x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ჩამსხვრეული შუშა" - მარტივი და ორიგინალური ტორტი

image
გთავაზობთ ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური და გემრიელი ტორტის რეცეპტს, რომელიც განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც ჟელე უყვარს. თუ ამ ტორტის მომზადებას ზაფხულში გადაწყვეტთ, სხვადასხვა ფერის ჟელე ახალი ხილისგანაც შეგიძლიათ მოამზადოთ, თუ არა - შეგიძლიათ გამზადებული ხილის ჟელეს მოსამზადებელი პაკეტები შეიძინოთ.

ინგრედიენტები:
image
250 გ. ორცხობილა ("პეჩენია");
100 გ. შაქარი;
50 გ. გამდნარი კარაქი;
375 გ. ნაღები;
250 მლ. ანანასის წვენი;
1 პაკეტი ჟელატინი;
ვანილი
სხვადასხვა ხილის ჟელე.

მომზადება:

მოამზადეთ სხვადასხვა ფერისა და ხილის ჟელეები. მაგრამ გაითვალისწინეთ: პაკეტზე მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები წყალი დაამატეთ, რათა ჟელე რაც შეიძლება მაგარი გამოვიდეს.
image
დაფხვენით ორცხობილა და შეურიეთ შაქარსა და გამლღვალ კარაქს. მოათავსეთ ეს მასა გასახსნელ საცხობ ფორმაში და კარგად დაპრესეთ. შემდეგ შედგით ქურაში 15 წუთით 180 გრადუსზე.
image
ანანასის წვენი შეურიეთ ჟელატინს და მიიყვანეთ ადუღებამზე, რათა ჟელატინი მთლიანად გალღვეს. გააგრილეთ. ათქვიფეთ ნაღები და ვანილი და დაამატეთ გაგრილებული ანანასის ჟელატინიანი წენი.
image
გამოიღეთ გამაგრებული ხილის ჟელეები მაცივრიდან და დაჭერით კუბიკებად. შემდეგ ძალიან ფრთხილად აურიეთ ნაღების კრემში. არავითარ შემთხვევაში არ აურიოთ, რადგან ჟელე შეიძლება დაიშალოს. მიღებული მასა გადაიტანეთ ბისკვიტიან საცხობ ფორმაში და შედეთ მაცივარში, სანამ მთლიანად გამაგრდება.

imageimageimage





3
501
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
501
  
2015, 8 ივნისი, 13:38
ჟელე არ მიყვარს, მაგრამ ისე ლამაზდ გამოიყურება უარს არ ვიტყოდი:)
2015, 8 ივნისი, 11:19
ანუ შეურიეთ კრემში მაგრამ არ მოურიოთ... შენიშვნა მიღებულია. :)
2015, 8 ივნისი, 11:14
შემდეგ ძალიან ფრთხილად აურიეთ ნაღების კრემში. არავითარ შემთხვევაში არ აურიოთ, რადგან ჟელე შეიძლება დაიშალოს <== ეს როგორ?? :))
0 1 3