x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
პარანორამლური მოვლენა ლონდონში
გარედან ის გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი სახლი. მაგრამ ხალხი რომლებმაც გამოიძიეს უცნაური მოვლენები ამ სახლში ფიქრობენ განსხვავებულად. "ფსიქიკური გამომძიებლები" და პოლიციაც იმავეს ფიქრობენ. სახლი ჩრდილოეთ ლონდონში სადაც მისტერ პეგი და მისი თინეიჯერი ქალიშვილი ცხოვრობდნენ იყო დაწყევლილი.

ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც პეგის ქალიშვილმა, ჟენეტმა, გაიგონა ვიღაცის ნაბიჯების ხმა მის ოთახში. ოთხი ხმამაღალი კაკუნი გაისმა და ჯენეტმა დაინახა დიდი კარადა რომელიც ოთახში თვითონ გადაადგილდებოდა. ამის შემდებ სავარცხელი გაფრინდა ჰაერში, და მსუბუქად გაკაწრა ჯენეტის ძმა.

შიში მაშინ გამძაფრდა როდესაც თინეიჯერმა გოოგმ დაიწყო უცნაური ხმით საუბარი. " მე გავიგონე ხმა რომელიც ჯენეტის ოთახიდან გამოდიოდა" უყვება პეგი პოლიციელს, "მაგრამ ეს იყო მოხუცი კაცის ხმა, მე დარწმუნებული ვარ ის ჯენეტის ხმა არ იყო, მისი ტუჩები არ მოძრაობდნენ."

ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა დაინახა ჰაერში მფრინავი სკამი. "მე დავინახე სკამი რომელიც მოსცილდა იატაკს, მოძრაობდა მარცხნივ შემდეგ კი დაუბრუნდა თავის თავდაპირველ ადგილს." ამბობს ის. " მე ვიყავი ძალიან შეშინებული რადგან მსგავსი არაფერი მინახავს."


ერთი ექსპერტი ვიდეოზე იწერდა მომხდარ მოვლენებს. მან დაინახა მოძრავი ავეჯი და გაიგონა უცნაური ხმები. მაგრამ როდესაც ვიდეოკამერაში გადაახვია იქ არაფერი იყო. " მე ვხედავდი მომხდარ მოვლენებს, " უყვებოდა ის გაზეთის რეპორტიორს "მაგრამ მე ვერ გადავიღე ეს."

"ფსიქიკური გამომძიებლი" მაურის გროსი ცდილობდა დაკავშირებოდა "რაღაცას". მან გამოიყენა კოდი რომლის ერთი კაკუნი აღნიშნავდა "არა"-ს და ორი კაკუნი "კი"-ს.

"შენ ამ სახლში გარდაიცვალე?"

ორი კაკუნი

"რამდენი წელია რაც ამ სახლში ცხოვრობ? ერთხელ დააკაკუნე ერთ წელზე"

ორმოცდასამი კაკუნი.

შემდეგ დღეს პეგიმ დაუძახა გროსს. "სწრაფად მოდი, " თქვა მან. "მე გავიგონე ჯენეტი ისევ ალაპარაკდა იმ კაცის ხმით."

გროსი ოთახში შევვარდა.

"ჩემი სახელია ბილ ჰობსი." ამბობდა ხმა." მე 72 წლის ვარ და აქ ჩემი ოჯახის სანახავად მოვედი. მაგრამ ისინი ახლა აქ არ არიან. მე წავალ და აღარ დავბრუნდები უკან."

ამის შემდეგ წყევლა შეწყდა.

image

10
450
20-ს მოსწონს
ავტორი:chor1kana
chor1kana
450
  
2015, 5 ივნისი, 19:40
წამო:D
2015, 5 ივნისი, 19:39
მართლა? წამო აბა მომიყევი
2015, 5 ივნისი, 19:37
ჩემს სახლში იყო:D ოღონდ ასე საშინლად არა:D
2015, 5 ივნისი, 18:53
ხოო მეც მინდა :დ
2015, 5 ივნისი, 18:53
აუ აუ შენც გიზიდავს მსგავსი მოვლენები? :დ მე ძალიან
2015, 5 ივნისი, 18:31
ოპაააა:D მეც ხო მომცემ ერთ პატარა ოთახს? ხელს არ შეგიშლი:D
2015, 5 ივნისი, 18:11
თუ მართლა არსებობს ნეტა მე ჩამაგდებინა მასეთი სახლი ხელში:))
2015, 5 ივნისი, 17:05
ძაან მაგარია
2015, 5 ივნისი, 15:15
შევამჩნიე საყვარელო :* :))))))))))
2015, 5 ივნისი, 15:14
სათაური :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10