x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
10 ყველაზე ცნობილი განძი, რომლებიც დღემდე ვერ იპოვეს
დღეს, მემგონი ყველა თქვენგანის სურვილია მყისიერად გამდიდრდეს. ქვეყანაში აღნიშნული პრობლემების გამო სამსახურებიც ჭირს და ბუნებრივია, რომ ფულის შოვნა იოლი გზით უფრო სასურველია, რისთვისაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ენდობა იღბალს და ლატარიის თუ სხვა რაიმე "აქციის" მონაწილე ხდება, იქნებ გაუღიმოთ ფორტუნამ და "გამოკრან ხელი რაიმე გარკვეულ სოლიდურ თანხას". ყველაზე რომანტიულ გზად კი მაინც საგანძურის ძიება მიაჩნიათ, რომელთაგან უმეტესი ლეგენდაა, უმეტესი კი ისტორიულ ფაქტებს დაყრდნობილი, თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა მათი აღმოჩენა. Editorial Ofigenno-მ კი შექმნა იმ აღმოუჩენელი განძების კრებული, რომელთა ძიებაში კვლავ არიან, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.


image

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ განძს, რომლებიც დღემდე ვერ იპოვეს:



1. John Lackland-ის განძი.


imageJohn Lackland-ი ინგლისის ყველაზე ცუდ მეფეთაა აღიარებული ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა ქვეყნის მართვა, სამაგიეროდ კარგად ეხერხებოდა მონასტრებისა და ეკლესიების გაძარცვა. ამის გამო დაიწყეს მისი დევნა ქვეყნიდან. მეფე იძულებული იყო მთელი განძით დაეტვირთა ცხენები და თავისთვის გაქცევით ეშველა, თუმცა აქაც არ გაუმართლა მას, ჭაობის გადაკვეთისას მეფე ცხენებიანად წყლის სიღრმემ შთანთქა. მართალია გარკვეული პერიოდის შემდეგ დაშრა ჭაობი, თუმცა განძის კვალს დღემდე ვერაფრით მიაგნეს ირგვლივ.






2. მეფე Сигизмунд III-ის განძი.

image

ლეგენდის თანახმად, დევნილმა პოლონელებმა, რომლებიც "მინინისა" და "პოჟარსკის" (გვარები) მეთაურობით გადაადგილდებოდნენ, მეფე სიგიზმუნდ III-ის ბრძანებით ოქროს ნადავლი სმოლენსკის გზაზე ჩამარხეს. ისტორიკოსებმა ვერ დაადგინეს ზუსტი კოორდინატები, თუმცა ვარაუდობენ მოსკოვის რეგიონს, კერძოდ მოჟაისკის ტერიტორიას. დღემდე კი განძს ვერ მიაგნეს.





3. Лёньк Пантелеев-ის განძი.

image XX-ე საუკუნის პირველი\მეოთხედის პერიოდის, სანკტ-პეტერბურგის ცნობილმა ქურდმა Лёньк Пантелеев-მა, ძარცვით მოაგროვა რა აურაცხელი ნადავლი, შეეცადა საზღვრის გადაკვეთას, თუმცა საგამოძიები ჯგუფმა კარგი სამუშაოს შედეგად იგი დააკავა და ადგილზე მოკლა გაქცევის მცდელობის დროს. რაც შეეხება განძს, ვერ აღმოუჩინეს და დღემდე ვერსად მიაგნეს კვალს თუ სად დამალა იგი Пантелеев-მა. არის ეჭვი, რომ სადმე მიწის ქვეშ ექნებოდა ჩაფლული, თუმცა სანკტ-პეტერბურგის თითქმის ყველა საეჭვო, მიწის ქვეშ არსებული ადგილები გადათხარეს და განძის კვალს ვერსად მიაგნეს.





4. Емельян Пугачев-ის განძი.

image

Емельян Пугачев-ი იყო გლეხთა ლიდერი, რომელმაც თავისი თანამდებობის პერიოდში დიდძალი განძი მოიხვეჭა, ხოლო როდესაც სიკვდილით დასაჯეს, განძის კვალს ვერსად მიაგნეს. ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ სადღაც ვოლგოგრადის ტერიტორიაზე დამარხა, დღემდე კი მის კვალს ვერავინ მიაგნო.





5. Batu-ს განძი.

imageერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი ნამდვილი ამბავია, რომლის თანახმად ვინმე ხანი ბათუს წლის ხარკიდან შეგროვილი ფულით დაკვეთა გაუკეთებია ნამდვილი ცხენის ანალოგი- ორი ოქროს ცხენი, რომლებიც ბათუს თავისი ქალაქის შესასვლელში დაუდგამს. თუმცა კულიკოვის ბრძოლის დროს ცხენები გაქრა, განძს კი დღემდე ვერავინ მიაგნო. არსებობს მხოლოდ ერთი მოსაზრება, რომ ისინი შეძლება ვოლგოგრადის რეგიონის, ლენინის რაიონში იყოს სადღაც.




6. Смоленск-ის ბანკის განძი.

imageმეორე მსოფლიო ომის დროს, სმოლენსკიდან ყველანაირი განძისა თუ ფულის ევაკუაცია მოხდა ადგილობრივი ბანკის სარდაფში. ევაკუაციის მომენტში, მხოლოდ ერთ, განძით დატვირთულ სატვირთოს ვერ მიუღწევია დანიშნულების ადგილამდე დაბომბვის გამო, ამიტომ ჯარისკაცებს, რომლებიც ამ განძს იცავდნენ, მოუხდათ მათი გადამალვა და სადღაც, სოფელ ოტმოსნოვის ტერიტორიაზე ჩამარხვა. ცხელი წერტილიდან ცოცხლებს ვერ გამოუღწევიათ, ამიტომ იმ განძის ზუსტი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობად დარჩა და ჯერაც ვერავინ მიაგნო.





7. ლიმას საგანძური.

image1820 წელს ქალაქ ლიმას მოსახლეობა აუჯანყდა ესპანეთს. ესპანელებმა ქალაქში არსებული ყველა სიმდიდრე დატვირთეს გემზე და გაამგზავრეს კაპიტან ტომასთან ერთად. ტომასმა მთელი გემის ეკიპაჟი ამოხოცა, განძი კი კუნძულ Cocos-ზე დამალა, რაშიც მხოლოდ სიკვდილის წინ გამოტყდა. ისტორია ნამდვილია, თუმცა განძს დღემდე ვერავინ მიაგნო.




8. Montezuma-ს სიმდიდრე.

imageMontezuma იყო აცტეკების მმართველი, როდესაც თავს დაესხა კორტესი. ევროპელებმა გაიტაცეს ლიდერი და გამოსასყიდათ ითხოვდნენ ოქროს სრულ საცავს. აცტეკებმა ვერ შეასრულეს კორტესის მოთხოვნა დათქმულ დროში, ამიტომ კორტესმა მათ ლიდერს თავი მოჰკვეთა. ამის შემდეგ კი დაბრუნდა Montezuma-ს სამფლობელოში, თუმცა ოქრო მის სამარხში აღარ დახვდა. ადგილობრივმა მცხოვრებმა ის გადამალეს უახლოეს ქალაქში, თუმცა ვერც ეს ოქრო ვერ იპოვეს დღემდე.




9. William Kidd-ის განძი.

imageXVII-ე საუკუნეში William Kidd-ი იყო ცნობილი მეკობრე, რომელიც ძარცვავდა გემებს და ოქრო-ვერცხლს მალავდა სხვადასხვა კუნძულზე. ერთ დღესაც იგი ჩამოახრჩვეს, თუმცა ვერც მის გემზე და ვერც თვით უილიამის მიერ შედგენილი პირადი რუკის მეშვეობით ვერ მიაგნეს განძის ადგილსამყოფელს.





10. Наполеон-ის სიმდიდრე.

imageკუტუზოვის არმიისგან გაქცეული ნაპოლეონის ჯარისკაცებმა არაერთი განძი ჩაფლეს რუსეთის მიწაზე, თუმცა ზუსტი ადგილსამყოფელი ძვირფასეულობისა, დღემდე ვერავინ გამოიცნო, თუმცა უშედეგო მცდელობას უამრავჯერ ჰქონდა ადგილი.



აქვე კი მინდა ჩემი სურვილით დავამატო თამარ მეფის განძზე მცირედი ინფორმაცია, რომელიც რატომღაც ამ ათეულში არ მოხვდა.


imageსაქართველოში ბევრი ლეგენდა არსებობს თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ. ოფიციალური ქართული ისტორიოგრაფია ცალსახად და ნათლად აფიქსირებს თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელს.


თამარ მეფის თანამედროვე ისტორიკოსების შრომებიდან ჩვენამდე მხოლოდ სამი მათგანის ნაშრომმა მოაღწია. ესენია “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, “ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“, “ლაშა-გიორგის მემატიანე“. სწორედ ამ წყაროებზე დაყრნობით, ოფიციალური ქართულ ისტორიოგრაფიაში თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელად გელათის მონასტერია მიჩნეული.


ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა მეფე თამარი, რომდესაც მას მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი თბილისის მახლობლად „აგარათა ციხეში“ გადაიყვანეს, ხალხი ეკლესიაში ლოცულობდა მეფის ჯანმრთელობისთვის, მკურნალები კი ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ. თამარ მეფე გარდაიცვალა 1215 წელს. როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ, ჯერ მცხეთაში დაასვენეს, მცხეთიდან კი გელათის მონასტერში გადაასვენეს. თუმცა ჩვენი ქვეყნის ღირსეული, წმიდანად შერაცხული მეფის საფლავიც, რომელსაც თან დიდძალი განძი ჩააყოლეს, დღემდე იდუმალ ჩიხში რჩება.



10
1641
24-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1641
  
2017, 11 აპრილი, 10:29
გამარჯობათ ვერ მეთტყვით თუ როგორ მივიღო ნებართვა არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებით?
იუთუბში ვუყურე ვიდეო,თუ როგორ საუბრობს ქართველი გეოლოგი,გელათის გეოგრაფიულ მდებარეობაზე,ამბობს,რომ,გელათი დგას კარსტულ მღვიმეებიზე, რომლებიც არის ძალიან ბევრი,არის ლაბირინთები, მთლიანად შეუსწავლელი და გამოუკვლევიო....არისო უამრავი მღვიმეო,ზოგიერთსო,კარები ქონდაო ამოლესილიო.ე.ი. თითქოსდა დალუქული იყოო...... ხოდა იმ გეოლოგების ვარაუდით, თამარის საფლავი გელათის ქვეშ,მღვიმეებში უნდა მდებარეობდეს....
2015, 10 ივნისი, 18:27
უმაგრესი სტატიაა,მონტესუმაზე წიგნიც მაქვს წაკითული მხატვრულია მაგრამ ძალიან კარგი
2015, 9 ივნისი, 14:05
:D არ გეტყვი :P
2015, 9 ივნისი, 12:38
სადაც ინახავ... :)))))
2015, 9 ივნისი, 12:28
:D სახლში არ ვინახავ ტყუილა ნურავინ მოვა
2015, 9 ივნისი, 12:26
შენ მგონი დღეს ვიღაც "აგეხვოსტება" :)))
2015, 9 ივნისი, 12:25
ეგ განძეულობა ყველა მე ვნახე. ტყუილა ეძებენ :P
2015, 9 ივნისი, 10:35
გაიხარე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს :))
2015, 9 ივნისი, 10:35
გავაზიარე და ვაგრძელებ განძის ძებნას. :)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10