x
image
natia.a
ცეკვის რომელი სახეობაა ყველაზე სასარგებლო - მეცნიერების ახალი აღმოჩენა!
image
ცეკვა ერთდროულად გართობისა და კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ, ხომ არ გგონიათ რომ ეს ყველა სახეობის ცეკვას ეხება? როგორც აღმოჩნდა -არა!


როგორც ჟურნალი Pediatrics იუწყება, მკვლევარებმა სპეციალური მოწყობილლობის საშუალებით გააანალიზეს 66 სტუდიის 264 მოსწავლე გოგონას (5-დან 11 წლამდე ასაკის) ფიზიკური აქტივობა. ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ საშუალო დრო, რომელსაც ცეკვის შესწავლისას ბავშვები აქტიურ ვარჯიშში ატარებენ, არის 17 წუთი, მეცადინეობის დანარჩენი დრო კი ეთმობა გაჭიმვას, მუსიკის მოსმენას და მშვიდ სავარჯიშოებს.


კვლევის პროცესში სპეციალისტებმა შეისწავლეს ცეკვის 7 სახეობა. ყველაზე არააქტიური აღმოჩნდა "ფლამენკო": ბავშვები, რომლებიც ამ ცეკვას სწავლობდნენ, მოძრაობდნენ მხოლოდ საერთო დროის 14 %-ის განმავლობაში.

image



ხოლო ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო ცეკვად აღიარებული იქნა ჰიპ-ჰოპი, რომლის შემსწავლელებიც დროის 57 %-ს ატარებდნენ აქტიურ ფიზიკურ დატვირთვაში.


გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ბავშვები და მოზარდები ფიზიკური ვარჯიშით დაკავებული უნდა იყვნენ დღეში არანაკლებ 1 საათი. სკოლა ამ დროის მხოლოდ ნახევარს უზრუნველყოფს. დანარჩენის კომპენსირება კი სხვადასხვა წრეებზე სიარულით უნდა მოხდეს.


შეგახსენებთ, რომ ჰიპ-ჰოპი დღეისთვის ცეკვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. მისთვის დამახასიათებელია რბილი, მშვიდი, მოდუნებული, მაგრამ ასევე უეცარი მწვავე აქცენტების, სწრაფი, ეფექტური, ტალღოვანი და სექსუალური მოძრაობები.


image






1
208
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
208
  
2015, 5 ივნისი, 13:43
Gავაზიარე
0 1 1