x
image
მანჩო 777
ოცი გასაოცარი ისტორიული ფაქტი, რომელთა დაჯერება ერთი შეხედვით რთულია
ისტორია ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს, რომლთა შეცნობას ნელ-ნელა ახერხებს ადამიანი. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ოცი გასაოცარი ისტორიული ფაქტი, რომელთა დაჯერება ერთი შეხედვით საკმაოდ ძნელია, მაგრამ ისინი ნამდვილად სიმართლეს წარმოადგენენ.


1. შუა საუკუნეებში კბილების პროთეზებს აკეთებდნენ ბრძოლის ველზე მოკლული ჯარისკაცების კბილებიდან.


image



2. როცა მექსიკელმა გენერალმა სანტა ანამ ფეხი დაკარგა, მან მოჭრილ ფეხს ნამდვილი პანაშვიდი და დაკრძალვა მოუწყო.


image


3. როდესაც ოსმალეთის იმპერიის მმართველმა იბრაჰიმ I-მა გაიგო, რომ ერთ-ერთმა ცოლმა უღალატა, მან უბრძანა მასთან ერთად ყველა დანარჩენი 300-ვე ცოლი დაეხრჩოთ.


image


4. ძველ რომში პირის გამოსავლებ ანტიბაქტერიულ სითხედ ადამიანის შარდს იეყენებდნენ.


image


5. აცტეკების მთავარი ტაძრის კურთხევისას (1487 წელი) 20 ათასი ადამიანი შეწირეს მსხვერპლად.


image


6. ძველ ეგვიპტეში მოსამსახურეებს სპეციალურად უსვამდნენ თაფლს, რომ ბუზებს და სხვა მწერებს ფარაონები არ შეეწუხებინა.


image


7. მეცხრამეტე საუკუნემდე საკმაოდ ბევრ ქვეყანაში მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვითაც ცხოველებს ადამიანების მსგავსად ასამართლებდნენ რაიმე დანაშაულის გამო.


image


8. პეტრე პირველმა თავი მოკვეთა მისი ცოლის საყვარელს და ქალს აიძულა მისი თავი სპირტში შენახული ჰქონოდა საკუთარ საძინებელში.


image


9. მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მიღებული იყო მიცვალებულების ნეშტის ჭამა, რადგან ითვლებოდა, რომ ეს ბევრი დაავადებისაგან კურნავდა.


image


10. მეოცე საუკუნის დასაწყისში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ექიმებს ხშირად იყნებებდნენ სარეკლამო კამპანიების დროს.


image



11. 755 წელს ჩინეთში მომხდარი ლიუშანის აჯანყებისას დაიღუპა 30 მილიონამდე ადამიანი. ეს მაშინ ფაქტიურად პლანეტის მოსახლეობის მეექვსედი იყო.


image


12. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისათვის ამერიკის სამხედრო ძალებში სულ 18 მფრინავი იყო.


image


13. ყველაზე ხანმოკლედ ითვლება ომი ზანზიბარსა და ინგლისს შორის, რომელიც სულ 38 წუთი გრძელდებოდა.


image


14. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ბრიტანული ტანკები აღჭურვილი არიან ჩაის მოსამზადებელი მთელი მოწყობილობით.


image


15. 1982 წელს ქალაქმა კი-უესტმა თავი აშშ-ისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა, გამოუცხადა მას ომი და მაშინათვე მოახდინა კაპიტულაცია, მოითხოვა რა აშშ-ისაგან ერთი მილიარდი დოლარი კომპენსაციის სახით.


image


16. სადამ ჰუსეინს ერთხელ სიმბოლურად აჩუქეს ქალაქ დეტროიტის სიმბოლური გასაღები.


image


17. უკანასკნელი 3500 წლის განმავლობაში კაცობრიობა სრული მშვიდობის პირობებში ცხოვრობდა სულ...200 წელი.


image


18. მსოფლიოში მომხდარი ათი ყველაზე სისხლიანი ომიდან შვიდი ჩინეთის წილად მოდის.


image


19. მაიას ტომები თავიანთ ღმერთებს წირავდნენ მსხვერპლს და მათ მკერდიდან ჯერ კიდევ მფეთქავ გულს აცლიდნენ.


image


20. როდესაც ძველ ეგვიპტეში ფარაონი კვდებოდა, მის სხეულს ამუმიებდნენ და მარხავდნენ სამარხში თავის ცოცხალ მოსამსახურეებთან ერთად.


image


21. ერთხელ რომაელმა იმპერატორმა კომადუსმა შეკრიბა ყველა ინვალიდი მთელი სამეფოდან და მათ აიძულა კოლიზეუმის არენაზე ებრძოლათ მანამ, სანამ ყველანი არ დაიხოცებოდნენ.


image

5
3012
19-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3012
  
2015, 11 ივნისი, 1:41
ძალიან საინტერესოა
2015, 10 ივნისი, 14:48
მაგარი სტატიაა მანჩოო :–*
2015, 9 ივნისი, 15:38
მართალი ხარ,ინ..მაგრამ ისტორიას ვერსად გაექცევი :(
2015, 9 ივნისი, 15:18
ზოგი ფაქტი გულისამრევია,ზოგიც სამარცხვინო :(
0 1 5