x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
10 საიდუმლო, რომელიც ზედმეტი საკვების მიღებისგან დაგიცავთ - იყავით ფორმაში!
image
ზედმეტი წონა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ბევრი მაინც ვერ ახერხებს სასურველ ფორმაში ჩადგომას. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ძალიან მარტივ რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ შემაციროთ საკვების მიღება და, შესაბამისად, მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები.


ცნობილი ბრიტანელი ფსიქოლოგი, რიჩარდ უიზმანი გთავაზობთ სწრაფი გახდომის 10 საიდულოს, თან ისე, რომ უარის თქმა არაფერზე მოგიწევთ.


1. მიირთვით მცირე ზომის ჭურჭლიდან. ორ თეფშზე შეიძლება იყოს ერთნაირი რაოდენობით საკვები, მაგრამ აქედან უფრო მცირე ზომის ჭურჭელში პორცია ვიზუალურად მეტი ჩანს.

image


2. თუ მემარჯვენე ხართ, საკვები მიირთვით მარცხენა ხელით, და პირიქით. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ხერხი 20%-ით ამცირებს მიღებული საკვების რაოდენობას.

image

3. სითხე დალიეთ მაღალი და ვიწრო ჭიქიდან. ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ დაბალ და ფართე ჭიქაში ნაკლები სითხე ჩადის, ვიდრე მაღალსა და ვიწროში. მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ილუზიაა, რადგან პირველის მოცულობა უფრო მეტია.

image

4. სამზარეულოში დაკიდეთ სარკე. ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის დროს, მონაწილეებს მაგიდაზე დაუდეს სარკე და სასარგებლო და მავნე საკვებით სავსე ორი თეფში. როგორც აღმოჩნდა, სარკის გავლენით ადამიანები უფრო გონიერად იქცეოდნენ და უპირატესობას ანიჭებდნენ ჯანმრთელ პროდუქტს.

image

5. როცა მოგშივდებათ დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. უპირატესობა მიანიჭეთ ხილის არომატის საღეჭ რეზინს, რადგან პიტნის ან მენთოლის არომატმა შეიძლება შეცვალოს სასარგებლო პროდუქტის გემო.

image

6. მიირთვით ნელა. ადამიანები, რომლებიც ჩქარა ჭამენ, მეტს მიირთმევენ. ყოველი ლუკმის შემდეგ დადეთ ჩანგალი/კოვზი და შეანელეთ ტემპი.

image

7. გამოიყენეთ წითელი ფერის თეფშები. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები ინტუიციურად ნაკლებს მიირთმევენ, როცა საკვები წითელ თეფშზე დევს, რადგან ეს ფერი ასოცირდება აკრძალვასთან.

image

8. ჭამის დროს გამორთეთ ტელევიზორი. "ცისფერი ეკრანის" წინ ჭამა უნებურად მეტი საკვების მიღებისკენ გვიბიძგებს. თუ მიეჩვევით ჭამის დროს ტელევიზორის გამორთვას, ეს თქვენს რაციონს 50%-ით შეამცირებს.

image

9. გადაუღეთ ფოტო მთელ იმ მავნე პროდუქტს, რომლის ჭამასაც აპირებთ. ეს შეამცირებს მიღებული საკვების რაოდენობას ერთი მესამედით.

image

10. თავი აარიდეთ პროდუქტების დიდ ასორტიმენტს. როცა ადამიანი ბევრ სხვადასხვა საკვებს ხედავს, მას უჩნდება სურვილი ყველა გასინჯოს. სჯობს თეფშზე იდოს საკვების იგივე რაოდენობა, მაგრამ ნაკლები ასორტიმენტი.


image



2
763
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
763
  
2015, 12 ივნისი, 21:10
გავაზიარე
2015, 9 ივნისი, 12:23
საინტერესოა ნათი :)) თუმცა საღეჭი რეზინის ღეჭვა მხოლოდ ჭამის შემდეგაა რეკომენდირებული და ისიც 10-15 წუთით, წინააღმდეგ შემთხვევაში აღაგზნებს კუჭის მოტორულ ფუნქციას და ცრუ ინფორმაციით მის ამუშავებას იწვევს, რაც საწინდარია კუჭის დაავადებების.
0 1 2