x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ვარსკვლავები, რომლებმაც ჰოლივუდის იმედები ვერ გაამართლეს

image

ჰოლვუდს უყვარს ახალი ტალანტების აღმოჩენა. მაგრამ ამავე დროს, ადვილად შეუძლია ახალგამომცხვარი მსახიობების დავიწყება იმ შემთხვევაში, თუ რეჟისორებისა და პროდიუსერების მიერ მათზე დამყარებულ იმედებს ვერ გაამართლებენ. მაინც ვინ არიან ისინი, ვისი კარიერაც ბოლო წლების მანძილზე აღმასვლის შემდეგ ერთბაშად მკვერთრად დაეცა? თქვენს წინაშეა რამდენიმე მსახიობი, რომლებმაც ვერ მოახერხა ნამდვილ, გრძელვადიან ვარსკვლავებად დარჩენა.

1. ამანდა ბაინსი (კადრი ფილმიდან "მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი")
image

ამანდა ბაინსმა მსახიობის კარიერა 7 წლის ასაკიდან დაიწყო და ცნობილი გახდა სკეტჩ-შოუეში მონაწილეობით. პოპულარობას კი 2006 წელს გადაღებული სპორტულ-რომანტიკული ახალგაზრდული ფილმით - "ის-კაცია" - მოიპოვა. ფილმის გამოსვლის შემდეგ ახალგაზრდა მსახიობს კომედიური ჟანრის სუპერვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებდნენ. სამწუხაროდ მოლოდინი არ გამართლდა და დღესითვის ამანდა უფრო ნარკომანად და "ფსიქოპატად" არის ცნობილი, ვიდრე ჰოლივუდის მსახიობად. თავისი უკანასკნელი ეკრანული როლი მან 2010 წელს შეასრულა ფილმში "მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი".

2. შონ უილიამ სკოტი (კადრი ფილმიდან "ხულიგანი")
image

კინოდებიუტმა 1999 წელს გამოსულ ფილმში "ამერიკული ნამცხვარი", შონ უილიამ სკოტს მსოფლიო ცნობადობა მოუტანა. ახალგაზრდა მსახიობს ზედიზედ იწვევდნენ სხვადასხვა ჟანრის ფილმებში გადასაღებად, კომედიური ბლოკბატერიდან დაწყებული ("ევოლუცია") ჰორორითა ("დანიშნულების ადგილი") და აღმოსავლური სტილის ბოევიკით ("ტყვიაგაუმტარი ბერი") დამთავრებული. მაგრამ პროდიუსერულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სკოტი პუბლიკას მხოლოდ კომედიურ ჟანრში მოსწონს, კრიტიკოსების მოწონებაზე კი მსახიობს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია. გამონაკლისი გახდა და კრიტიკოსებმა "მოწყალების თვალით გადმოხედეს" 2011 წელს გადაღებულ კომედიურ ფილმს "ხულიგანი" ("Goon"), მაგრამ თავად ფილმის შემოსავალი მიზერული იყო. სამაგიეროდ მსახიობმა კარგად გაართვა თავი მულტფილმების გახმოვანებას. მან მეორეხარისხოვანი როლები გაახმოვანა "დიდი გამყინვარების" სამივე სერაში.

3. ტოფერ გრეისი (კადრი ფილმიდან "ადამიანი-ობობა 3")
image
პოპულარულ სიტკომში - "70-იანების შოუ" - გატარებული შვიდი წლის გამო ტოფერ გრეისზე ჰოლივუდი დიდ იმედებს ამყარებდა. მაგრამ რომანტიკული კომედია "პაემანი ვარსკვლავთან" წარუმატებელი გამოდგა, ხოლო ტრაგიკომედიაში "მაგარი კომპანია" - კრიტიკოსებმა ყველაფერი დადებითად შეფასეს მთავარი როლის შესრულების გარდა. ასევე წარუმატებლად დასრულდა გრეისის გამოჩენა ბოროტმოქმედის როლში ფილმში "ადამიანი-ობობა 3" (2007). სურათი ერთხმად იქნა აღიარებული წინა ორთან შედარებით გაცილებით უარესად. ამგვარმა ფიასკომ გრეისი უკან, საშუალო და დაბალბიუჯეტიანი ფოლმებისკენ დააბრუნა.

4. ჰილარი დაფი (კადრი ფილმიდან "კონკიას ისტორია")
image
ახალგაზრდული სიტკომით "ლიზი მაგუაირი" (2001-2004), ჰილარი დაფი არა მხოლოდ ცნობილი მსახიობი, არამედ პოპულარული მუსიკალური ვარსკვლავი გახდა. მაგრამ ყველა მისი მცდელობა, მიეღწია სრულუფლებიან კინოვარსკვლავობისთვის, კრახით დასრულდა. გამონაკლისს წარმოადგენს ორი კომედია: "ბითუმად უფრო იაფია" (2003) და "კონკიას ისტორია", რომლებმაც საკმაო მოგება მოიტანა, მაგრამ კრიტიკოსებს არ მოეწონათ. 2014 წელს დაფი იძულებული გახდა ტელევიზიაში დაბრუნებულიყო, TV Land-ზე გამავალ სერიალ "ახალგაზრდა ქალში" დახმარე როლის შესასრულებლად. მისი მუსიკალური წარმატებაც ასევე ხანმოკლე გამოდგა.

5. ლინდსი ლოჰანი (კადრი ფილმიდან "გიჟური პარასკევი")
image
ლინდსი ლოჰანმა 3 წლის ასაკიდან დაიწყო მოდელად მუშაობა. 11 წლისამ კი ორი მთავარი როლი მიიღო ტყუპების შესახებ კომედიაში - "გოგონა მშობლებისთვის" (1998). ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ კრიტიკოსებმა ერთხმად აღნიშნეს ლოჰანის მომხიბვლელობა და ტალანტი. მოგვიანებით გადაღებულმა ფილმებმა, "გიჟური პარასკევი" (2003) და "ცუდი გოგონები" (2004), გაამყარა ის აზრი, რომ ჰოლივუდი ახალი კინოვარსკვლავის დაბადების მოწმე ხდებოდა. თუმცა მსახიობი მალე ნარკოტიკებს მიეძალა და გადასაღებ მოედანზე სრულიად უპასუხისმგებლოდ იქცეოდა. ამის ლოგიკური დასასრული იყო 2007 წელს გადაღებული ფილმები "მაგარი ჯორჯია" და "ვიცი, ვინც მომკლა", რომლებმაც ლინდსის კარიერას საბოლოოდ დაუსვა წერილი.

6. ჯოშ ჰარტნეტი (კადრი ფილმიდან "პერლ-ჰარბორი")
image
ჯოშ ჰარტნეტმა პროდიუსერების ყურადღება პირველად 1997 წელს მიიპყრო დეტექტური სერიალით "Cracker". 1998 წელს ითამაშა საშინელებათა ფილმში "ჰელოუინი: 20 წლის შემდეგ" და ფანტსატიკაში "ფაკულტეტი". სამი წლის შემდეგ მას ჯერ მაიკლ ბეიმ ანდო ერთ-ერთი მთავარი როლი ისტორიულ ბლოკბატრეში "პერლ-ჰარბორი", შემდეგ კი რიდლი სკოტმა - სამხედრო ბოევიკში "შავი ქორის დესანტი". თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ 2003 წელს გადაღებულმა კომედიურმა დეტექტივმა "ჰოლივუდელი პოლიციელები", კრახი განიცადა, ისევე, როგორც 3 წლის შემდეგ გამოსულმა ტრილერმა "შავი ორქიდეა". ამის შემდეგ ჰარტნეტის, როგორც სუპერვარსკვლავის კარიერა დასრულდა. ამჟამად იგი მთავარ როლს თამაშობს ანგლო-ამერიკულ სერიალში "საშიში ზღაპრები".

7. ჯესიკა ალბა (კადრი ფილმიდან "ცოდვების ქალაქი")
image

სატელევიზიო სერიალების შემდეგ ჯესიკა ალბას გაუმართლა და ჯეიმს კემერუნმა 1200 კანდიდატს შორის სწორედ იგი შეარჩია მთავარ როლზე ფანტასტიკურ სერიალში "ბნელი ანგელოზი" (2000-2002). შოუ ეთერში გადიოდა მხოლოდ ორი სეზონი, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ალბას "ოქროს გლობუსი" აეღო. სამი წლის შემდეგ მსახიობმა მთავარი როლები ითამაშა ბლოკბასტერებში "ცოდვების ქალაქი" და "ფანტასტიკური ოთხეული". 2008 წელს კომედია "სექს-გურუს" დამამცირებელმა კრახმა ალბას სუპერსამსახიობო კარიერას წერტილი დაუსვა. ამჟამად კი მშვენიერი ქალბატონი იძულებულია, მხოლოდ მეორეხარისხოვან როლებს დაჯერდეს.

8. ტეილორ ლოტნერი (კადრი ფილმიდან "ზვიგენი-ბიჭი და ლავა-გოგო")

image

ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა კარატეში იუნიორებს შორის, ტეილორ ლოტნერმა პირველი ვარსკვლავური როლი 2005 წელს შეასრულა საბავშვო ფანტასტიკაში "ზვიგენი-ბიჭი და ლავა-გოგო". ამასთან, იგი არა მხოლოდ წამყვარი მსახიობი იყო, არამედ თავისი ექშენ-სცენების ქორეოგრაფიც. ორი წლის შემდეგ ლოტნერმა მიიღო ჯეიკობ ბლეკის როლი ახალგაზრდულ სუპერჰიტში "ბინდი" და ეს როლი ციკლის სხვა სერიებშიც შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ფილმის - "ბინდი. საგა. ახალი მთვარე" - რეჟისორს, კრის ვაიცს სურდა მისი შეცვლა უფრო შთამბეჭდავი შემსრულებლით. პროდიუსერების ნდობის გასამართლებლად, ლოტნერმა პირველ და მეორე სეზონებს შორის 13 კილოგრამი მოიმატა მხოლოდ კუნთების ხარჯზე. თუმცა ამან მის სამსახიობი კარიერას მაინც ვერ უშველა და კრიტკოსებმა ლოტნერი მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მსახიობად აღიარეს. კრახმა, რომელიც 2011 წელს გადაღებულმა "დევნამ" განიცადა, პროდიუსერები საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ ლოტნერისათვის როლის მიცემა საშაუალობიუჯეტიან ფილმებშიც აღარ ღირდა.


1
1211
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1211
  
2015, 8 ივნისი, 17:05
გავაზიარე
0 1 1