x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლეონარდო და ვინჩის – “მონა ლიზა”
“მონა ლიზა”–ახალგაზრდა ქალბატონის პორტრეტი ლეონარდო და ვინჩიმ დაახლოებით 1503- 1507 წლებში დახატა. იგი ლუვრშია (პარიზი, საფრანგეთი) გამოფენილი. ნახატის სრული სახელია – ქალბატონ ლიზა ჯოკონდოს პორტრეტი.


image


ლეონარდოს სხვა არც ერთ ნახატში ისე არ არის გადმოცემული ნახატის სიღრმე და მისი ატმოსფერული სიბრტყე როგორც მონა ლიზაში. პორტრეტზე გამოსახული პიროვნების ამოცნობა სირთულეს წარმოადგენს. დღემდე მსჯელობენ თუ ვინ დახატა ლეონარდო და ვინჩმა სურათზე… ამ მხრივ, დღემდე არსებობს რამდენიმე ვერსია:



ფლორენციელი ვაჭრის ცოლი დელ ჯოკონდო;
ეკატერინე სფორცა;
იზაბელა დ’ესტე;
უბრალოდ იდეალური ქალი;
ლეონარდოს ავტოპორტრეტი.


image


1517 წელს კარდინალმა ლუი არაგონელმა მოინახულა ლეონარდო და ვინჩი თავის სახელოსნოში, საფრანგეთში. ეს შეხვედრა აღწერა კარდინალის მდივნმა ანტონიო დე ბეატისომ: “1517 წლის 10 ოქტომბერს კარდინალმა და მე მოვინახულეთ ლეონარდო, რომელიც იკო ფლორენციელი, წვერულვაშიანი მოხუცი, სადღაც 70 წლის – ჩვენი დროების ყველაზე საუკეთესო მხატვარი. მის აღმატებულებას მან ანახა სამი ნახატი: ერთი – რომელზეც გამოსახული იკო ფლორენციელი ქალბატონი, ლორენცო შესანიშნავის ძმის, ჯულიანო მედიჩის თხოვნით შესრულებული. მეორე – წმინდა იოანე ნათლისმცემელი ახალგაზრდობაში და მესამე – წმინდა ანა მარიამთან და პატარა ქრისტესთან ერთად. ყველა სურათი შესანიშნავია. ოსტატისგან, რომელსაც პარალიზებული ჰქონდა მარჯვენა ხელი, მოულოდნელი იყო ესეთი შესანიშნავი ნამუშევრები.”


image


გამოკვლევების იხედვით ფლორენციელ ქალში ნაგულისხმებია “მონა ლიზა”. შესაძლებელია ყოფილიყო სხვა პორტრეტი, რომელმაც ჩვენამდე არ მოაღწია.
ჯორჯიო ვაზარის მიერ აღწერილი მხატვრების ბიოგრაფიებიდან, მონა ლიზა იყო ფლორენციელი ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს ცოლი, რომლის დახატვასაც მხატვარმა მოანდომა 4 წელი და რომელიც დარჩა დაუსრულებელი.


image


ვაზარი გამოთქვამს თავის აზრს ამ ნახატის მიმართ: “ნებისმიერ ადამიანს რომელსაც სურს ნახოს თუ როგორ ზედმიწენით კარგად შეიძლება ბუნების იმიტაცია, შეუძლია ამაში დარწმუნდეს ლეონარდოს ნახატის მიხედვით. სურათზე ლეონარდომ წარმოადგინა თავის ყველა დეტალი: ნათლით და სისველით სავსე თვალები, თითქოს ჩვენს წინაშეა ცოცხალი ადამიანი. ნაზი ვარდისფერი ცხვირი გვაგონებს ნამდვილს. ტუჩების წითელი ტონი ჯდება სახის ფერთან. ვინც კი შეხედავს მის ყელს, ყველას გონია რომ მას უცემს პულსი”. ვაზარი იგი ასევე ხსნის სახეზე ნაზი ღიმილის საიდუმლოს: “ლეონარდომ თითქოს მოიწვია მუსიკოსები და ჯამბაზები, რათა გაერთო პოზიორობისგან მოწყენილი ქალბატონი”.
შესაძლოა ეს ისტორია შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია ვაზარმა იგი მკითხველთა გასართობად დაწერა. ვაზარის მიერ აღწერილია წარბები რომელიც ნახატზე არ არის.


image


სპეციალისტები და ხელოვნებით გატაცებული მოყვარულები მსგავს საკითხებზე საუკუნეების მანძილზე მუშაობდნენ. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევდა, რომ მხატვარს არც არასდროს დაუხატავს ჯოკონდასთვის წარბები და წამწამები, რადგან არ დაუმთავრებია ამ სურათის დახატვა. სხვათა აზრით კი, ჰქონდა გაპარსული წარბები. არსებობს სხვა აზრიც: შესაძლებელია, რომ ეს ნაკვთები რომელიმე რესტავრაციის დროს წაიშალა. ეს ბოლო ჰიპოთეზა მტკიცდება პარიზელი მეცნიერის კვლევების შედეგადაც. კოტი ირწმუნება, რომ მარცხენა თვალის ჭრილთან აღმოაჩინა შტრიხი, რომელიც, მისი აზრით, წარბის დასაწყისი უნდა იყოს. ის თვლის, რომ მრავალი რესტავრაციის შედეგად ეს ნაწილი დაიკარგა. მეცნიერს მარტო დეტალები არ გამოუკვლევია. ის შეეცადა ფერებზეც ემუშავა. შესაძლებელი გახდა ნახატის თავდაპირველი ფერების დანახვა, რომელიც ლაქისა და რესტავრაციების გამო შეცვლილია. ნახატი დღეს მწვანე, ყვითელ და ყავისფერ ტონალობებშია. ხოლო მისი ორიგინალი ლურჯი და ბრწყინვალე თეთრით იყო კომბინირებული.


image


როდესაც ლეონარდო 1516 წელს იტალიიდან საფრანგეთში გადავიდა, თან წაიღო ნახატი. იტალიელ ისტორიკოსებზე დაყრდნობით სურათი შემდეგ იმყოფებოდა ფრანგი ფრანცესკო პორველის კოლექციაში, თუმცა გაურკვეველი რჩება, თუ რატომ არ დაუბრუნა ლეონარდომ ნახატი შემკვეთს. ვაზარი, რომელიც 1511 წელს დაიბადა, არ შეეძლო ენახა ჯოკონდა და ანონიმური ავტორის ინფორმაციას ეყრდნობოდა.
ვაზარის მიხედვით, ვაჭარმა ფრანცესკო ჯოკონდომ შეუვეთა მხატვარს თავისი მესამე ცოლის ლიზას პორტრეტი. მიუხედავად ანონიმური ავტორის სიტყვებისა, მკვლევარებს ეჭს გამოთქვამენ, რომ ნახატი შესრულებულია ფლორენციაში(1500–1505 წლებში).
ნახატის დახვეწილი ტექნკა მიუთითებს, რომ იგი გვიან პერიოდშია შექმნილი.

გადმოცემით, ლეონარდომ უარი უთხრა ქალბატონ იზაბელა დესტეს შეკვეთაზე.



4
1772
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1772
  
2015, 12 ივნისი, 21:35
;) გაიხარე 2 დღეა ვამზაებდი და დღეს საღამოს შევუშვი
2015, 12 ივნისი, 21:34
ბრავო, მშვენიერი სტატიაა, აბა როგორ არ უნდა გამეზიარებინა:)
2015, 12 ივნისი, 21:26
მადლობთ ცოტა ვიზარმაცე უფრო ვრცელი გამომივიდოდა
2015, 12 ივნისი, 21:25
არაჩვეულებრივი სტატიაა,ძალიან ძალიან მომეწონა,სიმართელ გითხრა არ მეყო,მინდოდა რომ კიდე უფრო ვრცელი და დასურათებული ყოფილიყო
0 1 4