x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ყველაზე ძვირადღირებული სასახლეები მსოფლიოში
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატში შენდება მსოფლიოს

ყველაზე ძვირადღირებული სასახლე.


ბენ აირ დენი ძალიან ბევრ მდიდარს და ცნობილ პიროვნებას იზიდავს, სახლი არის

9 290 მეტრის სიგრძის, ხოლო ფასი 500 მილიონი ევროა.



image


სახლი ნამდვილად მრავალფეროვანია, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ

სახლში IMAX-ის კინოთეატრიც კი არის. სახლის დიზაინზე და მშენებლობაზე

ყოფილი ჰოლივუდის პროდიუსერი ნილ ნიამი ზრუნავს.


ვინც ამ სასახლეს იყიდის ჯენიფერ ანისტონის და ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის,

TESLA-ს მფლობელის ელონ მასკის მეზობელიც გახდება.


image


ამ უდიდეს ვილაში იქნება 4 საცურაო აუზი და 30 ავტოპარკი.

ყოფილი ჰოლივუდის პროდიუსერის, ნილ ნიამის თქმით ამ ვილაში ყველანაირი

ინტერიერი და მოწყობილება იქნება რაც მსოფლიოს სახლებშია, სასახლის მშენებლობა

დასრულდება 20 თვეში.


image

image




ჰონგ-კონგი


მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქში, ჰონგ-კონგში არ არის

მარტივი სახლის მეპატრონეობა.


image


2014 წლის აგვისტოში ჰონგ-კონგში გაიყიდა დედამიწის ყველაზე ძვირადღირებული

სასახლე, მეტრაკვადრატის საფუძველზე.


სახლის მეტრაკვადრატი გაიყიდა 39 000 დოლარად. ხოლო მთლიანად ორსართულიანი

სასახლე 62 700 000 გირვანქა სტერლინგად.

ამ სასახლის და მეტრაკვადრატის ფასმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.


image


ბოლო ინფორმაციით ჰონგ-კონგში გაიყიდა კიდევ ერთი სახლი, რომელიც

ჯამში 25 მეტრა-კვადრატი იყო, ხოლო ფასი 450 000 დოლარი.


image



აშშ


ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ძვირადღირებული სახლი 22 წლის

ახალგაზრდა გოგონას საკუთრება!


image


The Wall Street Journal-ის ცნობით ჰოლივუდის პროდიუსერი აარონ შპელინგის

მეუღლის მიერ გაყიდული Holmby Hills-ის სახელწოდების სახლი ფორმულა ერთის

მფლობელმა და დირექტორმა ბერნი ეკლესტონმა თავის გოგონას უყიდა.


image


სასახლე ფორმულა ერთის მეპატრონეს 150 000 000 დოლარი დაუჯდა.


image


The Wall Street Journal-ის ცნობით სახლი დღემდე ამერიკაში გაყიდული

ყველაზე ძვირადღირებული სახლია.


ხუთსართულიან სახლში 14 საძინებელი, 27 საპირფარეშო, 3 სილამაზის სალონი,

გოლფის მოედანი და 100 ავტოპარკია.


image


ფორმულა ერთის მეპატრონემ თავის გოგონას წინათაც 90 000 000 დოლარის

ღირებულების სახლი უყიდა და გოგონა ამერიკის ყველაზე გათამამებულ გოგონად

აღიარეს.


Holmby Hills-ში ასევე არის კიდევ სხვა მრავალი ძვირადღირებული სახლებიც.

მაიკლ ჯექსონის და playboy- მფლობელის ჰიუგ ჰელფნერის სახლიც

Holmby Hills-შია.


image



ვნახოთ ჩამონათვალი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სასახლეების:


I. მუმბაი



პირველ ადგილზე ვერც კი წარმოიდგენთ და არის ქალაქი მუმბაიში აშენებული სასახლე.

ბოლო წლებში აყვავებული ინდოეთის ქალაქი მუმბაია და აქ მდებარეობს მსოფლიოს

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასახლეც.


image


1 000 000 000 დოლარის ღირებულების სასახლე 3 000 მეტრა კვადრატია.

173 მეტრის სიმაღლის სახლზე 70%- მინაა გამოყენებული.


image


ეს უმაღლესი სახლ-კოშკი კულეშ ამბანის და ნიტა ამბანის დიზიანით არის აშენებული.

ამ სახლ-კოშკში 600 მოხელე მუშაობს. სახლის ჭერი არის კრისტალური, ასევე

არის indoor და outdoor კომპლექსი.


image




II. ფრანგული რივიერა


მეორე ადგილზე ფრანგულ რივიერაში მდებარე სასახლეა, მისი ღირებულებაა

506 000 000 დოლარი.

სასახლე 1902 წელს აშენდა ბელგიის მეფის ლეოპოლდ II-ის სავატივცემლოდ.

სასახლეს მასპინძლობდა ცნობილი პირები, მათგან ერთ-ერთი იყო ბილ გეითსი.

სასახლის ამჟამინდელი მეპატრონეები არიან ედმონდ საფრა და მისი მუეღლე ლილი.


image


7432 მეტრაკავდრატის სასახლე ანტიკური დიზიანით არის აშენებული.

სასახლეში არის 19 საძინებელი, 15-მდე სამზარეულო, 89 სასტუმრო ოთახი,

7 კინოთეატრი, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის სტადიონი,

კალათბურთის სალონი და სხვა სპორტული კომპლექსების დარბაზები.

ხოლო უთავბოლო ბაღში 50 კაცი მსახურობს.


image



III. ლონდონი


ლონდონში მდებარე penthouse-ის ღირებულება 200 000 000 დოლარია.

ბინის შუშები არის ტყვიაგაუმტარი, ბინაში არის 24 საათიანი მომსახურეობა.

ამ ბინას აქვს სპეციალური გასასვლელები, ერთ-ერთი გასასვლელიდან შესაძლებელია

30 წუთში ლონდონის ცენტრში მოხვედრა... ბინის კედლები ასრულებს ასევე

კონდიციონერის როლს, რომელიც ზამთარში ოთახებს ათბობს, ხოლო ზაფხულში

აგრილებს.


image




IV. აშშ


688 000 მეტრა კვადრატის სასახლე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღილებულ სახლებს

შორის მოეთხე ადგილზეა.

სასახლეს ღირებულება 170 000 000 დოლარი.

სასახლეში არის 29 საძინებელი, 39 სააბაზანო და საპირფარეშო, უდიდესი

სამზარეულო და 5 სპორტული დარბაზი.

ზღვის პირას მდებარე სასახლე ყველა მდიდარს მარტივად იზიდავს.


image





V. Beverly Hills


ცნობილების და მდიდრების უსაყვარლესი ადგილი Beverly Hills.

Beverly Hills-ში მდებარე სასახლე Hearst Mansion-ის ღირებულება არის

165 000 დოლარი.

სასახლეში არის 29 საძინებელი და უამრავი საპირფარეში, სააბაზანო და აუზები.

ზუსტად ამ სასახლეშია გადაღებული ცნობილი "Godfather"-იც.


image


ამ სასახლეს თუ იყიდის ვინმე, მაშინ გახდება მეზობელი ტომ კრუზის, ქეით ჰოლმსის

და ბექემების წყვილის.




VI. ლონდონი


მეექვსე ადგილზე არის კენსიგტონში მდებარე ფრანჩუკის ვილა.

161 000 000 დოლარის ღირებულების ვილა წლების განმავლობაში

გოგონების სკოლად იყო გამოყენებული. 2006 წელს რესტავრაციის შემდეგ

სასახლე ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ ვილად გადაიქცა.


image




VII. მონტანა


Pinnacle მდებარეობს მონტანაში მისი ღირებულება 155 000 000 დოლარი.

სასახლე მდებარეობს სათხილამურო ტერიტორიაზე. სასახლეში ამჟამად ცხოვრობენ

ტიმ და ედრა ბლიქსეთები.

სასახლეში არის 10 საძინებელი, კერძო სათხილამურო სპორტული სალონები,

მასაჟის ოთახები და კიდევ სხვა მრავალი.


image




VIII. ლოს ანჯელესი


მერვე ადგილზე არის The Manor ლოს ანჯელესში, მისი ღირებულებაა

150 000 000 დოლარი.

ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის არონ შპელინგის სახლი გარდაცვლაების შემდეგ

მის მეუღლეს დარჩა. სასახლეში არის 123 ოთახი.

1991 წელს არონ შპელინგის მიერ დაკვეთილი სასახლეში ასევე არის 3 უდიდესი

სამზარეულო, რამოდენიმე სპორტული დაბრაზი, სილამაზის სალონები და

საცურაო აუზები.


image




IX. ლონდონი


სასახლე, რომელიც Buckingham Palace-ზეც დიდია, ეს არის Updown Court.

139 000 000 დოლარის ღირებულების სასახლე დედამიწის ყველაზე კომფორტულ

სასახლედ არის ცნობილი.

130 საძინებელი ოთახი, ეს უკვე რეკორდია!

5 საცურაო აუზი და კიდევ ბევრი სხვადასხვა ოთახები.

სასახლის დიზაინი გაკეთებულია გიანი ვერსაჩის დიზაინით.


image




X. რუმინეთი


ბოლო ადგილზე ცოტა არ იყოს საშიში ადგილია, ეს არის რუმინეთში მდებარე

დრაკულას სასახლე.


image


135 000 000 დოლარის ღირებულების სასახლეს წლების განმავლობაში

სახლ-მუზეუმად იყენებდნენ.

2009 წელს გაიყიდა თავის 57 საძინებლით, 17 სააბაზანო-საპირფარეშოთი და

სხვა უამრავი ოთახებით.


ამ სასახლეს ყოველ წელს 450 000 მეტი ტურისტი სტუმრობს.







1
963
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
963
  
2015, 3 ივნისი, 15:41
ამათგან ყველაზე იაფიანსაც დავჯერდებოდი:)) გავაზიარე.
0 1 1