x
image
natia.a
რა ქონებას ფლობს მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი
ფეხბურთი არა მხოლოდ პოპულარული თამაშია, არამედ საკმაოდ მომგებიანი ბიზნესიც. დღეს უკვე არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბების მფლობელები არიან მილიონრები, არამედ ფეხმურთელებიც. ეს ადამიანები ბუნებამ უხვად დაასაჩუქრა სპორტული ტალანტით, მათ კი ბუნების ამ საჩუქრის ფულად ქცევა შეძლეს და უმდიდრეს ადამიანებად იქცნენ... ამასაც ნიჭი სჭირდება! საინტერესოა, რამდენს უტოლდება მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ქონება.


1. "ბარსელონის" არგენტინელი სუპერ ფორვარდი ლიონელ მესი - მსოფლიოს საუკეთეო და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ჟურნალ France Football-ის ცნობით, მესის წლიური შემოსავალი "ბარსაში" თამაშითა და სხვადასხვა სარეკლამო კამანიებში მონაწილეობით, 31 მილიონ ევროს შეადგენს.

image
2. კრიშტიანუ რონალდომ გასულ წელს დაახლოებით 30 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მას 10-ზე მეტი ძვირადღირებული სპორტული ავტომობილი და რამდენიმე სახლი აქვს ესპანეთში.

image

3. "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი უეინ რუნის წლიურმა შემოსავალმა 20, 7 მილიონი ევრო შეადგინა.

image


4. სიმპატიური ბრაზილიელი ფეხბურთელი, კაკა, მართალია უკვე აღარ თამაშობს "მილიონრების გუნდად" წოდებულ "რეალში", მაგრამ მისი წლიური შემოსავალი 20 მილიონ ევროს მაინც უტოლდება.
image
5. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი და მოდელი დევიდ ბეკჰემი, მიუხედავად თავისი ასაკისა, განაგრძობს ფეხბურთის თამაშს ფრანგულ "პსჟ"-ში, თუმცა მისი შემოსავლის ძირითად ნაწილს მაინც სარეკლამო ჰონორარები შეადგენს. ბოლო დროს მისი შემოსავალი შემცირდა, მაგრამ წლიურად 19 მილიონ ევროს მაინც უტოლდება.


image

6. 2005 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა - ბრაზილიელმა რონალდინიომ, რომელმაც "ბარსელონადან" და "მილანიდან" სამხრეთ ამერიკაში გადაინაცვლა, გასულ წელს თავისი ბიუჯეტი 18, 3 მილიონი ევროთი შეავსო.


image
7. მართალია, ზემოჩამოთვლილ ფეხმურთელებს პოპულარობით ვერ შეედრება არგენტინელი კარლოს ტევესი, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის წლიურად 15, 4 მილიონი ევროს გამომუშავებაში.


image
8. ფრენკ ლემპარდი ლონდონის "ჩელსის" ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. იგი არა მხოლოდ რომან აბრამოვიჩის კლუბის, არამედ მთლიანად ინგლისის ნაკრების ლიდერია. გასულ წელს მისმა შემოსავალმა 14, 2 მილიონ ევროს მიაღწია.


image

9. "ჩელსის" კიდევ ერთი ვარსკვლავის - ესპანელი თავდამსხმელის ფერნარდო ტორესის შემოსავალი კი 14 მილიონს აღწევს და ეს საკმარისია, რათა ამ ტოპ ათეულში ჯერ-ჯერობით ადგილი შეინარჩუნოს.


image
10. დაბოლოს, "მანჩესტერ სიტი" იაია ტურეს წლიურად 13, 8 მილიონ ევროს უხდის, რაც განაპირობებს კიდევ მის მეათე ადგილს ამ ათეულში.


image

0
1505
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0