x
image
K.P.
თიკა ჯამბურია ყოფილი ქმრის ქორწინებას ეხმაურება: "ნუ მოახდენთ ამ თემის ტირაჟირებას"

image
თიკა ჯამბურიასა და ბექა ხოფერიას წყვილი დღემდე პოპულარულია საზოგადოებაში. რამდენიმეწლიანი სიყვარულის ისტორია ქორწინებით დაგვირგვინდა, რომელიც სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. საზოგადოების დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ადრე თუ გვიან მაინც შერიგდებოდნენ და ბავშვობის დიდი სიყვარული ასე არ დასრულებოდა. დიდ გრძნობას უკვალოდ არ ჩაუვლია, მათ ერთი ქალიშვილი ნინა ჰყავთ. "მე და ბექამ ყველანაირი სიყვარული გამოვცადეთ, ბიჭისა და გოგოს სიყვარული, და-ძმური, მეგობრული. ახლა ვხუმრობთ ხოლმე, ბოლოს მაინც ერთად ვიქნებითო"-ხუმრობდა ერთ-ერთ შოუში მომღერალი. image

განშორებს შემდეგ ბექას რამდენიმე შეყვარებული ჰყავდა, რომლებთან ერთადაც ყვითელი პრესის ფურცლებზე ხშირად ხვდებოდა. ალბათ ამ ყველაფრის გამო მის რომანებს სერიოზულად არც არავინ აღიქვამდა. რამდენიმე დღის წინ კი ბექა ხოფერიამ იქორწინა. მისი რჩეული 24 წლის ინა ოსიპოვაა, გოგონა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი. განათლება მოსკოვში, შემდეგ კი იტალიაში მიიღო. ინა ამჟამად უმუშევარია. წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ, თბილისში საერთო მეგობრების წყალობით გაიცნო. "ვიპოვე ის, ვისაც დიდი ხანია ვეძებ"-განაცხადა ბექამ. მათ პატარა, მაგრამ ლამაზი ქორწილი გადაიხადეს ახლობლებისა და მეგობრების წრეში. "ხათუნა ხოფერია სარძლომ გაცნობისთანავე მოხიბლაო"-ისმის ქალაქში ხმები.

თიკა ყოველთვის თავს არიდებდა ყოფილი მეუღლის რომანებზე საუბარს. მომღერლის მტკიცებით, ის დარწმუნებული იყო, რომ ბექა ადრე თუ გვიან ნამდვილად იქორწინებდა. ნინა დედინაცვალს ჯერ არ იცნობს. "მინდა ჟურნალისტებს ვთხოვო, ნუ მოახდენთ ამ თემის ტირაჟირებას. ნინა ტელევიზორში და ჟურნალებში, მამას სხვა გოგოსთან ერთად რომ ხედავს, ბევრ კითხვებს სვამს, ვერ ხვდება რა ხდება და ძალიან განიცდის"-განაცხადა თიკამ. imageimage

0
2670
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0