x
image
დონ ჟუან
ფაქტები და უცნაურობები აინშტაინზე

image 1.ერთხელ აინშტაინი იყო მიღებაზე ბელგიის დედოფალთან. ჩაის სმის შემდეგ იყო პატარა სამოყვარულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა დედობალმაც მიიღო. კონცერტის შემდეგ აინშტაინი მიუახლოვდა დედოფალს და უთხრა:
-თქვენი უდიდებულესობავ, თქვენ ასრულებდით (ცეკვას, სიმღერას) შესანიშნავად, მითხარით, რაში გჭირდებათ დედოფლის პროფესია?
სულ ეს იყო,
2.მერილინ მონროს თურმე ძალიან მოსწონდა აინშტაინი. ერთხელაც, როდესაც ცნობილ მსახიობ ქალს მიეცა საშუალება, ახლოს გაეცნო ეს გენიოსი, დარცხვენის გარეშე უთხრა:
„პროფესორო, რას იტყვით, შვილი ხომ არ გაგვეჩინა მე და თქვენ? რა ბავშვი გამოვა, ხომ იცით - ჩემი გარეგნობა და თქვენი გონება!“ აინშტაინმა კი სერიოზულად მიუგო:
„ბავშვის შექმნის პროცესის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ, პირიქით რომ გამოვიდეს - ჩემი გარეგნობა და თქვენი გონება? ამას ვერიდები!“
image 3.აინშტაინის ცოლს კითხეს, თუ რას ფიქრობდა ის თავის ქმარზე. მან უპასუხა:
-ჩემი ქმარი გენიაა! მას შუძლია გააკეთოს საერთოდ ყველაფერი, გარდა ფულისა !

4.ერთმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა, რომელსაც ხელში წიგნაკი და ფანქარი ეჭირა, ჰკითხა აინშტაინს:
– გაქვთ თუ არა ბლოკნოტი ან წიგნაკი, სადაც იწერთ თქვენს დიად ფიქრებს (აზრებს)
აინშტაინმა შეხედა მას და უპასუხა:
– ახალგაზრდავ! სინამდვილეში დიადი აზრები თავში ისე იშვიათად მოდის, რომ არაა რთული მათი დამახსოვრება.
5. ერთმა ნაცნობმა ქალბატონმა სთხოვა აინშტაინს, რომ დაერეკა მისთვის, მაგრამ გააფრთხილა, რომ მისი ტელეფონის ნომერი ძალიან რთული დასამახსოვრებელი იყო:
– 24-361. დაიმახსოვრეთ? გამიმეორეთ!
– რა თქმა უნდა, დავიმახსოვრე! ორიათეული და 19 კვადრატში.
6.აინშტაინი და კომპოზიტორი ჰანს ეისლერი როგორღაც მოხვდნენ ერთად, ერთ სახლში. დიასახლისმა იცოდა, რომ აინშტაინი კარგად უკრავდა ვიოლინოზე, სთხოვა დაეკრა მას ეისლერთან ერთად. კომპოზიტორი დათანხმდა, აინშტაინმაც მოამზადა თავისი ვიოლინო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რამდენჯერაც ეისლერმა დაიწყო დაკვრა, აინშტაინი ვერა და ვერ ჩაჯდა ტაქტში. ეისლერი ადგა როიალიდან და თქვა:
– არ მესმის მთელი მსოფლიო რატომ თვლის უდიდეს ადამიანად კაცს, რომელსაც სამამდე თვლა არ შეუძლია.

1
451
5-ს მოსწონს
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
451
  
2015, 10 ივნისი, 13:38
რა მაგრა უთქვამს აინშტაინის ცოლს? :)
0 1 1