x
image
ვიზა კოხაძე
წყალდიდობები თბილისში 1895 წლიდან მოყოლებული 2015 წლის 13 ივნისამდე ( + ფოტოები )

imageქართული "ინტერნეტსაიტები" 13 ივნისს დატრილებულმა ტრაგედიამ გადააჭრელა და არა მარტო ქართული, მსოფლიო პრესა ორი დღეა საქართველოს დედაქალაქში მომხდარის შესახებ წერს.როგორც წყაროებიდან ირკვევა, წყალდიდობები საქართველოს დედაქალაქში ჯერ კიდევ 1895 წლიდან დიწყო. ამის შესახებ სრულ სურათს

აქვეყნებს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოგრაფი და მოგზაური ივანე გოლიაძე.მისი თქმით, ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობის გამო წყალდიდობა სრულიად მოსალოდნელი და ჩვეულებრივი მოვლენაა.როგორც გოლიაძე წერს, საქმე ისაა, რომ არ არსებობს ევაკუაციის გეგმა და მზადყოფნა. ეს არც ერთ მთავრობას არ ჰქონია და დარწმუნებით საუბრობს, რომ არც დღევანდელ ხელისუფლებას ექნებოდა გეგმის მსგავსი.- " 1895 წელს თბილისში წყალდიდობის ფოტოები.
მაშინ არც კომუნისტები იყვნენ, არც ნაცები, არც ქოცები, არც კაზანტიპი და არც ID ბარათები".imageimageროგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, პირველმა შემოსულმა ნაკადმა 1958 წელს აშენებული ვაკე - საბურთალოს გვირაბის ჩახერგვა გამოიწვია წყლის მაქსიმალური რაოდენობის გამო, რომლის სიჩქარე 1000 კუბური მეტრი წამში იყო.დღემდე წყლის ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირებული იყო 1982 წელს, როდესაც წყლის სიჩქარემ 105 კუბურ მეტრს წამში გადააჭარბა.

მდინარე ვერეს ხეობაში მე 19 საუკუნეში წყლის წისქვილები იყო და თბილისელები წყალს სასმელადაც იყენებდნენ.მოგვიანებით 1927 წელს ზოოპარკი დაარსსდა, მაგრამ მდინარე ვერე ზოოპარკს არც მაშინ წყალობდა, როცა 1960 წლის 4 ივლისს საშინელი სტიქიის დროს ისე ადიდებულა, რომ ზოოპარკი მთლიანად დაუტბორავს და ყველა ცხოველი დაღუპულა... მაშინაც მხოლოს ბეჰემოტი გადარჩენილა.არანაკლებ დატბორა თბილისი 1972 წელს მოვარდნილმა ღვარცოფმა და მდინარის ადიდებამ, რომლის ფოტოსაც გთავაზობთ.imageმდინარე ვერეს წყლის მოცულობის დინამიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:imageთბილისში დღეს ხანმოკლე წვიმა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარის შკვალური გაძლიერება. ამინდის გაუარესების გამო, გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდება. ხორცილედება მონიტორინგი.გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის თქმით, თბილისს 11 კილომეტრიანი ღრუბელი უახლოვდება. ხოლო ალბათობა იმისა, რომ იგივე სტიქია განმეორდება საკმაოდ მაღალია, და 60-70%-ს შეადგენს.image
image



0
1545
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0