x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
,,ახლა უკვე ბოლო ჟამია!''-მამა გაბრიელის შემაშფოთებელი წინასწარმეტყველება

imageმამა გაბრიელი ამბობდა: ახლა უკვე ბოლო ჟამია! როგორც გამზადებულ სადილს
მცირე დრო სჭირდება წამოსადუღებლად, ისეა მოახლოებული... რა არ
ვეცადე, მაგრამ ვერანაირად ამოვხსენი მისი სახელი(ანტიქრისტესი). ღვთის
წყალობით, უფლის ანგელოზი ვიხილე, გამომეცხადა და მითხრა:-ვერა კაცი ვერ
ამოხსნის ამ საიდუმლოს;მოდი გაბრიელ მე დაგიწერ მის სახელს, -და ასე მაუწყა
უფლის ანგელოზმა მისი სახელი...ეს კი, თქვენ არ გეხებათ-კაცთათვის ჯერ
დაფარულია! ...იმისთვის მოდის, ვინც ელოდება. ნიშნის მიღებისას, ძალასაც არ
გამოიყენებს ადამიანთა მიმართ-ყოველივე ნებით იქნება და აღსარება აღარ
უშველის! გაფრთხილდით, ისეთი დრო მოდის, მიწას შეჭამთ! წმინდა
წინასწარმეტყველების-ენუქისა ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან ტელევიზიით
გადასცემენ. ცოდვების გამო მიწისძვრები იქნება. საქართველოში ჯერ რუსის
ტანკი შემოვა ხალხის გამოსაფხიზებლად. საქართველოს ტერიტორიებიის გაყიდვას
და დაკარგვას ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება. ბოლოს
თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა( ბომბდამშენი ხომ არის
ნეტავ-კ.კ.). რუსთაველს არ გაეკაროთ ისეთი ამბავი იქნება...ფუნიკულიორზე
რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც
პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ
დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის
ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება. ვინც ამ არეულობაში და ომში
მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის. ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი
ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი. სუსტებს
ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ
ანტიქრისატეს საცდურებს. რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი
მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება,
რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის. ვფიქრობდი, რა
დაიმსახურა ეხლანდელმა ქართველმა ერმა ისეთი, რომ ამხელა ღვთის წყალობა
გადმოედინება.- წიგნიდან:”თქვენი სიცოცხლე-ჩემი სიცოცხლეა”.
დიდება უფალს!

3
4105
13-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
4105
  
2022, 17 ივნისი, 18:46
დიდება უფალს
2015, 17 ივნისი, 11:27
დიდება უფალს
0 1 3