x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ვარსკვლავთა 10 ჩახლართული სასიყვარულო სამკუთხედი - სიყვარული, ეჭვი, მტრობა...
ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან: ისინიც ხვდებიან უხერხულ სიტუაციებში, მათაც არ უმართლებთ სიყვარულში, ან სხვებს უტეხავენ გულებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარსვლავურ სასიყვარულო სამკუთხედს: ცალმხრივი სიყვარულით გულგატეხილ თუ პარტნიორის ღალატით აღშფოთებულ სელებრითებს.


1. ლეონარდო დი კაპრიო - რიანა - დრეიკი


image

რიანა ამ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა წვეულებაზე, რომელზეც ასევე ესწრებოდა მისი ყოფილი შეყვარებული - დრეიკი და ახლანდელი სავარაუდო ბოიფრენდი, ლეო. მართალია, დი კაპრიოსთან რომანს მომღერალი არ ადასტურებს, მაგრამ მათ რეგულარულად ხედავენ ერთად. შედგა თუ არა იმ წვეულებაზე უხერხული შეხვედრა დანამდვილებით ცნობილი არ არის. უკანასკნელ ინფორმაციით კი, მომღერალს საერთოდაც რომანი აქვს არა დი კაპრიოსთან, არამედ ესპანური საფეხბურთო კლუბის, "რეალის" თავდამსხმელთან, კარიმ ბენზემასთან.


2. დრეიკი - რიანა - კრის ბრაუნი


image

რეპერებს შორის მტრობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ქალისთვის ბრძოლა კი ამ დაძაბულობაში ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს. მათი ჩახლართული ურთიერთობები შემოქმედებაშიც აისახა: სიმღერაში «Hot 97» კრისი ამტკიცებს, რომ რიანამ დაიწყო დრეიკთან შეხვედრა მხოლოდ იმისთვის, რომ თავად კრისი ეეჭვიანებინა და, საბოლოო ჯამში, მასთანვე დაბრუნებულიყო.

3. ჯენიფერ ენისტონი - ბრედ პიტი - ანჯელინა ჯოლი



image

ეს არის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასიყვარულო სამკუთხედი. ჯენიფერი და ბრედი ხუთი წლის მანძილზე ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, სანამ "სცენაზე" ანჯელინა არ გამოჩნდა. პიტმა და ჯოლიმ ერთმანეთი "მისტერ და მისის სმითები"-ს გადასაღებ მოედანზე გაიცვნეს, თუმცა არ ადასტურებდნენ, რომ მათი ურთიერთბა ფილმის გადაღებისას დაიწყო, რადგან ამის აღიარება ოჯახური ღალატის აღიარებას ნიშნავდა. თუმცა ფაქტია, რომ ფილმის გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში ბრედი ჯენიფერს გაეყარა და ცოლად ჯოლი შეირთო.


4. რეი ჯეი - კიმ კარდაშიანი - კანიე უესტი


image

შესაძლოა კიმი დღეს პრესაში გაცილებით ხშირად მოიხსენიება, ვიდრე რეპერი რეი ჯეი, მაგრამ ეს უკანასკნელი ხშირად ახსენებს პუბლიკას, რომ პირველად სწორედ მან "აღმოაჩინა" ქალი. როცა კიმი კანიეს გაჰყვა ცოლად, რეიმ კეთილშობილებისა თუ შურისძიების გამო, მისი და კიმის თანაცხოვრების დროს გადაღებული საოჯახო ეროტიკული ვიდეოს საქველმოქმედო მიზნით გაქირავებაც კი შეთავაზა. მიუხედავად ამ საჩოთირო სიტუაციისა, კანიემ დუმილი არჩია - ის ხომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეპერია, რომლის ფონზე რეი ჯეი თითქმის არავინაა.

5. მილა კუნისი -ეშტონ კუჩერი - დემი მური


image

ეშტონმა და დემიმ, რომელთა შორის 15 წლიანი სხვაობაა, თავინათი ქორწინებით მთელი ჰოლივუდი გააოგნეს. ეს "გაოგნება" 8 წელი გაგრძელდა. თუმცა ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და 2012 წელს ეშტონმა მსახიობ მილა კუნისთან დაიწყო შეხვედრა. ურთიერთობა იმდენად შორს წავიდა, რომ წყვილს ახლახანს ქალიშვილი შეეძინა.

6. ბრიტნი სპირსი - კევინ ფედერლაინი - შერი ჯექსონი


image

მხარდამჭერთა გუნდის მოცეკვავე კევინმა ბრიტნი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა მომღერალსა და მსახიობ, შერი ჯექსონთან ცხოვრობდა. უფრო მეტიც, შერის მისგან ერთი შვილი უკვე ჰყავდა და მეორეზე ფეხმძიმედ იყო. მაგრამ ამ ყველაფერმა კევნს ხელი არ შეუშალა შვილების დედის მიტოვებაში და პოპ-ვარსკვლავთან საცხოვრებლად გადასვლაში. მათი თანაცხოვრება მხოლოდ 3 წელს გაგრძელდა, თუმცა ამ ხნის მანძილზე ბრიტნიმ და კევინმა ორი შვილის გაჩენა მოასწრეს. ამჟამად კევინს ცოლად ჰყავს ყოფილი ფრენბურთელი, ვიქტორია პრინსი და, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - მათაც ორი შვილი ჰყავთ.

7. რობერტ პატინსონი - კრისტენ სტიუარტი - რუპერტ სანდერსი


image

კრისტენს ჰქონდა ყველაფერი, რაზეც შეიძლებოდა თანამედროვე გოგონას ეოცნება: სახელი, ქონება და... რობერტ პატინსონი. მაგრამ ფილმის „ფიფქია და მონადირე“-ს გადაღების დროს მსახიობს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან კოცნისას წაასწრეს. ცხადია, რობერტმა კრისტინთან ურთიერთობა გაწყვიტა. თუმცა გოგო, როგორც ჩანს მაინც ვერ დაწყნარდა და ხშირად აკეთებს კომენტარებს თავისი ექს ბოი-ფრენდისა მისი ამჟამინდელი შეყვარებულის, ტალია ბერნეტის ურთიერთობაზე.


8. ორლანდო ბლუმი - მირანდა კერი - ჯასტინ ბიბერი


image

ამ სამკუთხედში დაძაბულობამ იმ დონეს მიაღწია, რომ საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც მივიდა. ყველაფერი იბიცაზე, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ორლანდოსა და ჯასტინს შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, შემდეგ კი მსახიობმა მომღერალს დაარტყა და დაწესებულება დატოვა. როგორც ამბობენ, ჩხუბის მიზეზი გახდა ის, რომ 2012 წელს Victoria’s Secret-ის შოუს დროს ბიბერმა ფლიტრი დაიწყო მირანდასთან, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ორლანდოს მეუღლე იყო. მდგომარეობა დაძაბა იმანაც, რომ ორლანდო ხვდებოდა მოღერალ სელენა გომესს, რომლის მიმართაც თავის დროზე ბიბერიც არ იყო გულგრილი.


9. ტეილორ ლოტნერი - სელენა გომესი - ტეილორ სვიფტი


image

ლოტნერი საზოგადოებამ გაიცნო ჯერ საბავშვო ფილმიდან "ზვიგენი-ბიჭი და ლავა-გოგო", პოპულარობა კი მოუტანა მონაწილეობამ საგაში "ბინდი". 2009 წელს იგი
ხვდებოდა მომღერალ სელენა გომესს, მაგრამ შემდეგ რომანი გააბა მის მეგობართან, მომღერალ ტეილორ სვიფტთან. თუმცა ამ უკანასკნელსაც დაშორდა იმავე წლის დეკემბერში. რამდენიმე ხნის შემდეგ ტეილორ სვიფტმა დაწერა სიმღერა "Back To December", რომელშიც აღწერილია ლოტნერთან მისი ურთიერთობა. აღსანიშნავია, რომ ლოტნერთან დაკავშირებული ეს სიტუაცია არანაირად არ აისახა ორი მომღერლის ურთიერთბაზე - გომესი და სვიფტი ძველებურად კარგი მეგობრები არიან.

10. ალექს როდრიგესი - კამერონ დიასი - კეიტ ჰადსონი - ჯასტინ ტიმბერლეიკი


image

დიახ, ეს უკვე სამკუთხედი კი არა მთელი კვადრატი გამოდის! კემერონი და კეიტი მეგობრები იყვნენ და ყველაფერი კარგად იქნებოდა მამაკაცების გამო მეტოქეებიც რომ არ გამხდარიყვნენ. 2009 წელს კეიტი 6 თვის მანძილზე ხვდებოდა ბეისბოლის ვარსკვლავს, ალექს როდრიგესს, სანამ ეს უკანასკნელი მისგან კამერონთან არ წავიდა. კეიტი კი გაბრაზდა, მაგრამ ბევრმა ამ ფაქტში სამართლიანობის აღდგენა დაინახა, რადგან რამდენიმე წლით ადრე კეიტმა რომანი გააბა ჯასტინ ტიმბერლეიკთან, რომელიც ახალი დაშორებული იყო კამერონ დიასთან.

3
801
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
801
  
2015, 16 ივნისი, 12:13
გაიხარე, დიდი მადლობა :)
2015, 16 ივნისი, 12:07
ეს უკვე კვადრატია :D
2015, 16 ივნისი, 12:05
ძაან მაგარი სტატია იყო
0 1 3