x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
"რაფაელო მარწყვით" - უცნაური და ძალიან საინტერესო რეცეპტი
დადგა მარწყვის სეზონი და გთავაზობთ ორიგინალურ დესერტს, რომლითაც სტუმრებსა თუ ოჯახის წევრებს ნამდვილად გააოცებთ. "რაფაელოს" მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ეს რეცეპტი ცოტა უცნაურია, რადგან ცომს გამოცხობის მაგივრად არც მეტი არც ნაკლები, მოხარშვა სჭირდება. თუმცა, ცდა ნამდვილად ღირს.


მაშ ასე, "რაფაელო მარწყვით":

image

ინგრედიენტები:



მარწყვი - 200 გ.
კვერცხი - 1 ცალი
შაქრი - 5 ს.კ.
კარაქი - 30 გ.
ხაჭო - 250 გ.
ფქვილი - 1 ჭ. (დაახლ.)

ამოსავლებად:

დაფხვნილი ტკბილი ორცხობილა
ქოქოსის ფანტელი


მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, შეათქვიფეთ კარაქი და ხაჭო. მიღებულ მასაში დაამატეთ ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი.

ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები, გააბრტყელეთ ეს ბურთულები და ჩადეთ თითოეულ მათგანში მარწყვი.
image

ისევ შეკარით ბურთულებად. ჩააგდეთ მდუღარე წყალში, დააცადეთ სანამ ზედაპირზე ამოვარდებიან. ამის შემდეგ ხარშეთ 3 წთ. ამოიღეთ და ამოავლეთ დაფხვნილი ორცხობილასა და ქოქოსის ფანტელის ნარევში.

image


2
534
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
534
  
2015, 8 ივნისი, 13:46
საინტერესოა, თუ მომიხერხდა ვცდი, მაგრამ ეს ხაჭო რაღაც არ მომწონს თითქოს
2015, 6 ივნისი, 18:48
გავაზიარეეე
0 1 2