგდებთ


image


როგორ მივიღოთ იისფერი კვამლი? - უბრალოდ მაგნიუმის ფხვნილს იოდის კრისტალები დააყარეთ


image


აი, ასე იწვის სხვადასხვა ქლორიდები მეთანოლში


image


ნატრიუმის აცეტატისაგან შექმნილი ყინულის ხაფანგი, რომელიც "ცხელი ყინულის" სახელწოდებითაა ცნობილი


image


ეს კი ტრიმეთილბორატისაგან გაჩენილი ხანძარია


image


ულამაზესი ქიმიური "ციცინათელები"


image


ასე ტყდება ჩაქუჩით ყვავილი, გაყინული თხევად აზოტში


image


ლიხტენბერგის ფიგურა, რომელიც პლექსიგლასის ფირფიტაზე ძლიერი დენის მიწოდების შედეგად წარმოიშობა


image


რა მოხდება, თუ თხევად აზოტს აუზში ჩავასხამთ


image


ასე დნება ალუმინი ელექტრომაგნიტის გულში


image

0
1162
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
1162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0