x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მარწყვის ათი უნიკალური თვისება თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის
მარწყვი - სეზონის ყველაზე პოპულარული ხილი და მოზრდილებისა და პატარების ერთ-ერთი უსაყვარლესი სასუსნავია. ჩვენ აღტაცებაში მოვყავართ მის საოცრად არომატულ გემოს, მაგრამ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ რაოდენ სასარგებლოა ის ჩვენი ჯანმრთელობისათვის. არადა ეს გემრიელი ხილი არამარტო აუმჯობესებს ჩვენს იმუნურ სისტემას, არამედ შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაცაა იმისათვის, რომ ლამაზად და ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ.

მაშ ასე, გთავაზობთ მარწყვის ათ უნიკალურ თვისებას, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში.


image



1. მარწყვს შეუძლია თქვენი კბილები უფრო თეთრი გახადოს



image

თუ თქვენ აპირებთ სტომატოლოგთან ვიზიტს კბილების გასათეთრებლად, ცოტა ხნით გადადეთ ეს საქმე. იმ თანხით, რაც ექიმთან არასასიამოვნო პროცედურაში უნდა გადაგეხადათ, ბლომად მარწყვი იყიდეთ და მიირთვით. მარწყვი შეიცავს დიდი რაოდენობით ცე ვიტამინს, რომელსაც შეუძლია დაშალოს კბილებზე ნადები ქვები, სწორედ ისინი იწვევენ სიყვითლეს. თუ სისტემატურად მიიღებთ მარწყვს, ნახავთ, რომ თქვენი კბილები გათეთრდება და სულაც არ მოგიწევთ სტომატოლოგიურ სავარძელში საათობით ჯდომა.



2. მარწყვი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოშობის რისკს


image

ჩვენს დროში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - ნომერ პირველი მკვლელია, ამიტომ მათი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. კვების რაციონში ყოველდღიურად მარწყვის ჩართვა მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ რისკს. ამ კენკრაში შემავალი უჯერი მჟავები საგრძნობლად ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. გარდა ამისა, ცე ვიტამინი ამაგრებს სისხლძარღვებსა და არტერიებს, ხოლო ამ ვიტამინით მარწყვის ნაყოფი სავსეა.



3. მარწყვი ანელებს დაბერების პროცესს


image

ჩვენ ვბერდებით იმის გამო, რომ ბერდება ჩვენი უჯრედები. მარწყვი დაგვეხმარება ამ პროცესის შეჩერებაში. ეს კენკრა შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ თავისუფალ რადიკალებს - დაბერების პროცესის მთავარ დამნაშავეებს. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეფექტური მოქმედებისათვის საკმარისია ყოველდღიურად ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ მივირთვათ რამოდენიმე ცალი მარწყვი.



4. მარწყვი ძალიან ეფექტურია მუწუკების წინააღმდეგ


image

თუ თქვენ უკვე დაგღალათ ფერიმჭამელებთან და გამონაყართან ბრძოლამ, საკმარისია ნახევარი საათი დაუთმოთ მარწყვის ნიღაბს და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით შედეგით. უბრალოდ დაჭყლიტეთ მწიფე ნაყოფი, დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 25-30 წუთი. ამ კენკრაში არსებული ანტოქსიდანტები ეფექტურად უმკლავდებიან კანის დაავადებებს.



5. მარწყვის ნაყოფი მოგაცილებთ ჭორფლს


image

თქვენ არ მოგწონთ სახეზე არსებული ჭორფლი ( ბევრ გოგონას ჭორფლი ძალიან უხდება)? -ფულს ნუ დახარჯავთ ძვირადღირებულ კრემებში - გაიკეთეთ მარწყვის ნიღაბი. ამ ნიღბის სისტემატური გამოყენება საგრძნობლად გააღიავებს თქვენს ჭორფლს. განსაკუთებით ეფექტურ შედეგს მიიღებთ, თუ მარწყვს გამოიყენებთ კომბინაციაში სხვა პროდუქტებთან - ლიმონის წვენთან, არაჟანთან ან პაპაიას ნაყოფთან ერთად.



6. ჭამეთ მარწყვი და ებრძოლეთ ასთმასა და ალერგიას


image

თუ თქვენ უკვე დაიღალეთ ასთმასთან და ალერგიასთან ბრძოლის მედიკამენტოზური მეთოდებით, დროა განსხვავებული ხერხი მოსინჯოთ. მარწყვის ნაყოფს გააჩნია შესანიშნავი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ მას შეუძლია დაგეხმაროთ ალერგიის სხვადასხვა ფორმასთან ბრძოლაში - იქნება ეს სურდო, ჭინჭრის ცხელება თუ ცრემლმდენი თვალები. კვლევებმა აჩვენა, რომ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ასთმით დაავადების რისკის შემცირება, თუ რაციონში ყოველდღიურად ჩართავთ მარწყვს.



7. მარწყვი დაეხმარება თქვენ სხეულს ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებაში


image

მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესია დამოკიდებულია ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილი უნდა შევურიგდეთ ბედს. მაშინათვე, როგორც კი დეპრესიის დასაწყისს იგრძნობთ - მიირთვით რამოდენიმე ცალი მარწყვი - ეს კენკრა ეწინააღმდეგება დიდი რაოდენობით ჰომოცისტეინის ფორმირებას თქვენს ორგანიზმში, რაც საშუალებას აძლევს თავის ტვინისათვის სისხლის უპრობლემოდ მიწოდებას.



8. მარწყვი - ეს გემრიელი დესერტია ანტიონკოლოგიური მოქმედებით


image

მარწყვის ნაყოფში შემავალი ანტიოქსიდანტები დაგეხმარებათ ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკაში. სწორედ ამიტომ, სეზონის განმავლობაში მაინც, ყოველდღიურად ჩართეთ თქვენ რაციონში ეს კენკრა.



9. მარწყვი შესანიშნავად ზრუნავს თქვენს თვალებზე


image

მარწვის ნაყოფის სასწაულმოქმედი თვისებები შესაძლებელია გამოყენებული იქნას ესთეტიკური მიზნებისათვის. თუ თქვენ თვალების ქვეშ მუდმივად გიჩნდებათ შავი "ტომრები", იცოდეთ, რომ მარწყვი მათი გაქრობის უებარი საშუალებაა. მისი ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი და მათეთრებელი უნარი - იდეალური შეხამებაა თვალების ქვეშ არსებული მუქი წრეების სამკურნალოდ. გარდა ამისა, ამ კენკრაში შემავალი ცე ვიტამინი კარგია კატარაქტის პროფილაქტიკისათვის.



10. ბავშვის მოლოდინში სულაც არ ღირს მარწყვის მირთმევაზე უარის თქმა


image

თუ თქვენ მომავალი დედა ხართ, ფეხმძიმობის პერიოდში გარკვეული რაოდენობით მარწყვის ნაყოფის მიღება ძალიან სასარგებლო იქნება თქვენი და თქვენი ნაყოფის ჯანმრთელობისათვის. ეს სასწაულმოქმედი კენკრა უამრავ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს, რომლებიც სასარგებლოა ბავშვის ზრდა-განვითრებისათვის.

3
1690
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1690
  
2015, 3 ივნისი, 16:30
იფ იფ :P
2015, 3 ივნისი, 16:29
ტორტი ხომ არის და არის, მარწყვის ..:)
2015, 3 ივნისი, 16:28
რაგემრიელი სტატიაა მანჩოოო:–*
0 1 3