x
image
worldsport.ge
ყველაზე ძლიერი - მამუკა გორგოძე!

imageმამუკა გორგოძე საქართველოს ყველა დროის საუკეთესო და ძლიერი მორაგბე რომაა სიახლე არავისთვისაა. მას ქვეყნის სახელი მსოფლიო მასშტაბითაც გააქვს და უცხოურ გამოცემებს ხშირად უწევს მისი გვარის საუკეთესოთა შორის ხსენება.
ახლახანს “ტელეგრაფმა” რაგბის ისტრიას გადახედა და ყველა დროის უძლიერესი (ფიზიკურად ძლიერი) მორაგბეების ოცეული ჩამოწერა, რომელშიც საქართველოს და გორგოძის გვარმაც გაიჟღერა. გავიმეორებ და ვიტყვი - ესაა პლანეტის ყველა დროის ძლიერი მორაგბეების ოცეული!
გორგოძის დახასიათება ასეთია: “ცნობილია, როგორც “გორგოძილა”. საქართველოში მას გულივერას ეძახიან, რადგან სხვებზე ერთით თავით მაღლა დგას, ან უბრალოდ იმის გამო, როგორიც მოედანზეა. მას არაფრის ეშინია!”.
გორგოძის გარდა ოცეულში მოხვდნენ: ჟაკ ბურგერი, ლუის მუდი, ბობ უინდსორი, ჯეიმი კუდმორი, ჟულიან ვაითი, კოლინ მედსი, ბრედ ტორნი, სებასტიან შაბალი, ჟერარდ შოლი, მიკი სკინერი, ჟან-პიერ რივესი, უაიდ დული, უეინ შელფორდი, ბრაიან ლიმა, ბაკის ბოთა, სკალკ ბურგერი, მარტინ ჯონსონი, დენი გრევკოკი, ჯერი კოლინსი.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
335
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0