x
მეტი
  • 27.06.2017
  • სტატია:67212
  • ვიდეო:319911
  • სურათი:419167
ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ სტატიის სათაურიდან გამომდინარე, ძალაში მოიაზრება მორალური და სულიერი, და არა ფიზიკური. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და ბუნებრივია ყველას ერთი საზომით ვერ გავზომავთ. ბევრი ასტროლოგის თქმით ადამიანს დაბადებისთანავე აქვს უდიდესი და ძლიერი გავლენა ბედსა და მსოფლიოს აღქმაზე. ამიტომ ასტროლოგთა დასკვნების შედეგად გასართობმა ჟურნალმა "Team Ofigenno"-მ გადაწყვიტა გვაჩვენოს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ძლიერი და სუსტი მხარეები და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, თვით სკეპტიკოსებიც არ უარყოფენ მის უტყუარობას.

image

სანამ წარმოგიდგენდეთ ზოდიაქოს ყველაზე ძლიერ ნიშნებს, მოკლედ შეგახსენებთ თუ რა არის ასტროლოგია.


ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას "ეზოთერიკას". ფაქტობრივად მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.

image

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები:



I. ცეცხლის სტიქია.



image

1. მშვილდოსანი- ცეცხლის სტიქიას ეკუთვნის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან გაწონასწორებულნი, არ უყვართ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და ცხოვრებისეულ ნებისმიერ სიტუაციაში რჩებიან თავიანთ ძლიერ პოზიციაზე. ემოციების თვითკონტროლის უნარი აქვთ, უმკლავდებიან გარშემომყოფთა ნეგატიურ გავლენას, პროვოცირების სცენებს ადვილად არ ჰყვებიან და რჩებიან საკუთარ აზრზე ბოლომდე. თუ კითხავთ მათ რა არის ძალა, გიპასუხებენ- "შეუპოვარი პოზიცია და ოპტიმიზმი".




image

2. ლომი- ცხოველთა მეფე ცეცხლის სტიქიის მეორე ადგილზეა ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ერთი შეხედვით, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძლიერ, მამაც და მტკიცე ადამიანის შთაბეჭდილებებს ტოვებენ გარშემომყოფებზე, თუმცა ისინი ძალიან არიან დამოკიდებულნი გარემო ფაქტორებსა და ახლობლების აზრზე. მოწონთ თუ არა მათ ეს, ეს ასეა და მუდამ სჭირდებათ დიდება და აღიარება, რათა სულით არ დაეცნენ.




image3. ვერძი- ცეცხლის სტიქიის მესამე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან ჯიუტები, ამ სტიქიის ყველაზე სუსტ პიროვნებებათ ითვლებიან. მშვილდოსნებსა და ლომებზე უარესები არიან იმ თვალსაზრისით, რომ მეტად შეუძლიათ აკონტროლონ თავიანთი ემოციები, თუმცა ხშირად ხდებიან იმის მსხვერლი, რაც მათ გულში ხდება. ჰყვებიან იმპულსებს, რასაც ისინი მიყავთ უგუნურ გადაწყვეტილებამდე და ხშირად ვარდებიან რთულ სიტუაციებში.




II. ჰაერის სტიქია.




image

4. მერწყული- ჰაერის სტიქიის ქვეშ მყოფი ზოდიაქოს ნიშნებიდან სიძლიერის მხრივ ოქროს მედალოსანია მერწყული. ხასიათდება მაღალი იდეებით, მოთხოვნებით საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა მიმართ. მერწყულს შეუძლია გადალახოს ათასზე მეტი სირთულე და საბოლოოდ მაინც არ დაყაროს ფარ-ხმალი. ადვილად შეუძლიათ ყოველივე ძველის დავიწყება და სიახლეებსაც ჩვეულად იღებს, რაც მათ უფრო ძლიერ პიროვნებებათ აქცევს.





image5. სასწორი- ჰაერის ელემენტებს შორის ერთდაერთია, რომელსაც მორალურ ბრძოლებში შუალედური პოზიცია უკავია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები საკმაოდ ძლიერები არიან, თუმცა ახასიათებთ ერთი, მეტად ცუდი ჩვევა, რომლის მეშვეობითაც ხშირად კარგავენ მიზანს, რითიც შეუძლიათ სიმაღლეებზე მიწვდომა ცხოვრებაში: ყველაფრის გადადება უყვართ ბოლო მომენტამდე და დაწყებულ საქმეს არ ამთავრებენ, რადგან ადვილად კარგავენ ენთუზიაზმს და თავიანთ მიზნებს აწყობენ სადღაც სკივრის სიღრმეში.




image6. ტყუპები- ხასიათდებიან ორმაგი ბუნებით, რაც ყველაზე დაუცველ ელემენტად ითვლება ჰაერის სტიქიის ნიშნის ქვეშ მყოფ ზოდიაქოებში. ამ ნიშნის ადამიანებიც არაკონცენტრირებულნი არიან და არ ძალუძთ რაიმე საქმე მიიყვანონ ბოლომდე საკუთარი ნებითა და ძალით, გამუდმებით საჭიროებენ ვიღაცის მხარდაჭერას და რჩევებს. ვერც ცხოვრებისეულ სირთულეებს უმკლავდებიან მარტო და ითხოვენ სხვებისგან დახმარებას.





III. წყლის სტიქია.




image

7. თევზები- ასტროლოგების მიერ პირველ ადგილზეა სიძლიერით არა მხოლოდ როგორც წყლის სტიქიის ქვეშ მყოფი ელემენტი, არამედ ჰოროსკოპის მთელს ჩამონათვალში. მხოლოდ თევზებს შეუძლიათ დიდი ხნის მანძილზე ლოდინი, ოცნება, იმედი და გაუმართლებლობის შემთხვევაში არ ვარდებიან სასოწარკვეთაში. მეტიც, ისინი სხვებს ეხმარებიან თავიანთი გზების მოძებნაში.





image8. მორიელი- მიუხედავად იმისა, რომ თავისი კბენითა თუ გაგმირვით ხასიათდება და შეიძლება მიიჩნიოს ძლიერ პიროვნებათ, ეს ასე არაა. ის ხშირად ავლენს თავის სუსტ მხარეებს, დიდი ხნის დაგროვილი ემოციები ჭამს მათ შიგნიდან, რაც ახდენს გავლენას იმაზე, გამოამჟღავნონ მეტი სისუსტე.





image9. კირჩხიბი- ყველაზე დაუცველი და სუსტია წყლის სტიქიის ელემენტებს შორის. ძალიან მგრძნობიარეა და მორალურად სულ საჭიროებს მეგობრებისა და ახლობლების მხარდაჭერას, თუ აღნიშნულ სიტუაციაში ვინმესგან ზურგი ვერ იგრძნო, ადვილად შეუძლია დეპრესიაში ჩავარდნა.







IV. მიწის სტიქია.




image10. თხის რქა- მიწის სტიქიის ელემენტებს შორის პირველ ადგილზეა მორალური ძალითა და წინააღმდეგობების გარღვევის უნარით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხასიათდებიან პრინციპულობით, ჟინით, ამბიციურობით. ძალიან კარგად იციან რა სურთ და რა მიმართულებით წავიდნენ. მაშინაც კი, თუ ქვეყანა დაიქცა, ისინი ნაბიჯის აუჩქარებლად მიისწრაფიან მიზნისკენ.





image11. ქალწული- ამ სტიქიის ელემენტებს შორის ვერცხლოსანია. ერთი შეხედვით მტკიცე და ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებებს ტოვებს, თუმცა სინამდვილეში, უბრალოდ მიჰყვებიან ცხოვრების დინებას.




image

12. კურო- მიწის სტიქიის ელემენტებს შორის ყველაზე სუსტია. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არ უშვებენ ცვლილებებს, რადგან მიჩვეულნი არიან მდგრადობასა და სტაბილურობას. ვერ უმკლავდებიან სირთულეებს, თუ მათი გეგმები მოულოდნელად აირია, ხდებიან დაუცველნი.





დაიმახსოვრეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ხასიათი- ეს არ არის უპირობო რეფლექსი, რომელიც გენიჭებათ ზებუნებრივი ძალებით დაბადებისთანავე; არც ფართო სპექტრის თვისებებია; ეს არის სუსტი და ძლიერი მხარეები, ქარიზმა, მსოფლიოს მრავალმხრივი აღქმის უნარი, რომელთაც აღზრდა და დამუშავება ჭირდებათ მთელი ცხოვრების მანძილზე. ადამიანი თავად ასრულებს გადამწყვეტ როლს თავის ბედსა და ცხოვრებაში.



9
12697
29-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
12697
  
6 აპრილი, 0:20
ჩემი ჰოროსკოპიც ზუსტია.:D რავიცი:D
2016, 7 ივნისი, 14:58
საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა. გრამატიკის ნორმები დაცულია
2015, 10 ივნისი, 18:17
ასეთი რამეები თავის მოტყუებაა,,ნეტა თუ სჯერა ვინმეს კიდე :)
2015, 8 ივნისი, 22:20
ხო არსად არ მეჩქარება, დიდი მიზნებიც არ მაქვს მანდამაინც გარემო პირობების გათვალისწინებით, მაგრამ მიზნამდე სულ ვაღწევ :)
2015, 8 ივნისი, 13:03
სასწორზე ესეთი მწარე სიმართლე ჯერ არ თქმულა:( სამწუხაროა მაგრამ სიმართლეა
2015, 8 ივნისი, 10:51
ესე იგი ყველაზე ძლიერი ჰოროსკოპი მქონია:))
2015, 7 ივნისი, 21:57
გაიხარეე ;)
2015, 7 ივნისი, 19:20
და გავაზიარეეე(K)
2015, 7 ივნისი, 19:19
უმაგრესიააა
0 1 9