x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სამყაროს შექმნა (ბერძნული მითოლოგია)
ღმერთი

თავიდან იყო ქაოსი .სიცარიელისგან იშვა ერებოსი (ადგილისადაც სიკვდილი ბინადრობს) და ღამე, მაის შემდეგ გაჩნდა სიყვარული, რომლისგანაც წარმოიშვა გეა -დედამიწა, რომელმაც შვა ურანოსი -ცა. ურანოსი და გეა შეუღლდნენდა შვილებად ეყოლათ ასხელები, კიკლოპები და ძლევამოსილი ტიტანები .

ურანოსი იყო ბოროტი ქმარი და მამა, მას სძულდა თავისი შვილები. ყოველ ახალშობილ ტიტანს დედამიწის დამალულ ადგილებში ამწყვევდა, რათა მათ არასოდეს ეხილათ დღის სინათლე, ურანოსი თავისი ბოროტებით ტკბებოდა, ამ ყველაფერმა განარისხა გეა მან ადამანტისგან ნამგალი გააკეთა და მოუწოდა მის შვილებს აჯანყებულიყვნენ მამის წინააღმდეგ, ყველას ეშინოდა კრონოსის გარდა, ამიტომაც გეამ სწორედ უმცროს ტიტანს გადასცა ნამგალი.

გეამ და კრონოსმა აჯანყება წამოიწყეს.კრონოსი თავს დაესხა ურანოსს და დაამარცხა კიდეც. ურანოსის სისხლის წვეთები მიწაში ჩაიღვარა ასე იშვნენ გიგანტები, ნიმფებიდა ზღვაში მოხვედრილი ნაწილებისგან აფროდიტე .


კრონოსი გახდა შემდეგი მმართველი, ის კიკლოპებსა და ასხელებს ტარტაროსში ამწყვევდა.მან საკუთარ და რეაზე იქორწინა, თუმცა ბავშვების ყოლის ეშინოდა, რადგან გეამ და ურანოსმა უწინასწარმეტყველეს, რომ ტახტიდან სწორედ მისი შვილი ჩამოაგდებდა, ამიტომ კრონოსი ყოველ ახალდაბადებულს ყლაპავდა . რეა გააბრაზა ამ საქციელმა და გადაწყვიტა რაიმე მოემოქმედებინა შვილების გადასარჩენად, როდესაც მეექვსე შვილის გაჩენის დრო დადგა რეა დაიმალა და ახალშობილი კუნძულ კრეტაზე, ნიმფებს დაუტოვა აღსაზრდელად, ქმარს კი სახვევში გამოკრული ქვა მისცა გადასაყლაპავად.

ეს ახალშობილი იყო ზევსი, კრეტაზე ყოფნის დროს მას ზრდიდა მეტიდა, რომელიც დაეხმარა ზევს კრონოსის დამარცხებაში .მან დაამზადა სასმელი, რითაც კრონოსს ჩაყლაპული შვილები უკან უნდა ამოენთხია. ამასობაში რეამ დაარწმუნა კრონოსი, რომ ზევსი თავის შვილად მიეღო, მართლაც ზევსი დაბრუნდა ოლიმპოზე ჩუმად დაალევინა კრონოსს რეას მიერ დამზადებული სასმელი და თავისი და-ძმები ტყვეობიდან იხსნა.

დაიწყო ტიტანებისა და ოლიმპოელების ბრძოლა, ზევსმა ტარტაროსში დამწყვდეული კიკლოპები და სხელები გამოუშვა, კიკლოპებმა ზევსს ელვა უბოძეს. ომში ასხელები უზარმაზარ ლოდებს იყენებდნენ იარაღად . პრომეთე ტიტანი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა კრონოსს ზევსს მიემხრო და ათწლიანი ომის შემდეგ სძლიეს კრონოსს, ზევსმა ისინი ტარტაროსის უბნელეს ორმოში გამოამწყვდია და უძლიერესი ხუნდებით შეკრა, რათა ვერასდროს შეძლებოდათ თავის დაღწევა.ზევსი მაინც არ იყო უსაფრთხოდ, მისმა ქმედებამ გეა განარისხა მან შვა ტიფონი, ყველაზე მომაკვდინებელი მონსტრი ბერძნულ მითოლოგიაში, რომელიც ცნობილია როგორც "მამა ყვალა მონსტრისა", ზევსი შეებრძოლა მას და დაამარცხა. ბოლოს ღმერთებს გიგანტები დაუპირისპირდნენ, ეს უზარმაზარი არსებები მთებს ერთმანეთზე დებდნენ, რათა ზეცაში მოხვედრილიყვნენ . ზევსმა ისინიც დაამარცხა და მიწიდან შობილი გოლიათები მიწაშივე ჩამარხა . ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი გიგანტი ენტას მთის ქვეშაა ჩამარხული და როდესაც განრისხება ვულკანიდან ლავა ამოხეთქავს ხოლმე.


0
385
3-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპუაშვილი
ანა პაპუაშვილი
385