x
image
worldsport.ge
"ფიორენტინა" გომესს გაასხვისებს

imageფლორენციის "ფიორენტინა" მზადაა შესაბამისი წინადადების შემთხვევაში გერმანელი თავდამსხმელი მარიო გომესი გაასხვისოს. ამის შესახებ გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება. ამავე წყაროს ცნობით, "იები" 29 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 12-დან 15 მილიონ ევრომდე ითხოვენ.
გომესის მიმართ დაინტერესებას, "გაძეტას" ინფორმაციით, სამშობლოში ბერლინის "ჰერტა" იჩენს, თუმცა ზემოხსენებული თანხის გაღებას რამდენად შეძლებს უცნობია.
მარიო გომესი "ფიორენტინაში" 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს და ორი სეზონის განმავლობაში სერია A-ში 29 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0