x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
შორენა ბეგაშვილი პოპულარობამდე ბაზრობაზე ვაჭრობდა (+ვიდეო)

image
შორენა ბეგაშვილი პოპულარული ქართველი მსახიობი, ფოტომოდელი და ტელეწამყვანია. ჟურნალ "ფლეი ბოისთვის" გაიხადა და პირველი პოპულარობაც მოიპოვა, რასაც გადაცემა "ღამე შორენასთან" მოჰყვა. სკანდალებს პირად ცხოვრებაშიც არ დაუყოვნებია, ქმართან განშორება და სკანდალური რომანი დავით ბაგრატიონთან. შორენას მტკიცებით პოპულარობის მოპოვება მარტივია, შენარჩუნება კი ბევრ შრომას მოითხოვს. ალბათ სწორედ ამიტომაც შორენა ეტაპობრივად გვანებივრებს სკანდალური ნაბიჯებით. სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა მომღარალ ნინა წკრიალაშვილთან ერთად ინტიმური კლიპი გადაიღო, რომელსაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ასეა თუ ისე, შორენა ვარსკვლავად არ დაბადებულა. ერთი ჩვეულებრიი რუსთაველი გოგო გახლდათ, რომელსაც მშოლები არაფერს აკლებდნენ. შორენა ამტკიცებს, რომ სკოლის პერიოდში კარგად სწავლობდა და თეატრალურშიც დამოუკიდებლად ჩააბარა. მსახიობი ბიზნესმენ ზურაბ ბარბაქაძეზე გახლდათ დაქორწინებული. ქორწინების დანგრევის მიზეზად შორენა ქმრის ღალატს ასახელებს, რასაც მისი ყოფილი მეუღლე უარყოფს. მსახიობის ცხოვრებაში იყო მომენტები, როდესაც ლუკმა პურის საშოვნელად ბევრი შრომა უწევდა. ერთი პერიოდი შორენა ბაზრობაზე, საკანცელარიო მაღაზიაშიც კი ვაჭრობდა. ეს ყველაფერი მას არ აკომპლექსებს და კარგადაც იცის, რომ ღირსეულად შრომაში დასაძრახი არც არაფერია. მისი წარსული შესაძლოა ბევრი ადამიანისათვის სტიმული გახდეს, ვარსკვლავებად ხომ ერთეულები იბადებიან...

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შორენას რომანი აქვს ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან. წყაროს მტკიცებით, წყვილი საზღვარგარეთ სხვადასხვა რეისით მგზავრობს, იქ კი დროს ერთად ატარებენ. ირაკლი მსახიობს ძვირადღირებული საჩუქრებითაც ანებივრებს და მეტიც, 100 კადრატული ფართობის ბინაც აჩუქაო. თავად შორენა ადასტურებს, რომ შეყვარებულია, თუმცა რჩეულის ვინაობას არ გვიმხელს. imageimageimage


3
2385
9-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2385
  
2015, 17 სექტემბერი, 19:23
მერე რა რომ ვაჭრობდა, ებოზა და ასე ერჩინა ტავი?
2015, 9 ივნისი, 10:11
მიუხედავად ჭორიკნებისა და შურიანების ბუმისა, შორენა ულამაზესი ქართველი ქალია! წლების შემდეგ მის დღევანდელ სილამაზეს უფრო შეაფასებენ.
2015, 6 ივნისი, 14:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3