x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რიცხვი "13" - ცრურწმენა თუ შემთხვევითობა?
არ მეგულება დღეს საქართველოში ადამიანი, ვინც არ იცოდეს, თუ რა უბედურება დატრიალდა თბილისში 13 ივნისის ღამეს. საშინელმა კოკისპირულმა წვიმებმა და ღვარცოფმა შემზარავი ბუნებრივი კატაკლიზმა გამოიწვია, რასაც ნგრევა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. თუ ვისი და რის მიზეზით და უპასუხისმგებლობით მოხდა ეს კატასტროფა - სულ სხვა საკითხია, ამ პოსტში კი მინდა ვისაუბრო რიცხვ 13-ზე (ტრაგედია ხომ სწორედ 13 ივნისის ღამეს მოხდა). რატომ ვუწოდებთ 13-ს თარს რიცხვს და მასთან დაკავშირებული წარმოდგენები უბრალოდ ცრურწმენაა თუ მართლაც აქვს სინამდვილესთან რაიმე კავშირი? შევეცდები გიამბოთ, საიდან წამოვიდა ამ რიცხვის მიმართ შიშის ფაქტორი და 13 რიცხვში მომხდარი კატასტროფები უბრალო დამთხვევაა თუ ბედისწერა?


image


ძველთაგანვე სჯეროდათ, რომ გარემომცველ საგნებს, ამა თუ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, შეუძლია სიკეთე ან ზიანი მოუტანოს ადამიანს. საუკუნეებით განმტკიცებული რწმენით თითქოსდა გვეძლევა ნიშანი, რომელიც კარგს ან ცუდს გვიქადის…
ორთოდოქსულმა მეცნიერებამ ეს ყოველივე ცრურწმენად მონათლა, მაგრამ ბოლო წლებში შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა. ყოფილ სკეპტიკოსებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ყველა საგანს, რომელთაც ჩვენ ვეხებით, თავისი აურა აქვს, ანუ მეცნიერულად რომ ვთქვათ – საკუთარი ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც ჩვენს ბიოველზე ზემოქმედებს. რაც უფრო ხშირი და რეგულარულია კონტაქტი საგანთან, მით უფრო თვალსაჩინოა ეს ზეგავლენა. ისიც საყურადღებოა, რომ ეს ზემოქმედება ორმხრივია-პასიური არც ჩვენი ბიოველია.
ცრურწმენათა უმრავლესობას რეალური საფუძველი უდევს, უბრალოდ მისი ნამდვილი აზრი დაკარგულია და შემდგომში დამახინჯებული დოგმასავით გადადის…. თუმცაღა ცრურწმენის ფესვები უფრო ფსიქოლოგიურია, ვიდრე მისტიკური. სწორედ ცრურწმენის ერთ -ერთი სახეა რიცხვ 13-ის საკრალობასთან დაკავშირებული ლეგენდები.


image



საინტერესოა, არსებობს თუ არა დედამიწაზე ადამიანი, რომელიც 13 რიცხვში დაიბადა, ცხოვრობს ნომერ 13 სახლში, მე-13-ე სართულზე და წელს 13 წელი შეუსრულდა? შეიძლება 6 - მილიარდიან დედამიწაზე მართლაც არსებობდეს ასეთი ვინმე, მაგრამ საკითხავი სხვაა: ნეტა მართლაც ყველაზე დათარსულია ის?!

რიცხვი 12 ჰარმონიის სიმბოლოა. აი, 13-ის მიმართ კი ადამიანებს ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ტრისკაიდეკაფობია – რიცხვი 13-ის შიში – საკმაოდ გავრცელებულია დედამიწაზე. ბევრ ქვეყანაში ადამიანები ცდილობენ რიცხვ 13-ს “გაექცნენ”. მაგალითად, აშშ –ში არ არსებობს ნომერი 13 ავტობუსი, საფრანგეთში კი
13 ნომერ სახლს ვერ ნახავთ, ზოგიერთ თვითფრინავში მე-12-ე სავარძელს პირდაპირ მე-14-ე მოჰყვება, ამერიკულ ცათამბჯენებში კი მე-12-ე სართულს მე-14-ე მოსდევს. (თუმცა ამან ტყუპები მაინც ვერ იხსნა კატასტროფისაგან), ბევრ სასტუმროში არ არსებობს მე-13 სართული და ნომერი. საინტერესოა, რატომ ეშინიათ ადამიანებს ამ რიცხვის?!


მაიას ტომებსა და აცტეკებისათვის 13 წმინდა რიცხვი იყო და ცუდს არ მოასწავებდა. მათი მითოლოგიის მიხედვით, ცა 13 ნაწილად იყოფოდა და თითოეულს თავისი ღმერთი ჰყავდა. სამხრეთ ამერიკელების უძველეს კალენდარში 13 - კვირიანი თვე არსებობდა.
რიცხვ 13-ის სიმბოლო ერთდოლარიან კუპიურაზეცაა. ოფიციალურად ითვლება, რომ ის თავდაპირველად გაერთიანებული 13 შტატის ამსახველი იყო.


1970 წლის აპრილში ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა “აპოლონ 13”-მა სტარტი აიღო 13 სთ-სა და 13 წთ-ზე და სანამ მთვარემდე მიაღწევდა, მის კაბინაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. ეს მოხდა 13 აპრილს. ასტრონავტები იძულებულები გახდნენ შეეწყვიტათ ექსპედიცია.


ბრიტანელი მეცნიერების აზრით, 13 რიცხვში ე.წ. “შავ პარასკევს” 52% – ით იზრდება ავტო ან ავიაკატასტროფებში მოხვედრილ ადამიანთა რიცხვი. ფულის ყადრის მცოდნე ამერიკელებმა კი 13 რიცხვი კომერციის საფუძვლად აქციეს: ნიუ-იორკელ ცრუმორწმუნეთა საზოგადოება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გვთავაზობს კალენდარს, რომელშიც რიცხვი 13 ამოღებულია, პარასკევის და 13-ის ნაცვლად შეტანილია ორი 12 რიცხვი და ორი ხუთშაბათი. ამ საზოგადოებაში გაწევრიანება შეუძლია ყველა ადამიანს, რომლის ცხოვრებაც 13-ს უკავშირდება - მაგალითად, მათ, ვინც 13 რიცხვში დაიბადა. საზოგადოების პრეზიდენტად მიიჩნევენ გამოჩენილ გერმანელ კომპოზიტორს რიჰარდ ვაგნერს.


image


რიჰარდ ვაგნერის ბიოგრაფები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კომპოზიტორის ცხოვრება საბედისწეროდ იყო დაკავშირებული რიცხვ 13-თან. ვაგნერი დაიბადა 1813 წელს. მისი თეატრი ციურიხში გაიხსნა 13 აგვისტოს. ვაგნერმა დაწერა 13 ოპერა, მისი სახელი (გერმანულად) შედგებოდა 13 ასოსგან, ისევე როგორც მისი დაბადების წლის ჯამი (1+8+1+3=13). ვებერის ოპერა “ჯადოსნური მსროლელი”, რომელმაც ვაგნერზე უდიდესი გავლენა მოახდინა 13 ოქტომბერს გაიმართა. ვაგნერის ოპერა “ტანგეიზერი”, რომელმაც აბსოლუტური ფიასკო განიცადა, 13 მარტს შედგა, ხოლო მისი რეაბილიტაცია კი 34 წლის შემდეგ, ოღონდ 13 მაისს მოხდა. რიგის თეატრი, სადაც ვაგნერი კაპელმაისტერად მუშაობდა, 13 სექტემბერს იყო გახსნილი. ფერენც ლისტი ვენეციაში მყოფ ვაგნერს 13 იანვარს ესტუმრა, ხოლო ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 1883 წლის 13 თებერვალს, ემიგრაციაში 13 წლის ყოფნის შემდეგ ვაგნერი გარდაიცვალა.


საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მე-13-ე 13-ს ბედნიერ რიცხვად თვლიდა. ის ანა ავსტრიელზე მაშინ დაქორწინდა, როცა 13 წლის იყო.
ანტიკურ საბერძნეთში ბრძენკაცები ხალხს ურჩევდნენ, რომ თესვა 13 რიცხვში არ დაეწყოთ.
ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთში დღემდე 13 აღიქმება ჩაკეტილ ასტროლოგიურ სისტემაში (რომელიც 12 ზოდიაქოსგან შედგება) შეჭრად. ამდენად, 13 სიკვდილის რიცხვად ითვლება.
ძველად მიაჩნდათ, რომ პირველი ადამიანი რომელიც ცამეტკაციანი სუფრიდან წამოდგებოდა, უახლოეს ერთ წელიწადში გარდაიცვლებოდა.
13 განსაკუთრებით უიღბლოდ ითვლება, თუ ის პარასკევს ემთხვევა, - დღეს, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს.

აი, ლეგენდარული იარაღის - ვინჩესტერის შემქმნელის და იარაღის მაგნატის-უილიამ ვინჩესტერის ცოლს სარა ვინჩესტერს კი განსაკუთრებით უყვარდა რიცხვი 13 .


image


ამ რიცხვს ვინჩესტერის სახლში განსაკუთრებული როლი ეკავა. ძვირფასი ჭაღი, რომელიც 12 კანდელაბრისთვის იყო განკუთვნილი, სარას ბრძანებით შეცვალეს და მასზე 13 კანდელი ინთებოდა. შადრევნის აუზს 13 ნახვრეტი ჰქონდა. ასევე, ობობას ქსელის მსგავს ვიტრაჟულ ფანჯარაში 13 ფერის ფერადი ქვა იყო ჩასმული. საკიდებზე 13-13 კაუჭი იყო დამაგრებული.


image
ერთმა ბრიტანელმა მფრინავმა, რომელმაც გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ რიცხვი 13 თარსი არაა, გადაწყვიტა რომ 13 რიცხვში, 13 საათსა და 13 წუთზე აფრენილიყო თვითმფრინავით და 13 კილომეტრი გადაეფრინა. თვითმფრინავს დიდი 13 დააწერა, შუბლზეც 13 დაიწერა ფლომასტერით და ა.შ. მფრინავმა ფრენა წარმატებით დაასრულა. ამით გახარებული საღამოთი ბარში აღნიშნავდა მეგობრებთან ერთად ამ გამარჯვებას, მაგრამ უცბათ ყელში ზეთისხილის კურკა გაეჩხირა და მოკვდა…


image


ბოლოს კი მინდა გავიხსენო ერთი კურიოზული ისტორია, დაკავშირებული რიცხვთან 13: ბერლინელი ტაქსის მძღოლი ადოლფ აკერმანი სამი თვის განმავლობაში სამჯერ მოხვდა ავარიაში, სამივეჯერ 13 რიცხვში. მან გადაწყვიტა, მომდევნო თვის 13-ში ლოგინიდან ცხვირი არ გამოეყო. აკერმანი სწორედ ლოგინში კოტრიალობდა, როცა ქუჩიდან ძლიერი გრუხუნის ხმა შემოესმა, ფანჯარასთან მიირბინა და დაინახა თავისი ავტომობილი, რომელსაც სატვირთო მანქანამ გადაუარა.


სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ 13 რიცხვთან დაკავშირებული უბედური და ბედნიერი შემთხვევების თანაფარდობა ისეთივეა, როგორიც დანარჩენი რიცხვების შემთხვევაში. ასე რომ, მშვიდად იყავით და გახსოვდეთ ამერიკელი მსახიობის, გრუჩო მარქსის სიტყვები: “13 ადამიანი სუფრასთან მხოლოდ იმ შემთხვევაშია ცუდი, თუ მხოლოდ 12 კატლეტი მოამზადეთ”.

6
1050
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1050
  
მე მჯერა მაგალითად....
2015, 15 ივნისი, 18:46
ბავშვი შეძინა და თავის სახელი დაარქვა 81 წელში პირველ გოლს ვინც გაიტანდა მის სახელს არქმევდა
2015, 15 ივნისი, 18:18
ნეტავ გეთქვა, შევიტანდი სტატიაში:(
2015, 15 ივნისი, 17:58
ვიტალი დარასელია დაიბადა 13 რიცხვში...13 ში იქორწინა თუ ბავშვი შეეძინა აღარ მახსოვს...ან ორივე ერთად...13 მაისს გაიტანა გამარჯვების გოლი კარლ ცეისთან და 13 რიცხვში დაიღუპა.
2015, 15 ივნისი, 17:43
გაიხარე, ინ...მეც არ მჯერა ცრურწმენების..
2015, 15 ივნისი, 17:32
მე არ მჯერა ,არც მეშინია


სტატია კი ინფორმაციულია,კარგი ნამუშ=ევარია
0 1 6