x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
8 მარტივი ხერხი მშვენიერი ნახატების შესაქმნელად - ხატვის ცოდნა საჭირო არაა!
image
ყველა ჩვენგანს გვქონია ჭარბი ემოციების მოზღვავების მომენტი. ამ დროს განსაკუთრებით დიდი სურვილი გვიჩნდება, საკუთარ ითავი ხელოვნებაში გამოვხატოთ. მაგალითად, ავიღოთ ფუნჯი ან ფანქარი და დავხატოთ ნახატი. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ ეს არასოდეს გაგვიკეთებია? უბრალოდ არ ვიცით ხატვა... და თავს ვანებებთ.

მაგრამ არა, ნუ დანებდებით! არსებობს ხატვის ისეთი ხერხები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანისგან ხელოვანს შექმნის. სცადეთ და აუცილებლად გამოგივათ.

გთავაზობთ ხატვის რამდენიმე ძალიან მარტივ, მაგრამ ეფექტურ ხერხს:


1. ხატვა წებოვანი ლენტის ("სკოჩის") გამოყენებით
image
დაგვჭირდება:


ტილო,
აკრილის საღებავები,
მაკრატელი,
ფუნჯები,
სამღებრო წებოვანი ლენტი,
პალიტრა,
წყლიანი ქილა ფუნჯის გასარეცხად.


როგორ დავხატოთ:
imageსასურველი ფერის საღებავები გადმოიღეთ პალიტრაზე. ფუნჯით დაფარეთ ტილო სასურველი ფერის საღებავებით. აცადეთ გაშრობა. წებოვანი ლენტი დაჭერით ერთნაირი ზომის ნაჭრებად. დააწებეთ ტილოზე დიაგონალურად, ჭადრაკისებურად ისე, რომ ერთმანეთს შორის გარკვეული ადგილი დარჩეს. ახლა დაფარეთ მთელი ტილო თეთრი საღებავით. დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ თეთრი საღებავის მეორე პირიც გადაუსვით. ისევ გააშრეთ და ფრთხილად ააცალეთ ლენტები. და აი, თქვენს წინაშეა აბსტრატული მხატვრობის ნამდვილი შედევრი!

2. ხატვა ხელსახოცის დახმარებით

image

დაგჭირდებათ:

აკვარელის საღებავები,
ფუნჯი,
უზორიანი ხელსახოცი,
თეთრი მუყაო,
პალიტრა,
წყლიანი ქილა ფუნჯის გასაწმენდად.


როგორ დავხატოთ:
image

თეთრი მუყაოს ფურცელზე დადეთ ხელსახოცი. აიღეთ სასურველი ფერის საღებავი, მოათავსეთ პალიტრაზე და რამდენიმე წვეთი წყალი შეურიეთ. დაიტანეთ საღებავი ხელსახოცის უზორიან ნაწილზე. დაელოდეთ გაშრობას. ამგვარი ტექნიკის გამოყენებით მშვენიერი ბარათების დამზადება შეიძლება.

3. ხატა მუყაოს ფურცლით
image

დაგჭირდებათ:

აკრილის საღებავები,
მუყაო,
ტილო.

როგორ დავხატოთ:

image
ტალღოვან ფორმებად დაიტანეთ ტილოზე სასურველი ფერის საღებავები. დააჭირეთ ტილოზე მუყაო და გაუსვით საღებავების ზოლების მიყოლებით (ტალღოვნად). უკეთესი შედეგის მისაღებად ეს მოქმედება რამდენჯერმე გაიმეორეთ.

4. ხატვა შპადელით
image

დაგჭირდებათ:


ტილო,
აკრილის საღებავები,
ფოლგა (სურვილისამებრ),
სამხატვრო შპადელი.

როგორ დავხატოთ:
image
შემთხვევითი თანმიმდევრობით ბურთულებად დაიტანეთ საღებავები ტილოზე. შპადელით წაუსვით საღებავები ტილოს. ადელოდეთ სანამ თითოეული ფენა გაშრება - ასე ნახატი უფრო ეფექტური და სასიამოვნო ფაქტურის გამოვა. ამის შემდეგ შეგიძლიათ რამდენიმე ადგილზე ტილოზე ფოლგაც დაამატოთ. როცა ფილგა "ჩაიძირება" საღებავში, დაიტანეთ შპადელზე ცოტა საღებავი და წაუსვით ფოლგის კიდეებზე მათ "მოსატეხად". დაელოდეთ სრულად გაშრობას და დატკბით სილამაზით, რომელიც საკუთარი ხელით შექმენით.

5. ხატვა ფოლგის ნაფხვენებითა და მუყაოს ნაჭრით
image

დაგჭირდებათ:



ტილო,
აკრილის საღებავები,
ფოლგის ნაფხვენები,
მუყაოს ნაჭერი,
თხევადი წებო,
პალიტრა.

როგორ დავხატოთ:

ჯერ შეარჩიეთ ტილოზე ადგილი, სადაც ფოლგის ნაფხვენს მოათავსებთ. შეგიძლიათ მთელ ტილოზე გადაანაწილოთ, ან კიდევ კონკრეტულ ადგილას მოახდინოთ კონცენტრაცია. დაიტანეთ სასურველ ადგილას ცოტაოდენი წებო, გადაანაწილეთ მასზე ფოლგის ნაფხვენები. დაელოდეთ, სანამ წებო გაშრება. შემდეგ ფოლგა ზემოდანაც წებოთი დაფარეთ. საღებავი დაიტანეთ მუყაოს ნაჭერზე და თავისუფლად გადაუსვით ტილოზე: ნებისმიერი მიმართულებით, სხვადასხვაგვარი დაწოლით. დაელოდეთ საღებავის ერთი პირის გაშრობას და დაიტანეთ მეორე. სულ ესაა, თქვენი მშვენიერი ქმნილება ნამდვილად მოუხდება თქვენს ოთახს.

6. ხატვა საპნის ბუშტებით
image

დაგჭირდებათ:

გუაში,
ჭურჭლის სარეცხი საშუალება,
წყალი
ჯამები,
საწრუპი ჯოხები,
თეთრი ქაღალდი

როგორ დავხატოთ:

მცირე ზომის ჯამში შეურიეთ 2 ს.კ. საღებავი, 2 ს.კ. ჭირჭლის სარეცხი საშუალება და 1/2 ჩ.ჭ. წყალი. ჩადეთ მიღებულ მასაში საწრუპი და ჩაბერეთ მანამ, სანამ ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდება. დაადეთ თეთრი ქაღალდი ბუშტებს: ისინი გასკდება და ფურცელზე ლამაზ ნაკვალევს დატოვებს. გააშრეთ. ბუშტუკების ფერი და ზომა ცვალეთ თქვენი წარმოსახვის მიხედვით - შემოქმედებაში ხომ ეს მთავარია!

7. ხატვა საღებავის წვეთებით
image


დაგჭირდებათ:

აკვარელის საღებავები,
პალიტრა,
ფუნჯები,
წყლით სავსე ქილა ფუნჯის გასაწმენდად,
ხის ჯოხი,
მუყაოს ფურცელი,
წყლით სავსე პულველიზატორი.

როგორ დავხატოთ:
image

სასურველი ფერის საღებავები მოათავსეთ პალიტრაზე. ჩააწეთ სასურველ ფერში ფუნჯი, აიღეთ ჯოხი და დააკაკუნეთ მასზე ფუნჯი ისე, რომ საღებავის წვეთები მუყაოს ფურცელზე დაეპკუროს. გაიმეორეთ იგივე მოქმედება სხვა ფერის საღებავებითაც. შემდეგ კი პულველიზატორით შეაფრქვიეთ წყალი ნახატს. მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი გაფუჭდა, მაგრამ დაელოდეთ ნახატის სრულად გაშრობას. ნახავთ, რომ ხის მშვენიერი გვირგვინი გამოგივიდათ, დანარჩენს თავად მიახატავთ.


8. ხატვა ფენითა და ცვილის ფანქრებით
image

დაგჭირდებათ:

ფენი,
სხვადასხვა ფერის ცვილის ფანქრები,
თხევადი წებო,
ტილო.

როგორ დავხატოთ:
image

მიაწებეთ ფანქრები ტილოს ერთ მხარეზე. აიღეთ "ცხელი იარაღი" ანუ ფენი და მიუშვირეთ ფანქრებს. ფანქრები დნობას დაიწყებს. დაინახავთ, როგორ წამოვა სხვადასხვა ფერის "მდინარეები" და ტილოზე ულამაზეს ნახატს შექმნის.





6
3751
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3751
  
2015, 6 ივნისი, 23:40
მაგაშიც გეთახმები :))
2015, 6 ივნისი, 23:07
ამაზე მეტი მაინც არ იყიდება ხოლმე აუქციონზე მილიონებად :)))
2015, 6 ივნისი, 12:10
ამათ თუ მშვენიერ ნახატებს ეძახი კარგი გემოვნება გქონია :)))
2015, 6 ივნისი, 11:59
გავაზიარე
2015, 6 ივნისი, 11:45
მადლობა :)
2015, 6 ივნისი, 11:42
მაგარი სიახლეა, ყოჩაღ
0 1 6