x
image
მანჩო 777
ათასობით შიშველი ნიკი მინაჟი ჰელსინკის საკათედრო ტაძრის საფეხურებზე
ივნისის ერთ მშვენიერ დილას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მცხოვრებლები მეტად უცნაური სანახაობის მომსწრენი გახდნენ: კათედრალური ტაძრის საფეხურებზე მათ დაინახეს მუყაოზე ნატურალურ ზომებში შესრულებული ნახევრადშიშველი მომღერლის ნიკი მინაჟის ფოტოსურათები. "ასეა თუ ისე, ეს არ იყო არც საპროტესტო პოლიტიკური აქცია, არც ხელოვნების რომელიმე ფორმა, "- აცხადებს ფინეთის საინფორმაციო სააგენტო Fader.


image


ფინეთის დედაქალაქის მთავარი ტაძრის ახლებური "დეკორის" ფოტოსურათებმა მყისვე დაიპყრო ინტერნეტ-სივრცე.


image



თავდაპირველად ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გაიფიქრეს, რომ ეს მკრეხელობა ამერიკელი მომღერლის რომელიმე მხურვალე ფანატიკოსმა ჩაიდინა, მაგრამ ამ საიდუმლო მანევრის მიზეზი გაცილებით პროზაული აღმოჩნდა: მუყაოს მინაჟების შეტევა, არც მეტი, არც ნაკლები, - აღმოჩნდა სარეკლამო აქცია, რომელიც მომღერლის ფინეთში ვიზიტთან იყო დაკავშირებული; კერძოდ, ნიკი მინაჟი მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში Summer Up, რომელიც 3-4 ივლისს ჰელსინკიდან 100 კილომეტრით დაშირებულ პატარა ქალაქში გაიმართება. თითოეულ მუყაოს ფიგურაზე მიწებებული იყო ამ ფესტივალზე დასასწრები უფასო ბილეთი.


image


Summer Up-ის წარმომადგენლებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ამ გაბედული პიარ-აქციის საშუალებით ისინი აპირებდნენ შეექმნათ ფესტივალის პოზიტიური სახე. თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ მუყაოს მინაჟებთან ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელებს, - ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ცოტაოდენი ხნის წინ ნიკი მინაჟის გარშემო კიდევ ერთი სკანდალი აგორდა, როცა მომღერალმა თავის ერთ-ერთ კლიპში ნაცისტური სიმბოლოები გამოიყენა.


image

0
116
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0