x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სურსათის პრობლემა არაბულ ქვეყნებში

XXI საუკუნე სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად განიცდის სასურსათო კრიზისსაც. 40 წლის მანძილზე ფასებმა სურსათზე საკმაოდ აიწია. საჩიროა გარკვეული რეფორმების გატარება და კვების პროდუქტებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.
გაეროს მონაცემებით გაიზარდა ფასები ბრინჯზე და სხვა მარცვლოვან კულტურაზე, აზიაში.
2008 წელს ჩატარდა 2 დღიანი დებატები, რომელიც ეძღვნებოდა ამ პრობლემას. ამ დებატებში მონაწილეობდა 192 ქვეყანა, მათ შორის არაბული ქვეყნებიც.
სასურსათო მიზეზებად დასახელდა: ცუდი ბუნებრივი პირობები, ენერგორესურსებზე ფასების ზრდა, ზოგიერ|თი ქვეყნის მიერ შეზღუდვის დაწესება კვების ფროდუქტებით ვაჭრობაზე საერათაშორისო დონეზე და ა.შ.
არაბულ სამყაროში ძალიან დაბალია მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის კოეფიციენტი, მაგალითად, ერთ სულ მოსახლეზე მოდის საშუალოდ 77 კგ ხორბალი.
არაბულმა ქვეყნებმა მთლიანობაში სასურსათო პრობლემის გადასაწყვეტად მიმართეს შემდეგ ღონისძიებებს: სუბსიდიების გაზრდა სურსათზე, ფასების მომატებაზე კონტროლის დაწესება, სურსათის იმპორტზე ბაჟის შემცირება.
არაბული ქვეყნების დიდი ნაწილში შიდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების გზარდა შეამცირებს იმპორტის დონეს, მაგრამ უხლოეს მომავალში საერთოდ უარის თქმას ვერ შეძლებენ.
სასურსათო კრიზისთან საბრძოლველად მრავალმა არაბულმა ქვეყანამ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების თხოვნით. არის აგრეთვე მსოფლიო სასურსათო პროგრამის ორგანუიზაცია. ეს სტრუქტურა უზრყუნველყოფს კვების პროდუქტებით წელიწადში 80 მილიონ ადამიანს. არსებიბს საშიშროება, რომ აღნიშნული ციფრი უახლოეს მომვალში გაიზრდება.
სირია ფრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს დამოუკიდებლად გაართვას თავი სასურსათო კრიზისს.
სასურსათო პრობლემის გადასაჭრელად, საჭიროა საკუთარი საწარმოო ბაზის შექმნა რეგიონის თითოეულ ქვეყანაში.
სტაბილურობა, რომელიც დამახასიათებელია დღეს რეგიონის მრავალი ქვეყნისთვის, შეიძლება დაირღვეს სწორედ სასურსათო პრობლემბის გამო.
არაბულ ქვეყნებში ამ ფრობლემის მოგვარება და სდაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ახალი კულტურის დანერგვით, რომელიც მაღალ მოსავალს იძლევა. ეს კი მოითხოვს დიდ მატერიალურ სახსრებს და მაღალკვალიფიციურ კადრებს, რაც მრავალი არაბული ქვეყნისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო77719
ნინო77719
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0