x
image
მანჩო 777
"თქვენ მართლა ხომ არ გააფრინეთ??????? ადამიანი შეჭამა ვეფხვმა!"- მანჩო გიორგობიანი

არ მეგულება ადამიანი, ვინც ბოლო დღებში თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების ამბავს და ათობით ადამიანის დაღუპვის ფაქტს სულით ხორცამდე არ შეეძრა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი გუშინ დილით მომხდარი ფაქტია, როცა სასაწყობე მეურნეობაში დამალულმა ვეფხვმა ადამიანი სასიკვდილოდ დაგლიჯა. ბევრი ცნობილი ადამიანი "ფეისბუქის" საშუალებით გამოეხმაურა ამ ფაქტს და თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს, ბევრიც შეძრწუნებულია იმ უპასუხისმგებლობითა და იმპულსურობით, რასაც კომპეტენტური ორგანოები ავლენენ ამ მძიმე სიატუაციაში. ქალაქში გაფანტული ცხოველები კი ჯერაც საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას.


image


მანჩო გიორგობიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზოოპარკის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს:


„ახლა არ მინდა „პასუხისმგებელ ორგანოებზე” საუბარი, მხოლოდ ადამიანურ ფაქტორებზე მელაპარაკეთ.
ადამიანების უპასუხისმგებლობაზე უფრო ჩაფიქრებული ვარ!…
1. პირველი დღიდანვე ზოოპარკის ყველა თანამშრომელი არ ასახელებდა ცხოველების ზუსტ რაოდენობას, რაც მანამდე აღრიცხული უნდა ჰქონოდათ. ამდენი რა დაუთვლელი მტაცებელი ჰყავდათ, ვთქვათ გურიელიძე „შოკშია”, დანარჩენებმაც არ იცოდნენ?! იგივე განცხადებებს ავრცელებდა ზოოპარკის თანამშრომელი მზია, არც ერთხელ არ უთქვამს მტაცებლების რაოდენობა.
2. რატომ გააკეთეს კატეგორიული განცხადება, რომ ზოოპარკის გარეთ ცხოველები აღარ არიან და ყველა ცხოველი ადგილზეა, ცოცხალის, ან დამხრჩვალის, ან მოკლულის სახით..?! 16-ში რატომ მოგვადუნეს, 17-ში რა თქვეს, უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. რა იყო, 50-მდე მიმატება-გამოკლება ძალიან რთულია, რომ ზუსტად დაგვედგინა, რა მდგომარეობაა?!
3. მით უმეტეს, ეს უტიფარი განცხადება გაკეთდა, ქობულეთის ქუჩაზე რაღაც „კატისებრთან” დაკავშირებით შექმნილი პანიკის დროს.. სხვათა შორის, ეს შავი მხეცი, „ავაზად” წოდებული, მანამდე ხილიანზეც ნახეს მეზობლებმა და ქობულეთის ქუჩაზეც ინცინდენტის მერე, ჭავჭავაძის 83-თან ხედავენ მოსახლეობაც და მუშებიც.. რატომ იტუება ზოოპარკის თანამშრომელი მზია, რომ მსგავსი არაფერი ჰყოლიათ, როდესაც ზუსტად გავარკვიე, რომ შავი, ან მოშავო კატისებრები ყავდათ, თან არაერთი! რატომღაც აქცენტს „ავაზაზე” აკეთებს, მაგრამ ვერ გვითხრა, რამე მსგავსი ჰყავდათ თუ არა მანამდე, მაინცდამაინც ცხოველის ზუსტი ანატომია უნდა გაგვერჩია, ნორმალური პასუხი რომ მიგვეღო?!
4. რატომ არ წაიღეს საწყობიდან ვეფხვი, რომელიც მკვდარი ეგონათ. ან რის საფუძველზე ეგონათ მკვდარი, ვინ გასინჯა. თუმცა, ამას მაინც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. რატომ არ წაიღეს, გინდაც მკვდარი ჰგონებოდათ, ან რატომ არ დაუყენეს მცველი „მკვდარ ” ვეფხვს? რატომ, არ იყო საყურადღებო?!
5. კარგი, ვთქვათ რომ რაღაც „აფთარი” არაუშავს ქალაქის ქუჩებში, მაგრამ თუ 2 ვეფხვი, დათვი და კიდევ ღმერთმა იცის რას მალავენ, ამდენი ცხოველი აკლდათ სათვალავში, რა უფლებით აიღეს თავის თავზე „ადამიანების დამშვიდება” მაინტერესებს. და ეს მაშინ, როდესაც ჩვენი ათასობით ახალგაზრდა შეფენილია ზოოპარკ-მზიურის ტერიტორიებს და მუდმივად გადი-გამოდიან ხეებით სავსე მიმდებარე ტერიტორიებზე?!..
საერთოდ არ მაინტერესებს, ვის ეკუთვნოდა „მართვა”… მე მაინტერესებს, როდესაც სრულიად საქართველო ვართ მობილიზებული, რას ნიშნავდა ეს უპასუხისმგებლო ქმედებები, როდესაც ადამიანის სიცოცხლისთვის 100%-ით საშიშ მხეცებზეა საუბარი?!
გურიელიძე „შოკშია”, თუმცა, ასეთი რა სჭირს, რომ ბავშვების სიცოცხლე გარისკა, არ მესმის – ვთქვათ, ეს დავუშვი … მიუხედავად ჩემი ეჭვებისა, რატომ აკეთებდა „შოკირებული” ადამიანი განცხადებებს რწმუნებითი ფორმით და თანამშრომლებიც რატომ „ვერ მიხვდნენ” მის „შოკირებულობას”, რომ ექიმი გამოეძახათ?!
მაგრამ არა, თურმე უნდა ვირწმუნო, რომ დანარჩენებიც „შოკში” არიან _ მზიაც და ყველა თანამშრომელიც შოკშია?! … სასწაულია პირდაპირ..
და კიდევ რამდენი მხეცია ქუჩაში, სავარაუდოდ მაინც, კვლავ რომ არავინ იცის?!!!!!
თქვენ, მართლა ხომ არ გააფრინეთ??????? ადამიანი შეჭამა ვეფხვმა!!!!!!!!!!!!!!!!“


0
1294
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0