x
image
K.P.
ეთერ კაკულიას მდგომარეობა დამძიმდა, ექიმებმა მომღერალს მკურნალობა შეუწყვიტეს

image
მომღერელი ეთერ კაკულია თავს ცუდათ გრძნობს. ის სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა. მომღერლის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, რის გამოც ექიმებმა მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გდაწყვეტილება მიიღეს. ქალბატონ ეთერს კატასტროფის ცენტრი თბილისში ამაღამ ჩამოიყვანს. გაუძლებს თუ არა მომღერალი ფრენას ჯერ უცნობია. ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას ქალბატონი ეთერის მეგობარი, რაულ ქირია ავრცელებს. "ჩემი ეთერი ძალიან ცუდად არის, უკვე მკურნალობასაც ვეღარ უგრძელებენ, ბედის იმედად დავრჩით, დღეს ღამე ჩამოიყვანენ ისრაელიდან, არც ვიცი ფრენას თუ გაუძლებს"-წერს ბატონი რაული "ფეისბუქის" პირად გვერდზე. image


შეგახსენებთ რომ, დაახლოებით ერთი წლის წინ მომღერალ ეთერ კაკულიას ექიმებმა სისმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. "უკიდურესად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, ჩემი მეგობარი, მომღერალი ეთერ კაკულია მძიმე მდგომარეობაშია. სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება. მას დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი და საწრაფოდ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გამგზავრება და ჰოსპიტალიზება. ვისაც შეგიძლიათ დახმარება მოგვიანებით მის პირად ანგარიშს მოგაწვდით და აქვე გთხოვთ, მან არ იცის მისი ზუსტი დიაგნოზი და თუ დაუკავშირდებით ნუ ეტყვით დიაგნოზს... იმედი მაქვს რომელიმე შოუ, ან გადაცემაც დათანხმდება საქველმოქმედო საღამოს ჩატარებას, რათა მოხდეს სასწრაფო წესით თანხის შეგროვება, დრო ძალიან ცოტაა და საწრაფოა"-წერდა რაულ ქირია ეთერ კაკულიას მდგომარეობის შესახებ რამდენიმე თვის წინ.

ეთერ კაკულიას დასახმარებლად სპეციალური გადაცემა და საქველმოქმედო კონცერტიც შედგა, მოგროვდა თანხის გარკვეული ნაწილიც. ცოტა ხნის წინ მომღერლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა როგრც ჩანს, საბოლოოდ, მკურნალობა დაგვინებული აღმოჩნდა. image


0
1044
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1044
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0