x
image
მანჩო 777
უცნაურ მასალებზე შესრულებული ხელოვნების ნიმუშები, რომელთაც თვალს ვერ მოწყვეტთ
ამბობენ, რომ არქიტექტურა და მხატვრობა - ეს გაყინული მუსიკაა. როდესაც გვესმის სიტყვა "სკულპტურა", ბევრ ჩვენგანს თვალწინ წარმოუდგება აღორძინების ეპოქის შთამბეჭდავი, მონუმენტური ქანდაკებები, ქიმერული ჩუქურთმები, რომლებითაც მორთულია შუა საუკუნეების ციხე-კოშკები ან ბაროკოს ეპოქის ნატიფი და დახვეწილი ფიგურები, მაგრამ როგორც ჩანს, სტატუები მხოლოდ მარმარილოსაგან როდი შეიძლება გამოიკვეთოს, არამედ სხვა, ერთი შეხედვით უჩვეულო მასალისაგანაც. ასე რომ, სიტყვამ "სკულპტურა" დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა და გაცილებით ფართო ცნება გახდა, აერთიანებს რა თავის თავში ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს. ხელოვნების ეს დარგი დღესაც საკმაოდ პოპულარულია.

ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ხელოვნების 15 უცნაური ნიმუში, რომლებიც მნახველს აოცებენ თავიანთი ორიგინალობითა და დახვეწილობით. ერთი შეხედვით წარმოუდგენელიც კია, რომ ეს ყველაფერი ადამიანის ხელმა შექმნა.



11 000 ერთდოლარიანი კუპიურისაგან გამოკვეთილი თავის ქალა



image


სკულპტურები ფერადი ცარცისაგან


image


საოცრად დახვეწილი ნამუშევარი-კვეთა ვაშლზე (კარვინგი)


image


ბანანისაგან გამოკვეთილი პისტოლეტი


image


ხისგან გამოთლილი მაჯის საათი, რომელიც შესანიშნავად მუშაობს


image


მარმარილოსაგან გამოკვეთილი ვუალით დაფარული სახე


image


ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, რომ ეს ორი ნივთი ხისგანაა გამოკვეთილი


image


ესეც ხისგანაა გამოთლილი და ნამდვილს საოცრად ჰგავს


image


მარწყვისაგან გაკეთებული ვარდი (აი ამის გაკეთება მეც შემიძლია)


image


ვაშლზე ამოჭრილი საოცრად ნატიფი ვარდი


image


გამოქვაბული წიგნში - გაი ლარამის გასაოცარი ნამუშევარი


image


ხისგან გამოკვეთილი საათი - მოჩვენება


image


ჩეულებრივი წებოლენტისაგან (სკოჩი) გამოკვეთილი ფიგურა


image


ალმასისიაგან დამზადებული ბეჭედი


image


აი ეს სკულპტურა კი, რომელიც ერთი შეხედვით ხე გეგონათ, ბრინჯაოსგანაა გამოკვეთილი


image


ერთი შეხედვით დაუჯერებელიც კია, რომ ეს ნამუშევრები ადამიანის ხელმა შექმნა, განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ვაშლზე კარვინგმა და წიგნში გაკეთებულმა გამოქვაბულმა მოახდინა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ მსოფლიოს განადგურების საფრთხე დაემუქრება, მას სწორედ ხელოვნების მოღვაწეები გადაარჩენენ!

2
152
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
152
  
2015, 16 ივნისი, 19:56
ჰო, უკვე დამძიმდა გული :(
2015, 16 ივნისი, 19:02
განვიტვირტე ცოტა :(
სულ ცუდი ამბებია
0 1 2