x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პლასტიკურ ქირურგიას კიდევ ერთი კინო ვარსკვლავი ემსხვერპლა

imageრამდენჯერმე დაიწერა, რამდენჯერმე ითქვა და რამდენჯერმე სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემები მიეძღვნა პლასტიკური ქირურგიის გაუთვალისწინებელ და მოსალოდნელ სახიფათო შედეგებს, სიკვდილსაც კი. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ უშედეგოა. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ სახეშეცვლილი, დამახინჯებული, გადაგვარებული და ხშირ შემთხვევაში კი სიკვდილის სარეცელზე მყოფი ადამიანები, რომელთა უმეტესობა კი სამყაროს ცნობილი ვარსკვლავია.

სულ ახლახანს ინდური კინოვარსკვლავის არტი აგარვალის ცხოვრებაც მოულოდნელად შეწყდა და მისი ხანმოკლე ცხოვრება ლიპოსაქციის ოპერაციას შეეწირა.მსახიობმა ოპერაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში - ნიუ ჯერსის ცნობილ კლინიკაში გაიკეთა. თავდაპირველად თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. მსახიობი ერთი თვეა, სწორედ ამ კლინიკაში აგრძელებდა მკურნალობის კურსს. ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეში მსახიობს სუნთქვის პრობლემა შეექმნა, კონკრეტულად კი მენეჯერის თქმით, არტი აგარვალს სუნთქვის გაძნელება - ანუ სიმსუქნის გამო ფილტვის პრობლემები შეექმნა: - " არტიმ მკურნალობის სრული კურსი ჩაიტარა, მაგრამ მოულოდნელად გართულებები განვითარდა, რამაც გულის შეტევა გამოიწვია. ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ ექიმებმა ვერ მოახერხეს მისი გადარჩენა, ის გულის შეტევით გარდაიცვალა"... - განუცხადა პრესას მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.image

როგორც "Sky News" იუწყება, ინდოეთის კინოვარსკვლავი არტი აგარვალი 31 წლის ასაკში ატლანტა სიტის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში გულის შეტევით გარდაიცვალა.image


0
747
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
747
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0