x
მეტი
  • 20.10.2019
  • სტატია:95769
  • ვიდეო:343125
  • სურათი:457752
უცნაური ფაქტები პირამიდების შესახებ

მერიდიანი, რომელიც გიზეს შორის გადის, წყლებს და კონტინენტებს, ზუსტად ორ თანაბარ ნაწილად ყოფს.
პირამიდა, ზუსტად მხარეებისკენ (აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, ჩრდილოეთი) არის მიმართული. მშენებლობისას ჩატარებულია გათვლები, რომლის მეშვეობითაც, მთელი არელის თვალით გაზომვა არის შესაძლებელი, რაც ნაპოლეონის თანმხლებმა მეცნიერმაც დაადასტურა.

იზეს სამი პირამიდა, ერთმანეთში, პითაგორას სამკუთხედის მიხედვით არის გათვლილი და მათი გვერდები ერთმანეთთან 3:4:5 შეფარდებით დგას.
მანძილი პირამიდიდან დედამიწის ცენტრამდე ზუსტად შეესაბამება მანძილს ჩრდილოეთ პოლუსამდე, რომელიც ასევე შეესაბამება მანძილს დედამიწის ცენტრიდან ჩრდილოეთ პოლუსამდე.
პირამიდის გვერდის (230, 37 მეტრი) ნამრავლი ორზე, გაყოფილი პირამიდის
თავდაპირველ სიმაღლეზე (146, 64 მეტრი) იძლევა 3, 14, რიცხვს რომელსაც
ეწოდება π.
პირამიდის ოთხივე გვერდის ფართობი, მისი სიმაღლის კვადრატს უდრის,
გიზეს სამი პირამიდა, ზუსტად ემთხვევა ორიონის თანავარსკვლავედს…


image


მართალია, ნასა დუმს უცნაური, ფოტონური ღრუბლების შესახებ, რომლებმაც სადღეისოდ ფაქტობრივად მოიცვეს მზის მთელი სისტემა, მაგრამ ინფორმაციამ ზოგიერთ მეცნიერთაგან უკვე გაჟონა; და ახლა, იმისდა მიხედვით რა ზომითაც მოიცავს ეს ავისმომასწავებელი ღრუბელი მზის სისტემას, იმ ზომით, ოღონდ აუხსნელი სახით, დაიწყებს ზემოქმედებას მზეზე და სხვა პლანეტებზე.
საკვირველია ის, რომ იმ ზომით რა ზომითაც ეს უცნაური ენერგია იჭრება ჩვენს სივრცეში, ზოგიერთი ცნობილი პირამიდა ენერგიის ინტენსიურ გამომუშავებას იწყებს. ენერგიის ძლიერი კონის გამოფრქვევის რამოდენიმე შემთხვევა უკვე კარგად არის დოკუმენტირებული. ამავე დროს, ადამიანებმა მთელს მსოფლიოში შენიშნეს უცნაური, შემაძრწუნებელი ხმები და ხმაური, რომელიც ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, თითოქსდა დედამიწა გმინავს და ტირის.


image


ზოგიერთი ტურისტი ყვიროდა და საჩქაროდ ვიდეოზე ან მობილურ ტელეფონზე იღებდა მოვლენას, როდესაც მაიას პირამიდამ გრუხუნი დაიწყო. მაგრამ ეს არ ყოფილა მიწისძვრის შედეგი, რადგან იმწამსვე თვალისმომჭრელი სხივი აიჭრა კოსმოსში, ხოლო დაშინებული თვითმხილველები გაოგნდნენ, რადგან არ იცოდნენ რა ეფიქრათ.მაგრამ მაიას კუკულკანის პირამიდა, რომელმაც კოსმოსში ენერგიის არაჩვეულებრივი სვეტი გამოტყორცნა, მხოლოდ ყველა პირამიდიდან ბოლო იყო, რომელმაც ეს გააკეთა. 2009 და 2010 წელს ბოსნიის პირამიდებზე სუფთა ენერგიის ფაქიზი სხივები აკიაფდნენ, რომლებიც პირამიდებიდან სივრცეში გამოიტყორცნებოდა. ამასწინათ ჩინეთის მთავრობამ განსაკუთრებული მეთვალყურეობა დააწესა Xianyang-ის პირამიდაზე, რომელიც შესამჩნევად აქტიურდება. გასულ წელს მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა ეს პირამიდა და დაასკვნა, რომ შესაძლოა ის იყოს არამიწიერი წარმომავლობის (ზოგიერთი ვარაუდობს რომ ამ ჩინურ პირამიდაში ნაპოვნია “უცხოპლანეტელთა” ბაზა – მაგრამ, ჩვენის აზრით, ეს ყოველივე სატანის იმ ძველ, წარღვნამდელ გეგმაზე მიანიშნებს, რომელიც ჩაიფუშა – რედ.)


image


პირამიდები – დედამიწის ენერგიის ეს ხელთქმნილი კონდენსატორები, რომლებიც პლანეტის მაგნიტური ველის ძალას ეყრდნობიან, – გამოტყორცნიან და ასხივებენ სუფთა ენერგიის კონას, რომელიც ჩვენი დაუცველი პლანეტარული სისტემის გარემომცველი ღრუბლისკენ არის მიმართული.პროგნოზირებადი ხმები ფიქსირდება, იწერება და ანალიზი უკეთდება 2011 წლიდან. ბოლო დროს ზოგიერთი ჩანაწერი Youtube-ზეც გაჩნდა. ამ ვიდეოების დამთვალიერებლები ტოვებენ კომენტარებს, რომლებშიც ვერ მალავენ თავიანთ გაკვირვებას და ამ უცნაური ხმების წარმომავლობის გარკვევას ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს ფალსიფიკაციას, მრავალი ჩანაწერი ნამდვილია და მიწისქვეშა თუ ატმოსფერულ ხმებს ასახავს.


image



3
857
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
857
  
2015, 10 ივნისი, 14:51
დიდი მადლობა ასეთი კომენტარებისთვის
2015, 10 ივნისი, 13:48
საყურადღებოა!
2015, 10 ივნისი, 10:34
საინტერესოა :)
0 1 3