x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
– გვეშველება რამე?
მინდა მოგიყვეთ იმ უსიამოვნებებზე, რომლებიც ამ ბოლო ხანებში შემემთხვა და გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში და რა უპასუხისმგებლობაა გამეფებული ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებაში.


image


ამ ერთი თვის წინ, ჩემს მაღაზიაში ყოფნისას (პატარა საკონდიტრო მაქვს გახსნილი) თავი შეუძლოდ ვიგრძენი, გულის არეში საშინელი ტკივილი დამეწყო, რომელიც ნელ-ნელა ძლიერდებოდა და სუნთქვას და ლაპარაკსაც კი მიშლიდა. ჩემი ახლობელი ქალი, რომელსაც საშველად დავურეკე, ძალიან შეშინდა ჩემი ასეთი მდგომარეობით და სასაწრაფოს გამოუძახა. პორველ რიგში, ოპერატორმა დაწვრილებით გამოიკითხა, თუ რა მაწუხებდა.....ნახევარ საათში ( კიდევ კარგი, სერიოზულად არ იყო საქმე, თორემ ამ ნახევარ საათში წერილს წავიღებდი და თეთრი ვარდების მოტანა მოგიწევდათ ჩემს დაკრძალვაზე) მობრძანდა "სასწრაფოც". სანამ ანკეტა გულდასმით არ შეავსეს, მანამ ჩემს ოხვრაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ, შემდეგ ექიმმა ექთანს უბრძანა, წნევა გაუზომეო, მერე მითხრა, მარცხენა ხელი აწიე ზევით, მაგ დროს თუ მოგიმატებს ტკივილი, მითხარიო. თვითონ შორიახლოს იჯდა და სახეზე ისეთი ცივი და უგულო გამომეტყველება ეხატა, ლამის შემრცხვა მეთქვა, კი, მტკივა - მეთქი. მერე ექთანს კიდევ ერთხელ უბრძანა, ნახე, გულის მხარეს კანზე გამონაყარი ხომ არ აქვსო. თვითონ ისევ შორიდან გვიყურებდა და სკამიდან ფეხზე წამოდგომაც არ იკადრა. როგორც ჩანს, ხელის შეხებაც კი ეზარებოდა, რომ თავად ენახა ეს ყველაფერი. მგონი, არც გადაღრძუებული ბებერი ვარ და სისუფთავეც ძალიან მიყვარს, რომ შეზიზღებოდა ჩემი შეხება და წესიერად გასინჯვა.. ბოლოს გამომიცხადა, კარდიოგრამა ჩვენ არ გვაქვს და სასურველი იქნება, თუ გადაიღებ, ისე საშიში არაფერია, გაციების და გადაღლის ბრალიაო. ამიხსენით ვინმემ, როცა გამოძახებისას ოპერატორს დაწვრილებით ეუბნები, რომ გულის შეტევაზეა ეჭვი, კარდიოგრამა არ უნდა ჰქონდეს "სასწრაფოს"? - იქნებ მე მეშლება და ტყუილად ვადანაშაულებ მათ გულგრილობასა და უპასუხისმგებლობაში. კარდიოგრამაც გადავიღე შემდეგ და კიდევ კარგი, სერიოზული არფერი აღმომაჩნდა, მაგრამ მეორედ "სასწრაფოს" იმედზე ნამდვილად არ ვიქნები, საბოლოოდ დამეკარგა მათზე წარმოდგენა.


ახლა მეორე ამბავს გიამბობთ, რომელიც ერთი კვირის წინ შემემთხვა ( ჩემი შვილი ტყუილად კი არ მეძახის, მოსიარულე შარი ხარო): მაღაზიიდან სულ ნახევარი წუთით გასულს და უკან დაბრუნებულს საფულე აღარ დამხვდა...ჩემი გაუფრთხილებლობის გამო დავკარგე ჩემთვის საკმაოდ მოზრდილი თანხა და ყველანაირი საბუთი (პირადობის მოწმობა, ბანკის ბარათებიდა კიდევ სხვა რამოდენიმე ნივთი). ანერვიულებულს და შეწუხებულს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიცია გამახსენდა. დასახმარებლად პატრული გამოვიძახე. მოვიდნენ, გადაათვალიერეს ზერელედ იქაურობა და სამმართველოში წამიყვანეს დაკითხვაზე (!). იქ ერთი ზლაზნია (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გამომძიებელი დამხვდა, რომელმაც გულგრილად გამომკითხა, სად და რა ვითარებაში დავკარგე საფულე. შემდეგ ერთი საათი რაღაც ფორმალობების შევსებას მოანდომა და ბოლოს მითხრა, რომ ჯობდა განცხადებაში დამეწერა სიტყვა " დავკარგე გაურკვეველ ვითრებაში" დაა არა "მომპარეს", რადგან მეორის დაწერის შემთხვევაში მომიწევდა სასამართლოში ყოველდღე სიარული და წვალება, ხოლო საფულის პოვნის შანსი მაინც არ მექნებოდა. როცა შეწინააღმდეგება დავაპირე, მკვახედ მომიგო, მაშინ გვითხარით, ვისზე გაქვთ ეჭვი და ჩვენ დავიჭერთო. მოკლედ, აქაც სრული გულგრილობის გამოვლინება დამხვდა. არადა, ჩემი მაღაზიის პირდაპირ ოფისები და დიდი სუპერმარკეტია, სადაც უამრავი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. სულ იოლი სანახავი იყო ამ კამერების ვიდეოჩანაწერებზე, თუ ვინ შემოვიდა შუადღის პირველის ნახევრიდან პირველ საათამდე ჩემს მაღაზიაში. პოლიციიდან გამოსვლისას ერთი კი ვუთხარი მწარედ, რას ვიზამთ, ყველა შერლოკ ჰოლმსად არაა დაბადებული - თქო. იმ გამომძიებელმა ისე გაკვირვებით შემომხედა, აშკარად წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ვინ იყო შერლოკ ჰოლმსი. ამ შემთხვევის შემდეგ უკვე ერთი კვირა გავიდა და კაციშვილი არ შემხმიანებია პოლიციიდან, უბრალოდ დაინტერესებაც კი არ გამოუხატავთ ან მცდელობა იმისა, რომ როგორმე მიეგნოთ ქურდისათვის.



მაინც რატომ გიამბეთ ეს ორი ამბავი? - ახლავე მოგახსენებთ: სამიოდე დღის წინ თავს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დამადგა, რომელმაც 200-ლარიანი ჯარიმა გამომიწერა იმის გამო, რომ ნაცნობ ბავშვს ერთი ეკლერი მივეცი და ქვითარი არ ამოვწერე სალარო აპარატზე. ბევრი ვუმტკიცე, ფული არ გამომიმირთმევია, ამ ბავშვს ისე ვაძლევ ნამცხვარს-მეთქი, მაგრამ ჩემი ხმა ხმად მღაღადებლისა დარჩა. უფრო მეტიც, ამ დაპროგრამებულმა გოგონამ განმიმარტა, რომ საკუთარ დედას რომ შევთავაზო ნამცხვარი, მასაც კი უნდა ამოვურტყა ქვითარი. მოკლედ, 200-ლარიანი ჯარიმაც ავიკიდე და საპასუხოდ საშემოსავლო სამსახურის წარმომადგენლის ლექციაც მოვისმინე იმის შესახებ, რომ გადასახადი აუცილებლად უნდა გადავიხადო, რადგან თითოეული ჩვენგანის მიერ გადახდილი თანხით ფინანსდება სახელმწიფო დაწესებულებები, უპირველეს ყოვლისა კი "სასწრაფო დახმარება" და პოლიცია, რომელთა უფასო "გულისხმიერი " მომსახურეობით თითოეული ჩვენგანი სარგებლობს.

ახლა თქვენ განსაჯეთ, მკითხველო: რომელი "სასწრაფო დახმარება" უნდა ვარჩინოთ?-ის, რომლის ექიმიც ზიზღით გიყურებს და ელემენტარულს არ გიკეთებს, როცა გამოიძახებ, თუ ის პოლიცია, სადაც გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის მეტს ვერაფერს ხედავ? იქნებ ძალიან კრიტიკული ვარ, ვცდები და ჩემი შემთხვევა მხოლოდ ერთეული გამონაკლისია... ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!


P.S. როცა ჩემ შვილს, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს და დიდი შანსი აქვს იქ დარჩეს და საკმაოდ კარგი და პერსპექტიული სამსახურიც ჰქონდეს, ვუამბე ეს ამბები, ირონიულად გაიღიმა და მითხრა: და შენ მეუბნები, რომ მანდ დავბრუნდე, მაგ ქვეყანაში? მაშინ ჩემი მტერი ხარ, რადგან მაგ ქვეყანას კარგა ხანს კიდევ არაფერი ეშველებაო. არადა ყოველდღიურად ვუმეორებდი აქამდე, რომ ის, უპირველეს ყოვლისა, ქართველია, სწავლის დასრულების შემდეგ აქ უნდა დაბრუნდეს და თავისი ცოდნა საქართველოს უნდა მოახმაროს. მის მიერ ნათქვამი სიტყვების სანაცვლოდ ვერაფერი ვერ ვუპასუხე, მხოლოდ სიმწრის ცრემლები ჩაგუბდა გულში და ჩემს თავს ესღა ვკითხე: – გვეშველება რამე?...

20
58
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
58
  
2015, 3 ივნისი, 13:05
მზეს მართლაც ვერ ვხედავ ჰორიზონტზე, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს: ყველა ნიჭიერი და კარგი ახალაგაზრდა რომ გაიქცეს, გამოდის, საქართველ;ო ნაძირლების ხელში უნდა დარჩეს..:( ისე, მგონი მაქეთ მივდივართ ნელ-ნელა
2015, 3 ივნისი, 11:38
აბა რა გითხრათ სანუგეშო? მომთხოვნელობა რომ გაიზრდება, იქნებ ცოტა უკეთესობა იქნეს, მაგრამ ეს როდის იქნება? ან მომთხოვნელობის გაზრდის მექანიზმი (თავისთავად არაფერი მოხდება) როგორ გვაქვს წარმოდგენილი, რის ხარჯზე იქნება? კითხვები ბევრია, პასუხები ცოტა და ბუნდოვანი. ამიტომაც არჩევენ ახალგაზრდები წარმატებულ ქვეყნებში ცხოვრებას, რასაც ვერ ვეწინააღმდეგებით.
2015, 2 ივნისი, 20:13
ფიქრი აღარ უნდა მაგას მანჩო :)
2015, 2 ივნისი, 20:11
ამ ბოლო დოს მეც ეგრე ვფოქრობ, სამწუხაროდ :(
2015, 2 ივნისი, 20:08
არა მინდა დაგამშვიდო დდა გითხრა რომ არაფერი გვეშველება:D
2015, 2 ივნისი, 19:41
აბა რას ამბობთ, იცავენ დიეტას :)
2015, 2 ივნისი, 19:31
ყველაფრის თავი და თავი დილეტანტიზმია...
2015, 2 ივნისი, 19:26
იმ გამომძიებელს აშაკარად არ ჰქონდა შერლოკ ჰოლმსი გაგონილი, ისე უცნაურად შემომეხდა... ქალი გულგახეთქილი ვიყავი დანაკარგის გამო და მეუბნება, თქვენი ტელეფონი მომეწონაო, , მათხოვეთ რა ერთი წუთით ვნახო, რა ფუნქციების აქვს, ტელეფონის ყიდვა მინდა და ვარჩევო...მგონი ნორმალური არც იყო ის კაცი.
2015, 2 ივნისი, 19:20
არ უნდათ გაუხსნელი საქმე, ამიტომ ათასგვარ ღონეს მიმართავენ ისე ჩაგაწერინონ, როგორც თავად უნდათ.
სკლეროზიანი მამაკაცს დავეწიე წვიმიან ამინდში გზაზე და როცა მივხვდი კარგად არ იყო, პატრულს დავურეკე, პატრულს შეტყობინება უკვე მიღებული ჰქონია ინფორმაცია ოჯახისაგან და ოჯახის წევრებთან ერთად მოვიდნენ.
კაცი წაიყვანეს და მე მთელი ერთი საათის განმავლობაში უაზრო დოკუმენტების შესავსებად კითხვებს მისვამდნენ, სანამ "ოფოფები არ ავუფრინე".
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10