x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ავტოსამყაროს ურჩხულები – ყველაზე მახინჯი ავტომობილები მსოფლიოში
ავტომობილი უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება. თანამედროვე სამყაროში ადამიანი დიდი ყურადღებით ახდენს მის შერჩევას, რადგან ავტომანქანა პიროვნების სტატუსის მაჩვენებელი, თვითშეფასების ობიექტი და ასე განსაჯეთ - სამყაროს აღქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა.

გახდე სტილის მაგალითი - ეს პატივი არც ისე ბევრ ავტომობილს ხვდა წილად, აი ყველაზე მახინჯების რეიტინგში მოხვედრა კი საკმაოდ იოლი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ "მახინჯ სხეულში შეიძლება ლამაზი სული იყოს", ანუ ავტომობილის არასასიამოვნო გარეგნული სახის შიგნით მშვენიერი ინტერიერი და სავალი თვისებები იმალებოდეს, მაგრამ ეს უკვე მედლის მეორე მხარეა.


image


მაშ ასე, მინდა შემოგთავაზოთ ტოპ-ათეული ყველაზე მახინჯი მანქანებისა, რომლებიც ოდესმე შექმნილა საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში.




Aurora Safety Car- 1956 წელი


image

კათოლიკე პადრე ჯულიანომ, რომელიც "შეთავსებით" მოყვარული ავტოკონსტრუქტორიც ბრძანდებოდა, შექმნა რა მისი აზრით უნიკალური ავტომობილი, ერთი წუთითაც არ უეჭვია, რომ მის "პირმშოს" ყველა დროის მახინჯ მანქანად აღიარებდნენ.


image


კონცეპტის შექმნელმა იტალიელმა მღვდელმა ჯულიანომ თავისი ავტომობილის ნიმუშად აიღო 1953 წელს გამოშვებული Buick და შეცვალა ის ისე, რომ საკუთარი კონსტრუქტიც კი ვერ იცნობდა. მანქანის ასაგებად 30 ათასი დოლარი დაიხარჯა, თუმცა ჯულიანო ვარაუდობდა, რომ სერიული წარმოებისას თითოეული ავტო 12 ათას დოლარზე მეტი არ დაჯდებოდა. ამ უცნაური დიზაინის და იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში ლუქსის კლასის Cadillac Eldorado Brougham-ი სულ 13 ათასი დოლარი ჯდებოდა, პადრემ ინვესტორი ვერა და ვერ იპოვა და მისი იდეა იდეად დარჩა.



Austin-Healey Sprite Mk1 - 1958-1961 წლები


image

უნდა ავღნიშნოთ, რომ Austin-Healey Sprite Mk1 ყველა დროის ყველაზე უაზრო როდსტერია. კარგად დააკვირდით მის ფარებს - ის გომბეშოს უფრო ჰგავს, ვიდრე ავტომობილს. მიუხედავად ამისა, მანქანა საკმაოდ პოპულარული იყო: ის 50-ათასიანი ტირაჟით გამოუშვეს.


image


გასაოცარია, თუ რატომ ყიდულობდნენ ადამიანები Sprite-ს?- ეტყობა, მის პატრონებს კარგად ჰქონდათ განვითარებული იუმორის გრძნობა.



Rolls-Royce Camargue – 1975-1986 წლები


image

შეიძლება, ლამაზი იყოს ის ავტომობილი, რომელსაც საფრანგეთში მდებარე ჭაობის პატივცსაცემად დაარქვეს სახელი? ტექნიკურად მანქანა საკმაოდ ადეკვატური იყო:

Rolls-Royce Camargue გახლდათ ამ მოდელის ერთ-ერთი ფლაგმანი, აღჭურვილი იყო 6, 75-ლიტრიანი ძრავით და გადაჭედილი იყო ხით, ტყავით და კონდიციონერებით; არც ფასი ჰქონდა მცირე-150 ათასი დოლარი.


image


მაგრამ მანქანის გარეგნული დიზაინი სრული ჩავარდნა იყო. რადიატორის საფირმო ცხაურის გარდა, მას სხვა სილამაზე არ ჰქონდა. მანქანის წინა ფარები სატვირთო ავტომობილიდან მოპარული გეგონებოდათ, ხოლო უკანა მხრიდან ის იაფფასიან მცირელიტრაჟიან მანქანას ჰგავდა, თუმცა შინაგანი ინტერიერი საკმაოდ მდიდრული და დახვეწილი იყო.



Alfa Romeo SZ/RZ – 1989-1994 წლები


image

მანქანის დიზაინერებმა დიდი შეცდომა დაუშვეს: მართკუთხედის ფორმის ფარები საოცრად არ უხდებოდა Alfa-ს კლასს, მაგრამ ეს კიდევ არაფერი: მანქანას ამახინჯებდა "გასიებული" მასიური ძარა და სწორკუთხა და მრგვალი ფორმების აბსურდული შეხამება. ამაში გასაოცარი არაფერია: ავტომობილის შექმნაში მონაწილება მიიღეს Zagato -ს სპეციალისტებმა, ისინი კი, როგორც ცნობილია, ათასგვარი გიჟური იდეებით არიან ცნობილი.


image


ტექნიკურად მანქანა საკმაოდ საინტერესო იყო, მაგრამ გარეგნული იერსახის გამო მან პოპულარობა ვერ მოიპოვა და სულ 1500 ეგზემპლარი იქნა გამოშვებული.



Edsel – 1958-1960 წლები


image

ეს მოდელი იყო მცდელობა იმისა, გაკეთებინათ რაღაც შუალედური Ford -ის ხელმისწვდომ მოდელსა და პრემიუმ კლასის Mercury-ს შორის. Edsel-ი არაკეთილსაიმედო გამოვიდა და ვერ გაამართლა იმედები, მისი ფიასკოს ძირითადი მიზეზი მისი დიზაინი იყო.


image


მანქანის დიზაინის შესახებ ხუმრობაც კი გავრცელდა, რომ თითქოსდა მისი წინა ნახევარი ერთმა მხატვარმა დახატა, ხოლო უკანა-მეორემ, ამასთანავე მხატვრებს აკრძალული ჰქონდათ ერთმანეთის ნამუშევრის ნახვა. ბევრი ავტომოყვარული იცინოდა უცნაური სპიდომეტრის ნახვით, მაგრამ ყველაზე სასაცილო რადიატორის ცხაური იყო, რომელიც სტილისტების ჩანაფიქრით ფარს უნდა დამსგავსებოდა. რას აღარ ადარებდნენ Edsel-ს: ზოგი მას ნალს უწოდებდა, ზოგი უნიტაზზე დასაჯდომს, ზოგიც კიდეც ქალის.... დანარჩენს თქვენ თვითონ მიხვდით! ამის შემდეგ აბა რა წარმატებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი?



Ford Scorpio -–1994-1998 წლები


image

პირველი თაობის Ford Scorpio იყო საკმაოდ დიდი, კომფორტული და სასიამოვნო ავტომობილი. ერთადერთი, რაც ბიზნეს-კლასის ამ ავტომობილს აკლდა-ეს იყო კარგი დიზაინი. მეორე თაობის მანქანებში დიზაინერებმა გადაწყვიტეს ეს შეცდომა გამოესწორებინათ და...ამჯერად მეტისმეტი მოუვიდათ.


image


საბოლო ჯამში მანქანა დაემსგავსა მექსიკის მხურვალე მზეზე რამოდენიმე საათით დაგდებულ პლასტელინს: ავტომობილი აბსოლუტურად უფორმო იყო. მან კონვეიერზე მხოლოდ ოთხი წელი გაძლო, როგორც ეს იყო მოსალოდნელი.



Pontiac Aztek - 2001-2005 წლები


image

Aztek ჩაფიქრებული იყო, როგორც ფუნქციური კრასოვერი, მაგრამ მისმა დიზაინმა სრული ფიასკო განიცადა. ის იმდენჯერ გახდა "ყველაზე საშინელი ავტომობილის" ტიტულის მფლობელი, რომ ბრეჟნევის მედლების რეკორდიც კი მოხსნა.


image


მანქანის გამოშვება 2001 წელს დაიწყეს, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ მისი წარმოება შეჩერდა. მას ვერ უშველა ვერც ხმაურიანმა სარეკლამო რგოლებმა და ვერც მისაღებმა ფასმა.



SsangYong Rodius - 2004 წლიდან დღემდე


image

ეს კორეული უზარმაზარი ურჩხული შესაძლებელია ყოფილიყო ხუთ-, შვიდ-, ცხრა და თერთმეტადგილიანიც კი. ის აღჭურვილი იყო ყველანაირი კომფორტით და Mercedes-Benz-ს შემოწმებული აგრეგატებით, მაგრამ მანქანას გააჩნდა საშინელი დიზაინი.


image


Rodius-ის შემქნელები ირწმუნებოდნენ, რომ მისი დიზაინის შემუშავებისას ხელმძღვანელობდნენ საოკეანო იახტებით, მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ისინი ესკიზის ხატვისას იახტებს კი არა, ბეჰემოთებს უყურებდნენ.



Fiat Multipla –1998-2010 წლები


image

თუ ფანტასტიკური ფილმის "უცხოს" გმირი ნამდვილად არსებობდა, მაშინ ის სავარაუდოდ სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდა. ძარის სხვადასხვა ადგილას გაბნეული ფარები ყოველი მხრიდან გაუნათებდა მას გზას, ხოლო მანქანის ფორმები ყველაზე გაბედულ რეჟისორსაც კი გაუთეთრებდა თმებს.


image


არც მანქანის შიგნით იყო უკეთესი მდგომარეობა: უამრავი სავენტილაციო ცხაური და მძიმე ნაცრისფერი გადასაკრავები კარგ ხასიათზე არ დააყენებდა მანქანის მფლობელს. მყიდველებმა ეს "შედევრი" ორი წელი ითმინეს, რის შემდეგაც Fiat იძულებული გახდა ის კონვეიერიდან ჩამოეღო.



Subaru Baja – 2002-2006 წლები


image

დიახ, დიახ, ჩვენ ვიცით, რომ მეორე თაობის Subaru Outback, რომლის ბაზაზეც ააგეს Baja, სავსებით ადეკვატური და ნორმალური დიზაინის ავტომობილი იყო, მაგრამ მოაჭრა ასეთ ავტომობილს უკანა ნაწილი მისი პიკაპად გადაქცევის მიზნით, იგივეა, რაც სკოლის მასწავლებელს "იროკეზის" ვარცხნილობა გაუკეთო.


image


მოდელი ძირითადად შემუშავებული იქნა აშშ-ის ბაზრისათვის. გეგმა ასეთი იყო: დააახლოებით 24 ათასი ავტომობილი წელიწადში, მაგრამ წარმოების ოთხი წლის განმავლობაში იაპონელებმა მოახერხეს მხოლოდ 30 ათასი მანქანის გაყიდვა.



Covini C6W - 2004 წლიდან დღემდე


image

ექვსთვლიანი ავტომობილი-ეს ძალიან კარგი იდეაა. ჯერ კიდევ 1976 წელს ბოლიდმა Tyrrell P34 19-მა აჩვენა მთელ "ფორმულა-1" -ს, რომ სამღერძიანი მანქანა საკმაოდ სწრაფი შეიძლება იყოს. იტალიურმა ფირმამ Covini Engineering გადაწყვიტა ეს ღერძული სისტემა სამგზავრო მანქანებზე გადაეტანა.


image


ამბობენ, რომ C6W საკმაოდ სწრაფად დადის, აქვს შესანიშნავი V8 ძრავა 4, 2 ლიტრი მოცულობით, ექვსსაფეხურიანი მექანიკური კოლოფი და მოსახვევებში შესვლისას საოცარი მანევრირევის უნარი, მაგრამ გარეგნული სახე?....ავტომობილი კლასიკური სუპერკარის გარეგნობით, მაგრამ ამავე დროს ექვსი თვლით ისე გამოყურება, როგორც ბირთვული მუტანტი. ამბობენ, რომ მას ჯერ კიდევ აწარმოებენ, მაგრამ ნეტავ ვინმე ყიდულობს კი?

3
2598
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2598
  
2019, 2 ოქტომბერი, 11:58
ალფა კაია, წინიდან განსაკუთრებით მშვენიერი ვიდი აქვს
2016, 6 იანვარი, 20:10
მე არცერთზე არ ვიტყოდი უარს :DDD
2016, 6 იანვარი, 16:49
მართლა სიმახინჯეა ეს მოდელები, თუმცა ვერ დავეტანხმები ალფას და სუბარუ ბაჯას, მე ძალიან მევასება ორივე ;)
0 1 3