x
image
ინ-იანი
კუბოები და ვენოკები უცხოეთიდან-უბრალოდ გაიღიმეთ
image
თავიდან მინდა ავღნიშნო, რომ კატეგორიის არჩევისას დავიბენი, ვერ მივხვდი, რომელ კატეგორიას ეკუთვნის ეს მეტად სასაცილო თუ სატირალი ამბავი.

საქმე, რაშია........

ცალმხრივად არაფერია სასაცილო ამ თემაში, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ბიზნესის წარმომადგენლები ასე არ ფიქრობენ.ნუ მათი არ ვიცი მაგრამ მე მეცინება თუ რატომ ქვემოთ იხილეთ თუ როგორ რეკლამას უკეთებენ თავიანთ პროდუქციას.




ყურადღება!გათამაშება ჩვენი კომპანიისაგან...ვინც მეტ კუბოს შეიძენს ჩვენთან, ეძლევა შანსი მოიგოს უნიკალური პრიზი.ალბათ ყველას გვსმენია ამსტერდამის ეროვნული სასაფლაოს შესახებ, სადაც შეგიძლია დატკბე ულამაზესი, უცხო სტილის, ევროპული საფლავების, დათვალიერებით, ასევე შეძლებთ გაისეირნოთ კლასიკური, მოდური "კატაფალკით".ამ ყველაფრით ტკბობის საშუალებას მხოლოდ ჩვენ გაძლევთ.დეტალები პირადში





კიდევ ერთი სასიამოვნო და სასიხარულო სიახლე ჩვენი ერთგული მომხმარებელისთვის, მხოლოდ ჩვენთან, შეიძინეთ ულამაზესი, ნაზი და მიმზიდველი სარიტუალო ვენოკები დაბალ ფასად.მაღალი ხარისხი, ეფექტური და უიშვიათესი ნატურალური ყვავილებისგან შექმნილი სურნელოვანი პროდუქცია.მოქმედებს აქცია 1+1, ასეთ შემოთავაზებას ვერსად ნახავთ.ენდეთ ჩვენს კომპანიას და იყავით მშვიდად.




ფოტოზე ასახულია ერთ-ერთი დაკრძალვის ცერემონია, სადაც ჩვენი ბიჭები თავდაუზოგავად ცდილობენ 107 კილოგრამიანი მიცვალებულის გადაყვანას რაც მათ კარგად გამოსდით!მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ წონაზე, აშკარად ჩანს მათი ძალღონე და მებრძოლი სულები.არ ინერვიულოთ გარდაცვლილის ჭარბ წონაზე, რადგან ჩვენი ბიჭები თქვენს გვერდით იქნებიან საჭირო დროს, საჭირო ადგილზე


image





მხოლოდ ჩვენი მომსახურებით, ყველა ბედნიერია




image





სადა და დახვეწილი "summer coffin" ნიდერლანდებიდან ჩამოვა 2 დღეში, იჩქარეთ საზაფხულოდ -15% ხოლო სტუდენტები და სოც. დაუცველები -20% . ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ენდოთ "რუჩკებს"



image




საქართველოში პირველად მხოლოდ ჩვენთან! ჩამოვიდა ექსტრა-ექსტრა ლარჯ კუბოები. ახლა უკვე თამამად შეგიძლიათ დამარხოთ თქვენი “მძიმე" მიცვალებულები და იმის შიში არ გექნებათ, რომ დამარხვისას კუბოს ძირი გაძვრება.




პ.ს.



კიდევ ბევრი ასეთი იყო მაგრამ, წერისას სიცილისაგან თავს ვერ ვიკავებდი და თან თავს უხერხულად ვგრძნობდი.ეცადეთ არ გაგეცინოთ :) :)

12
192
11-ს მოსწონს
ავტორი:ინ-იანი
ინ-იანი
192
  
2015, 19 ივლისი, 21:54
:))))))))))))))))))))))))
გაიხარე
2015, 19 ივლისი, 18:57
მაგარ განწყობაზე დამაყენა ამ სტატიამ :):) გავაზიარე – ჩემი ახლობლები და ნაცნობები რომ მეუბნებიან: დავიღალე, მოვკვდი, მიცვალებულივით ვარ – იქნებ დაინტერესდნენ, რა ვიცი... :):)
2015, 10 ივნისი, 21:26
მთელი დღეა მახსენდება და ვიცინი,არა ჩვენს ერთგულ მომხმარებელსო ღმერთმა დამიფაროს მაგათი ერთგული მომხმარებელი ვიყო:)))))))))))))
2015, 10 ივნისი, 21:24
ადგილზე მოიხმარონ და ბედნიერად გაეცვითოთ. :)))
2015, 10 ივნისი, 19:48
განიავდება :))))))))))))))))
2015, 10 ივნისი, 19:42
ინ, ის ჭილოფოს ალბათ საზაფხულოა, რომ არ დაცხეს, ხოო?::::::::::::::::დდდ
2015, 10 ივნისი, 19:25
ვაიმეეეე :DD
2015, 10 ივნისი, 18:43
ეგ მეც ვიფიქრე მესმის უბრალოდ ასეთი განწყობააა სასაცილო
2015, 10 ივნისი, 18:41
ეგ თქვი შენ :))) მაგრამ ალბათ ჩვენი ქვეყნის დამკრძალავ ბიუროებს სთავაზობენ ფასდაკლებებს :)))) სიფრიფანა, კალათივით მოწნული "კუბო" რომ არის და ნებისმიერ წონას უძლებსო, ეგა სასაცილო :)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10