x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სისხლისმწოველები, ყველაფერი ვამპირების შესახებ, რაც კი დღემდე არ იცოდით!
ვამპირები, უფრო სწორად – სისხლისმწოველები თითქმის ყველა მითოლოგიაშია აღწერილი, მაგრამ მათ სამშობლოდ მაინც ტრანსილვანია მიიჩნევა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეპიდემიამ იმსხვერპლა. გაუნათლებელი გლეხები მიცვალებულს ეგრევე მარხავდნენ; ხშირად, ადამიანები კატალეფსიის (ფსიქიკური გადახრა, რომლის დროსაც ადამიანი ხანგრძლივი პერიოდით, პოზას არ იცვლის, ხშირად შიზოფრენიას ახლავს) დროსაც გარდაცვლილად მიიჩნევდნენ, და შესაბამისად მიწას აბარებდნენ. ცოტა ხანში “მკვდრები” იღვიძებდნენ და საფლავიდან ამოსვლას ამაოდ ცდილობნენ. თავდაპირველად, სამარხების ქურდები, მიცვალებულთა გაძარცვის მიზნით, მოგვიანებით კი ვამპირების გამოსავლენად, დაკრძალვიდან რამოდენიმე დღეში თხრიდნენ. თუ ადამიანი ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდა, სხეული უცვლელი ხვდებოდათ, კატალეფსიის შემთხვევაში, გვამს პოზა შეცვლილი ჰქონდა, ხოლო თუ ფრჩხილების ქვეშ და პირში სისხლის კვალსაც აღმოუჩენდნენ, ვამპირად შერაცხავდნენ. ხშირად, გაცოცხლებული ადამიანებისთვისაც მიუსწრიათ, რომელსაც მაშინვე ვამპირად შერაცხავდნენ ხოლმე და გულ-მკერდში სარის ჩარჭობით საბოლოოდ კლავდნენ.


imageimage


გარდაცვლილების გარდა, ვამპირად მიიჩნევდნენ წითურებს და ყველას, ვისაც დაბადებისას რაიმე ნაკლი ჰქონდა. საბერძნეთში, სადაც ძირითადი მოსახლეობა შავთვალებაა, ცისფერთვალებას აუცილებლად ვამპირად შერაცხავდნენ. ასევე ვამპირად მოიხსენიებდნენ თვითმკვლელებს, რომელთაც ეკლესია ცოდვილებად მიიჩნევდა. XIX საუკუნეში ბერძნებს ისე სჯეროდათ ვამპირების არსებობის (მათ ვრიკოლკასებს ეძახდნენ), რომ გარდაცვლილის საფლავს 3 წლის შემდეგაც თხრიდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ გვამი მიწად იქცა. ძველი ბერძნები გარდაცვლილს პირში ობოლოსს უდებდნენ (მათ სჯეროდათ რომ ამ მონეტით ჰადესის სამეფოში შეუშვებდნენ), რათა ბოროტ ძალებს სხეულში არ შეეღწიათ, XIX საუკუნეში კი, იმავე მიზეზით, პირზე ცვილის ჯვარს ასვამდნენ. უნგრელები და რუმინელები გარდაცვლილს კისერზე ცელს უმაგრებდნენ, რათა გაცოცხლების შემთხვევაში, თავი მოჰკვეთოდა.


imageimage



აგრეთვე მიაჩნდათ, რომ ვამპირები ვერ იტანდნენ ნივრის სუნს და გარდაცვლილს თავთან ნიორს უდებდნენ ან ნივრის გალას ყელზე ჰკიდებნენ. ვამპირიზმის გამოვლენის შემთხვევები დოკუმენტურად, პირველად 1721 წელს, აღმოსავლეთ ევროპაში აღწერეს. ვამპირებად მიიჩნიეს პრუსიელი პეტერ ბლაგოდევიჩი და სერბი არნოლდ პაოლე. ბლაგოდევიჩი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ დაკრძალვის შემდეგ, რამდენიმეჯერ შინ დაბრუნებული ნახეს. ერთხელაც მას, შვილისთვის საჭმელი უთხოვია და უარის მიღების შემდეგ, ვაჟი მოუკლავს. მოგვიანებით კი მეზობლებზე დაუწყია თავდასხმა – მათ სისხლგამოცლილებს პოულობდნენ… ყოფილი სამხედროსთვის, არნოლდ პაოლესთვის ვამპირს უკბენია და ისიც სისხლისმწოველი გამხდარა. ამის შემდეგ, მასაც მეზობლებზე დაუწყია ნადირობა… ამ ორმა შემთხვევამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ავსტრიის იმპერატრიცა, მარია ტერეზამ საქმეში გასარკვევად პირადი ექიმიც კი გაგზავნა. მან ვამპირიზმის შემთხვევები არ აღიარა და იმპერატრიცას ბრძანებით, საფლავების გათხრა, და მათი წაბილწვა აკრძალა.


imageimage


ვამპირები დღესაც არსებობენ. 2003 წელს მალავიში (სახელმწიფო აფრიკაში) ქვით ჩაქოლეს ვამპირად შერაცხილი ადამიანი, ხოლო მისი დანაშაულის ოთხ თანამონაწილეს, მათ შორის, გუბერნატორ ერიკ ჩივაიასაც სასტიკად გაუსწორდნენ; 2004 წელს რუმინელი ტომ პეტრე ნათესავებმა ვამპირად გამოაცხადეს, გვამს გული ამოაცალეს, დაწვეს და წყაგარეული ფერფლი დალიეს; ვამპირად შეიძლება, ზოგიერთი ფიზიკურად დაავადებული ადამიანიც მივიჩნიოთ. მაგალითად სერიული მკვლელი პეტერ კურტენი (მას გერმანელ ჯეკ მფატრავსაც ეძახდნენ) მსხვერპლს დიუსელდროფის შემოგარენში იჭერდა და მის სისხლს სვამდა; ასევე იქცეოდა რიჩარდ ჩეიზიც, ხოლო 1974 წელს, სისხლის გამოწოვის მიზნით, 24 წლის ვალტერ ლოკმა 30 წლის ელექტრიკოსი, ჰელმუტ მეია, სახლში შეიტყუა, მაგრამ მსხვერპლი გადაარჩინეს. ვამპირიზმის გამოვლინებად, ზოგიერთი მეცნიერი უიშვიათეს დაავადებას – პორფირიას მიიჩნევს. მასაც ისეთივე სიმპტომები აქვს როგორც – ვამპირს. ეს დაავადება, 1000 წლის წინათ ტრანსილვანიაში იყო გავრცელებული, სადაც ხშირი გახლდათ ინცესტი და ახლო ნათესავების ქორწინება.


imageimage


ბულგარეთის დედაქალქ სოფიაში არქეოლოგური გათხრებისას გვამებს მიაგნეს, რომლებიც შუა საუკუნეების, ვამპირული რიტუალით არიან დაკრძლული – იუწყება skynews.


imageimage


ქალაქ სოფიას ნაციონალური ისტორიის მიზეუმის ხელმძღვანელის ბოჟიდარ დიმიტორვის განცახადებით, ორი ცხედარი, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება, შავიზღვისპირა ქალაქ სოზოპოლშია აღმოჩენილი. იმდროინდელ ბულგარელებს სჯეროდათ, რომ გარდაცვლების შემდგომ დაღუპული ბოროტი ადამიანის სული შესაძლებელი იყო დედამიწას დაბრუნებოდა და თავი ცოცხალი ადამიანების სისხლით გამოეკვება. ამ ცრუმორწმუნე ლეგენდაზე დაყრდნობით, ბულგარეთის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა გარდაცვლილ გვამს მეტალის საგნით გულს უხეთქავდა და კისრის რამდენიმე მასალას უმტვრევდა. ეს სასტიკი რიტუალი იმ ადამიანების მიმართ ტარდებოდა, ვინც ხალხში ბოროტებას თესდა და თანასოფლელებს აშინდებდა. “ეს ორი ჩონჩხი კიდევ ერთი დასტურია იმ რიტუალისა, რომელიც შუა საუკუნეებში არსებობდა ბულგარულ სოფლებში, ეს წესი მეოცე საუკუნის დასაწყისამდე იყო შენარჩუნებული ”, – ამბობს მუზეუმის ხელმძღვანელი ბოჟიდარ დიმიტროვი. “ვამპირების” შიშით დამახინჯებული გვამები 2004 წლის არქეოლოგიურ გათხრებშიც იყო ნაპოვნი ბულგარეთსა და სერბიაში. იდეა ვამპირების შესახებ ბულგარული მითოლოგიის ნაწილი იყო და მოსახლეობას მისი სჯეროდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ლეგენდა გრაფი დრაკულასა და სხვა მრვალი სისხლისმღვრელი ვამპირის შესახებ.


imageimage



ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და უსაყვარლესი თემა, ვისაც მოგეწონებათ და

გაქვთ რაიმე აზრი ან ინფორმაცია ვამპირების შესახებ, გთხოვთ არ დაიზაროთ და

დაწერეთ კომენტარებში.







23
929
18-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
929
  
2021, 3 თებერვალი, 19:05
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი-შეგიძლიათ თქვენი ელფოსტა მომწეროთ
"ლაბორ ომნია ვინციტ" - შრომა ყველაფერს ძლევს. ამბობდნენ რომაელნი. :დდდ
2017, 21 ივლისი, 19:46
:D რამდენი გიშრომია კომენტარებში
კანეშნა თუ ვაფშე არიან
ვამპირი ცოლი მინდა...
და საერთოდ შეისწავლეთ დანიკენის და კრემოს შრომები... არავითარი ეშმაკები და ანგელოზები არ არიან... არიან ადამიანები (ჩვენ) და ზეადამიანები, რომლებიც სხვა სამყაროებიდან და ვარსკ. სისტემებიდან წარსულში მოვიდნენ ჩვენ პლანეტაზე და ჩვენმა ველურმა წინაპრებმა კიდე ვერაფერი გაუგეს და "ანგელოზებად" "ღმერთებად" და "ეშმაკუნებად" შერაცხეს... ნუ გჯერათ სისულელის... ეშმაკები და ა.შ. არ არსებობენ... არიან ადამიანები და უცხოპლანეტელი ზეადამიანები... ვსო. და ეგეც ჯერ ბოლომდე არ ვიცით ვინ არი და სად არი...
სოც. სისტემის ოდნავ მოდერნიზებით ადამიანთა და ზეადამიანთა ურთიერთობის და ურთიერთკშირის პრობლემების მოგვარება მარტივად შეიძლება.
ნუ გეშინიათ ზეარსებების. მშვიდობის პოვნა ყველასთან შეიძლება
მეც მიყვარს მაგ. სტეფან სალვატორეს და ელენა გილბერტის და ედვარდ კალენის ნაირები. დასტურ
და საერთოდ ის რომ სხვა ჰუმანოიდური რასები ჩვენი მტრები არიან არი საეკლესიო რელიგიური პროპაგანდა და თან მრავალსაუკუნოვანი. ნუ გჯერათ ყველაფრის. უყურეთ როგორმე "ვარსკვლავურ გზას" და მიხვდებით რომ სხვა რასებს პატივი უნდა ვცეთ და რომ ყველანი ისინი არ არიან ბოროტმოქმედები. და საერთოდ ადამიანზე სისხლიანი და ავი არსება მე სამყაროში არ მეგულება! მრავალი ომი მომხდარა და უამრავი ადამიანი დაღუპულა ისევ და ისევ ადამიანთა გამო. მგონი ჰიტლერი ადამიანი იყო და არა ვამპირი... და სტალინიც... ადამიანთა ისტორია ესაა - მრავალსაუკუნოვან სისხლისღვრათა ისტორია და ნუ გგონიათ რომ ჩვენ ე.წ. "ეშმაკებზე" უკეთესნი ვართ რაიმეში... ილუზიებში ნუ ხართ... აბა ერთი გეკითხებით: ეს "მაგიური" არსებები ჩრდილიდან რომ გამოვიდნენ და საჯაროდ განაცხადონ თავიანთ უფლებებზე როგორც ეს სერიალ "ნამდვილ სისხლშია" ან როგორც "ვიზიტორებშია" ან "ვარსკ. გზაში" სხვა ცივილიზაცია კონტაქტზე რო გამოვიდეს, რა რას იზამთ? შიშისგან გული გაგისკდებათ?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10